Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები სამართალი

„ჰააგის სასამართლოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის სამ „მაღალჩინოსანზე“ დაკავების ორდერის გაცემა ჰააგაში საქართველოს მორიგი გამარჯვებაა“

in ახალი ამბები, სამართალი
0
„ჰააგის სასამართლოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის სამ „მაღალჩინოსანზე“ დაკავების ორდერის გაცემა ჰააგაში საქართველოს მორიგი გამარჯვებაა“
495
SHARES
1.4k
VIEWS
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჰააგის სასამართლოს მიერ, ოკუპირებული ცხინვალის სამ „მაღალჩინსანზე“ დაკავების ორდერის გაცემაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჰააგის სასამართლოს პროკურორის პროკურორის ოფისის მიმართვა დაპატიმრების ორდერების გამოცემის თაობაზე კონკრეტულად უკავშირდება რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში, ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის უკანონო დაკავების, არაადამიანური მოპყრობის, მძევლად აყვანისა და შემდგომი უკანონო გადაადგილების ფაქტებს.

„2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს შემდეგ საქართველომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს.

კერძოდ, ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ: მიხაილ მინძაევი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი); ჰამლეტ გუჩმაზოვი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი); დავით სანაკოევი (მითითებულ პერიოდში ე.წ. ომბუდსმენი). გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.

პროკურორის ოფისის მიმართვა დაპატიმრების ორდერების გამოცემის თაობაზე კონკრეტულად უკავშირდება რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში, ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის უკანონო დაკავების, არაადამიანური მოპყრობის, მძევლად აყვანისა და შემდგომი უკანონო გადაადგილების ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მსგავსად, ჰააგის სასამართლოს პროკურორიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

2016 წლიდან საქართველოს მთავრობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით, გენერალური პროკურატურისა და ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, აქტიურად თანამშრომლობდა ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისთან და აწვდიდა გამოძიების ჯეროვანი წარმართვისათვის საჭირო სრულყოფილ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს. პროკურორის ოფისს მიეწოდა, სხვებს შორის, სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმის მოსაგებად შეგროვებული და წარდგენილი ასეულობით მტკიცებულება.

ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის ახლანდელი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების წარდგენის შედეგი და სტრასბურგის ისტორიული გამარჯვების ლოგიკური გაგრძელებაა.

საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან, რათა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ ყველა სხვა დანაშაულზე აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება.

რაც შეეხება დაპატიმრების ორდერების აღსრულებას, რომის სტატუტის (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი დოკუმენტის) ყველა წევრ-სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან პირის დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის კუთხით. ამ მიზნით საქართველო სრულად ითანამშრომლებს სასამართლოსთან, რათა დამნაშავე პირები წარსდგნენ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე.

აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოებში ქართული მხარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით“,- ნათქვამია განცხადებაში.

Tags: იუსტიციის სამინისტროოკუპირებული ცხინვალიჰააგის სასამართლო
Share198Tweet124

სხვადასხვა

„ბავშვების დაცვის ერთადერთი საშუალება ოჯახში, უფროსი წევრების ვაქცინაცია და სასწავლო პროცესის ასევე უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობაა“

„ბავშვების დაცვის ერთადერთი საშუალება ოჯახში, უფროსი წევრების ვაქცინაცია და სასწავლო პროცესის ასევე უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობაა“

მცირე ასაკის ბავშვების დაცვის ერთადერთი საშუალება, ვაქცინაციაა ოჯახში უფროსი წევრებისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობა ასევე უსაფრთხო გარემოში, სადაც პედაგოგები, ადმინისტრაციული...

„ჰესების გარეშე 10 წელიწადში გაზის მოხმარება გაორმაგდება, რაც იმპორტულ რესურსზე უმძიმეს დამოკიდებულებას ნიშნავს“

„ჰესების გარეშე 10 წელიწადში გაზის მოხმარება გაორმაგდება, რაც იმპორტულ რესურსზე უმძიმეს დამოკიდებულებას ნიშნავს“

ახლა სულ ახალი, ცინცხალი მოსაზრება გაჩნდა, რასაც სამხრეთ კავკასიური მილსადენით ტრანზიტის სანაცვლოდ უფასოდ ვიღებთ გაზს, აი, მაგ გაზით ვაწარმოოთ ელექტროენერგიაო...

საქართველოში ამინდი გაუარესდება

საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 დეკემბერს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +11, +16 გრადუსამდე...

წყალდიდობის შედეგად გერმანიაში 175 ადამიანი გარდაიცვალა, 155 დაკარგულია

წყალდიდობის შედეგად გერმანიაში 175 ადამიანი გარდაიცვალა, 155 დაკარგულია

გერმანიაში გადაუღებელი წვიმისგან გამოწვეული დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად ბოლო მონაცემებით 175 ადამიანი გარდაიცვალა, 155 კი დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს....

გელა ზაალიშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა

გელა ზაალიშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა

ძიუდოისტები გელა ზაალიშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. ფინალში ზაალიშვილმა (+100) რუს ტამერლან ბაშაევს სძლია, ხოლო ლაშა ბექაურმა (-90 კგ)...

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, კახეთში 69 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, კახეთში 69 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

69 წლის კაცს, რომელსაც პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე დღეა აქტიურად ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს. სამართალდამცველებმა პენსიონერი სარწყავ არხში აღმოაჩინეს....

ქრთამის აღების ფაქტზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს...

„ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“

„ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“

ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, - ამის შესახებ ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში მყოფმა, საქართველოს თავდაცვის...

2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 96,150,065 ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია. ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა გასული წლის...

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

პოლიციამ აჭარაში 55 წლის წარსულში ნასამართლევი გ.შ. დააკავა. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო...

გერმანიაში კორონავირუსით შინაური ცხოველები დაინფიცირდნენ

გერმანიაში კორონავირუსით შინაური ცხოველები დაინფიცირდნენ

გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში ახალი ტიპის კორონავირუსით ორი კატა დაინფიცირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საუბარია შინაურ კატებზე, რომელთა პატრონიც ადრე COVID-19-ით გარდაიცვალა. გერმანიის ფედერალური...

„ვისთვისაც პრიორიტეტი იყო ამნისტია და ამის გამო შემოვიდა პარლამენტში, იმათ იმტვრიონ თავი“

„ვისთვისაც პრიორიტეტი იყო ამნისტია და ამის გამო შემოვიდა პარლამენტში, იმათ იმტვრიონ თავი“

პარტია „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ამნისტიის „ქართულ ოცნებისეულ" ვარიანტს, მათ ავანსად იმ პირობით დაუჭირეს მხარი, რომ კანონპროექტი შეჯერდებოდა....

ნელი საგინაძის პოეზიის საღამო

ნელი საგინაძის პოეზიის საღამო

https://www.youtube.com/watch?v=hfbypsxagXc

ესტონელი სპეციალისტები საქართველოს მუნიციპალიტეტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ

ესტონელი სპეციალისტები საქართველოს მუნიციპალიტეტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ

https://www.youtube.com/watch?v=gUOpFiW30NI ესტონელი სპეციალისტები საქართველოს რამდენიმე ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტების პირველ დახმარებას, თელავის მუნიციპალიტეტი ტრანსპორტით უზრუნველყოფისა...

თავდაცვის მინისტრი ახალ წელს გორში სამხედროებთან ერთად შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ახალ წელს გორში სამხედროებთან ერთად შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ახალ წელს გორში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა. თავდაცვის...

თბილისში ძლიერი ხმა და ბიძგი ვაზიანში მიმდინარე საარტილერიო წვრთნებს უკავშირდება

თბილისში ძლიერი ხმა და ბიძგი ვაზიანში მიმდინარე საარტილერიო წვრთნებს უკავშირდება

თბილისში, დაახლოებით 12:30 საათზე, მოსახლეობის ნაწილმა აფეთქების ხმა გაიგო და ბიძგი იგრძნო. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ეს ვაზიანის პოლოგონზე მიმდინარე გეგმურ...

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

https://www.youtube.com/watch?v=jqhyZAxfAzo

მუსიკოსები თელავიდან

მუსიკოსები თელავიდან

https://www.youtube.com/watch?v=VqqceXqmQgU  

28 მარტს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებენ

28 მარტს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებენ

28 მარტს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „28 მარტს დაგეგმილ საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო...

ოთარ იოსელიანის ფილმები საქართველოს ეროვნულ არქივში იქნება დაცული

ოთარ იოსელიანის ფილმები საქართველოს ეროვნულ არქივში იქნება დაცული

ცნობილმა კინორეჟისორმა ოთარ იოსელიანმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს საკუთარი ფილმების ელექტრონული ვერსიები გადასცა. ეროვნული არქივის ინფორმაციით, 1950-იანი წლებიდან 2015...

ფოთში საკანალიზაციო სისტემის მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ფოთში საკანალიზაციო სისტემის მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ფოთში, ახალ რაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი ინფორმაციით, კანალიზაციის მილმა წყალი არ გაატარა, რის...

„ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი კი არა „ნაცდამცველია“

„ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი კი არა „ნაცდამცველია“

ჯობს, ნინო ლომჯარიამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს და ვითარება სამართლებრივად შეაფასოს, - რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა ნიკა მელიას...

ჭყონია ხაზარაძეზე – მესიჯი გავუგზავნე, კაცო. რა ვიცოდი, მთელს მსოფლიოს თუ მოდებდა?!

ჭყონია ხაზარაძეზე – მესიჯი გავუგზავნე, კაცო. რა ვიცოდი, მთელს მსოფლიოს თუ მოდებდა?!

მესიჯი გავუგზავნე, კაცო. რა ვიცოდი, მთელს მსოფლიოს თუ მოდებდა?!, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ, „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას...

„პოლონეთი მზადა, საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღი განათავსოს“

„პოლონეთი მზადა, საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღი განათავსოს“

პოლონეთი მზადა, საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღი განათავსოს, - ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე...

„ცოლს 5 საათი აწამებდა, ურტყამდა ხელებით და ფეხებით, შემდეგ კი, ცივი წყლის ქვეშ ამყოფებდა“

„ცოლს 5 საათი აწამებდა, ურტყამდა ხელებით და ფეხებით, შემდეგ კი, ცივი წყლის ქვეშ ამყოფებდა“

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით,...

„იმედი მაქვს, ყველა პარტია შევა პარლამენტში და გააძლიერებს ამ ინსტიტუტს“

„იმედი მაქვს, ყველა პარტია შევა პარლამენტში და გააძლიერებს ამ ინსტიტუტს“

იმედი მაქვს, ყველა პარტია შევა პარლამენტში და გააძლიერებს ამ ინსტიტუტს, - ამის შესახებ კელი დეგნანმა ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიის...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021