ტოჩინოშინი მარტის ბაშოზე მეშვიდე მაეგაშირა იქნება
იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე (რეიტინგ-სია) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პროფესიონალი სუმოტორები დამდეგ ჰარუ ბაშოზე იასპარეზებენ. კოვიდ-პანდემიის გამო გაზაფხულის სუპერტურნირის ტრადიციული ადგილი შეიცვალა და ოსაკას ნაცვლად, ამ ბაშოსაც ზედიზედ მეექვსედ ტოკიო უმასპინძლებს. ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგით ჩაატარებს. ...