ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.
„უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას“- წერს საქართველოს პრეზიდენტი.