საქართველოს საზღვართან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
საქართველოს საზღვრიდან 122 კილომეტრში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში, ერევნიდან 12 კილომეტრში სოფელ ვანაშენთან იყო, სიმძლავრემ კი 5,1 მაგნიტუდა შეადგინა.