კოსტა-რიკაში 4 ტონაზე მეტი ოდენობის კოკაინი ამოიღეს
კოსტა-რიკაში 4 ტონაზე მეტი ოდენობის კოკაინი ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა კოლუმბიიდან შესულ კომერციულ გემზე, კერამიკის ფილებით დატვირთულ კონტეინერში ნახეს. ეს შემთხვევა მიმდინარე წელს კოსტა-რიკაში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული ყველაზე მასშტაბური ოპერაციაა.