Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები სამართალი

შსს ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დაკავებისა და მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

in ახალი ამბები, სამართალი
0
შსს ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დაკავებისა და მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
499
SHARES
1.4k
VIEWS
გაზიარება

პოლიციის მიერ ახალქალაქში ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ახალქალაქში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, „ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გასროლა.

მომხდარი ფაქტის შემდეგ მძღოლი ავტომობილიანად მიიმალა.

გამოძიების ფარგლებში, მალევე მოხდა ავტომანქანის მძღოლის იდენტიფიცირება და დადგინდა, რომ “ოპელის” მარკის ავტომობილს მართავდა 1985 წელს დაბადებული ა.მ.

ზემოაღნიშნულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკისას, აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იქნა დაკავებული.

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 24 აგვისტოს ა.მ. სამართალდამრღვევად ცნო და 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე, გვსურს, გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგს, რომელზეც პარტიის წარმომადგენელმა ისაუბრა ახალქალაქში მათი თანაპარტიელის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ, რასაც ოჯახის მიმართ განხორციელებული ტერორი და პოლიტიკური დევნა უწოდა.

აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, გამოძიების დაწყება და პოლიციის მიერ ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით. შესაბამისად, ვასაჯაროებთ ვიდეოს, რომელზეც ასახულია მოქალაქე ა.მ.-ის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და ა.მ.-ს საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარდა ჩხრეკა“,  – ვკითხულობთ განცხადებაში.

Whatsapp Transparent APK

Tags: დაკავებანაციონალური მოძრაობაშსს
Share200Tweet125

სხვადასხვა

თბილისში ძლიერი ხმა და ბიძგი ვაზიანში მიმდინარე საარტილერიო წვრთნებს უკავშირდება

თბილისში ძლიერი ხმა და ბიძგი ვაზიანში მიმდინარე საარტილერიო წვრთნებს უკავშირდება

თბილისში, დაახლოებით 12:30 საათზე, მოსახლეობის ნაწილმა აფეთქების ხმა გაიგო და ბიძგი იგრძნო. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ეს ვაზიანის პოლოგონზე მიმდინარე გეგმურ...

„ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან“

„ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან“

საქართველოს ისტორიაში ბოლო ათწლეულებში არასდროს არ მომხდარა ის, რომ ასეთი სახით ბრუტალურად, სრულიად მოგონილი მიზეზით დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავჯდომარე...

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებში ცვლილება შევიდა

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებში ცვლილება შევიდა

პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის ვადებში ცვლილება შევიდა. ინფორმაციას განათლების...

თბილისში დამატებით 90 მიკროავტობუსი და 20 ავტობუსი იმოძრავებს

თბილისში დამატებით 90 მიკროავტობუსი და 20 ავტობუსი იმოძრავებს

მივიღეთ გადაწყვეტილება, დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ, რომელთაგან 180 იქნება რვამეტრიანი ავტობუსი, 200 კი 18-მეტრიანი, – ამის შესახებ თბილისის...

გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს

გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს

გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით სთავაზობს. გახარია ამტკიცებს, რომ მისი პარტიის წევრებთან ფარული...

„ღარიბაშვილი რომ დღეს ასე ხისტად გამოვიდა, მაინც არ მეშინია“

„ღარიბაშვილი რომ დღეს ასე ხისტად გამოვიდა, მაინც არ მეშინია“

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ქუჩის აქტიურობა დიალოგთან კავშირში არ არის. მისივე თქმით, ხელისუფლებას ხალხის ტალღის ეშინია, რის გამოც...

ქართველმა ქალმა შეიხს 2,6 მილიონი დოლარი და 4 კგ ოქრო მოპარა (ვიდეო)

ქართველმა ქალმა შეიხს 2,6 მილიონი დოლარი და 4 კგ ოქრო მოპარა (ვიდეო)

საქართველოს მოქალაქემ, რომელიც შეიხის სახლში დამლაგებლად მუშაობდა, მას 2,6 მილიონი დოლარი და 4 კგ ოქრო მოჰპარა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა...

„მივდივართ სტაბილიზაციისკენ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს „თავში არ უნდა აგვივარდეს“

„მივდივართ სტაბილიზაციისკენ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს „თავში არ უნდა აგვივარდეს“

მივდივართ სტაბილიზაციისკენ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს „თავში არ უნდა აგვივარდეს“ და ფრთხილად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის...

ზუგდიდში მატარებლის დაჯახების შედეგად, ქალმა ფეხი დაკარგა

ზუგდიდში მატარებლის დაჯახების შედეგად, ქალმა ფეხი დაკარგა

ზუგდიდში, მატარებლის დაჯახების შედეგად, ქალმა მარცხენა ფეხი დაკარგა. დაშავებულს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. „112-ის მიერ,სატრანსპორტო...

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი 13-ჯერ გაიზარდა

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი 13-ჯერ გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 11.2 ათასი ტონა...

სად გაუჩინარდა ჟურნალისტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს იძიებდა?!

სად გაუჩინარდა ჟურნალისტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს იძიებდა?!

ჩვენი რესპონდენტი მრავალი წელია, ტელეკრანებზე უკვე აღარ ჩანს. არადა, წლების მანძილზე ის ტელეკომპანია „იბერიიდან“ საიტერესო ჟურნალისტური გამოძიებებით გვევლინებოდა. როგორც მისი...

საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მგზავრებისთვის საიზოლაციო სივრცეები მოეწყო

საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მგზავრებისთვის საიზოლაციო სივრცეები მოეწყო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე  „ყაზბეგი“ და „,ქუთაისის აეროპორტი“ კორონავირუსის და სხვა გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, საზღვრის...

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გამარჯვებული ცნობილია

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გამარჯვებული ცნობილია

ნობელის კომიტეტმა ლიტერატურის დარგში პრემიის გამარჯვებული დაასახელა. 2021 წლის პრემიის ლაურეატი აბდულრაზაკ გურნა გახდა. „ლიტერატურაში 2021 წლის ნობელის პრემია აბდულრაზაკ...

სახალხო დამცველის სკანდალური ანგარიში – მოგიწოდებთ, მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ლაფანყურის სპეცოპერაციისა და ჩეჩენი ლტოლვილის საქმეზე!

სახალხო დამცველის სკანდალური ანგარიში – მოგიწოდებთ, მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ლაფანყურის სპეცოპერაციისა და ჩეჩენი ლტოლვილის საქმეზე!

საქართველოს სახალხო დამცველი სკანდალურ ანგარიშს აქვეყნებს. უჩა ნანუაშვილის ანგარიშში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია იმ საქმეებზე, რომლებიც დღემდე გაუხსნელად ითვლება. ომბუდსმენი შესაბამის...

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობები გრძელდება

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობები გრძელდება

უკვე რამდენიმე დღეა, სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობები მიმდინარეობს. აქციებზე დააკავეს რამდენიმე ათეული დემონსტრანტიც. აქციების პარალელურად, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ ბრალდებები არ...

„სკოლებში პირბადის ტარება ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება“

„სკოლებში პირბადის ტარება ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება“

სკოლებში პირბადის ტარება ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება, - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. „ეს დიდი...

ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა

ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა

ანზორ ერქომაიშვილი 80 წლისა გარდაიცვალა. ის კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ინფორმაციას ანსამბლი „რუსთავი“ ოფიციალურ...

კორონავირუსით ინფიცირებული ანზორ ერქომაიშვილი მძიმედაა

კორონავირუსით ინფიცირებული ანზორ ერქომაიშვილი მძიმედაა

ქართველი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსით არის ინფიცირებული და ის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა, ანზორ ერქომაიშვილის ჯანმრთელობის...

„ვერ დავინახე სააკაშვილის სინანული და აღიარება შეცდომების მიმართ“

„ვერ დავინახე სააკაშვილის სინანული და აღიარება შეცდომების მიმართ“

ლევან იოსელიანმა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, სააკაშვილის განცხადებაში შეცდომებზე სინანული და აღიარება ვერ დაინახა....

ისრაელში სასტუმროებსა და ბარებში მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეუშვებენ

ისრაელში სასტუმროებსა და ბარებში მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეუშვებენ

ისრაელში სასტუმროებსა და ბარებში მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეუშვებენ. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს. კერძოდ, სპორტდარბაზებში, სასტუმროებში, ბარ-რესტორნებში, საცურაო აუზებზე მოხვედრა...

„ამ წუთის მოცემულობით ოპოზიცია აგებს“

„ამ წუთის მოცემულობით ოპოზიცია აგებს“

ამ წუთის მოცემულობით ოპოზიცია აგებს, იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ ამბობს, რაც არ უნდა მოხდეს, ამ კომისიაში არ ვიმუშავებთო, - ამის...

„არ მინდა ისედაც უკიდურესად გამწვავებული სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება“

„არ მინდა ისედაც უკიდურესად გამწვავებული სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება“

რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, გია ნიჟარაძე განცხადებას ავრცელებს. იგი ეხმაურება ერთ-ერთ ტელევიზიაში გადაცემულ სიუჟეტს, რომელშიც ლაპარაკი იყო მისი პრეზიდენტობისას კავშირში...

საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-ს სტანდარტების სპეცტექნიკით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-ს სტანდარტების სპეცტექნიკით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის ძალების ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება. „ნატოს სტანდარტების ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 300 ერთეულზე მეტი სპეციალური საავტომობილო ტექნიკა,...

მარტვილში ავეჯის საწარმო იწვის

მარტვილში ავეჯის საწარმო იწვის

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტალერში ხის გადამამუშავებელ ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ამავე საწარმოში ხის ავეჯსაც ამზადებენ....

დღეიდან საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

დღეიდან საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ზუსტად ორ თვეში, 2 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა 2 აგვისტოს გამოსცა და მას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი...

„ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი“

„ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი“

ჯერ კიდევ ეიფორიაა, ვერ ვიაზრებ ჯერ, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ვარ. ეს ყველაზე ბედნიერი მომენტია ჩემს ცხოვრებაში და საქართველოში ალბათ უკეთ გავიზიარებ,...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021