მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც მას აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„მედიკამენტებს ბუნებრივია, სამედიცინო პერსონალი აწვდის და ამის შესახებაც არაერთი ცილისმწამებლური კამპანია ვნახეთ, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც ექიმის მუშაობაში უკანონო ჩარევა. შესაბამისად, თუკი ვინმე ბედავს და ექიმზე მსგავსი ტიპის განცხადებას გააკეთებს, რომ ექიმმა შესაძლოა, ვინმე მოწამლოს, ეს სრულიად ამორალურია. რაც შეეხება საკვებს – მსჯავრდებულ სააკაშვილს მხოლოდ ის საკვები მიეწოდება, რომელსაც მას მისი ნდობით აღჭურვილი პირები აწვდიან, ეს არიან ოჯახის წევრები და ასევე, სხვა პირები, რომლებზეც მან თანხმობა განაცხადა. შესაბამისად, როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს ან საკვებზე ან მედიკამენტებზე, კეთილი უნდა ინებოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს, თუ ვისზე საუბრობს საერთოდ“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.