Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები სამართალი

პნევმატიკური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა

in ახალი ამბები, სამართალი
0
პნევმატიკური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა
511
SHARES
1.5k
VIEWS
გაზიარება

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული წესები, რომელთა მიხედვითაც პნევმატიკური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, პნევმატიკური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება აიკრძალა.

„ახალი რეგულაციების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ტარების უფლებით რეგისტრაციას ექვემდებარება ის სანადირო ან სპორტული პნევმატიკური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე 30 სმ-ზე მეტია ან იარაღის საერთო სიგრძე აღემატება 60 სმ-ს. ასევე, დაუშვებელია პნევმატიკური იარაღისთვის განკუთვნილი იმ ჭურვის გამოყენება, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატიკური იარაღი (air soft) და საღებავების სასროლი ბურთულების პნევმატიკური იარაღი (paint ball).

ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, დეტალურად გაიწერა პნევმატიკური იარაღის შენახვისა და ტარების წესი. კერძოდ: რეგისტრირებული პნევმატიკური იარაღის ტარების უფლების მქონე პირი ვალდებულია იარაღის ტარებისას პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად თან იქონიოს პნევმატიკური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;

მოქალაქე ვალდებულია, პნევმატიკური იარაღი შეინახოს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და გამოირიცხოს მასთან გარეშე პირთა დაშვება;

პნევმატიკური იარაღის შენახვა უნდა მოხდეს დაკეტილ სათავსოში ან/და აღნიშნულ იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი;

პნევმატიკური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ჭურვებისგან განცალკევებულ მდგომარეობაში;

ტარების ზემოაღნიშნული წესი არ ვრცელდება სპეციალურად განსაზღვრულ
ადგილებზე (ტირი, სასროლეთი, ნადირობისთვის დაშვებული ადგილები, დასახლებული
პუნქტიდან 500 მეტრის რადიუსის მიღმა არსებული ტერიტორია).

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა პნევმატიკურ იარაღთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის. კერძოდ: პნევმატიკური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;

პნევმატიკური იარაღის ტარების წესების დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;

დასახლებულ ადგილას პნევმატიკური იარაღიდან სროლა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარით ოდენობით;

ისეთი პნევმატიკური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარით ოდენობით.

ზემოაღნიშნული ყველა სამართალდარღვევის ჩადენისას მოხდება პნევმატიკური იარაღის კონფისკაცია“, – აცხადებენ სამინისტროში.

Tags: მთავრობაპნევმატური იარაღიშსს
Share204Tweet128

სხვადასხვა

თბილისში ქალთა ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო

თბილისში ქალთა ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო

თბილისის ჭადრაკის სასახლეში ქალთა ჭადრაკში რიგით 78-ე საქართველოს ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ტურნირი ცხრა ტურად, 10 მონაწილეს შორის ჩატარდება. პირველ, მეორე...

„მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა დარჩეს ქუჩაში“

„მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა დარჩეს ქუჩაში“

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ოპოზიციაში არსებობს ხალხი, ვისაც არ უნდა შერიგება. „ოპოზიციაში არსებობს ხალხი, რომლებსაც არც...

„შემირცხვენია ის სახელმწიფო, რომელიც საკუთარი სასამართლოს განაჩენს ვერ აღასრულებს“

„შემირცხვენია ის სახელმწიფო, რომელიც საკუთარი სასამართლოს განაჩენს ვერ აღასრულებს“

შემირცხვენია ის სახელმწიფო, რომელიც საკუთარი სასამართლოს განაჩენს, გადაწყვეტილებას ვერ აღასრულებს, - ამის შესახებ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ ტელეკომპანია „იმედთან“  ნიკა მელიას...

„ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული… უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!“

„ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული… უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!“

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ „ამნისტიის კანონი" ყველა ბრალდებულ პირს უნდა შეეხოს. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ თუ...

სოფელ ყარაჯალაში თანასოფლელები დაუპირისპირდნენ, არიან დაშავებულები

სოფელ ყარაჯალაში თანასოფლელები დაუპირისპირდნენ, არიან დაშავებულები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ერთმანეთს 15-მდე თანასოფლელი ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა. ადგილობრივების ჩხუბი ცოტა ხანში პოლიციელებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელთაც ჩხუბში...

„ლეიბორისტებს“ ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი აქვთ აღებული და ნათელაშვილი ბაზალეთზე ხუთსართულიან სასახლეს იშენებდა“

„ლეიბორისტებს“ ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი აქვთ აღებული და ნათელაშვილი ბაზალეთზე ხუთსართულიან სასახლეს იშენებდა“

2008 წლიდან დღემდე „ლეიბორისტებს“ ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი აქვთ აღებული, ისე რომ პარლამენტში ფეხი არ შეუდგამთ. იღებდნენ ხელფასს, ითხოვდნენ მივლინების...

საქართველოში 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება

საქართველოში 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება

საქართველოში 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება. შესაბამისი გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ ეტაპზე,...

„ღარიბაშვილი რომ დღეს ასე ხისტად გამოვიდა, მაინც არ მეშინია“

„ღარიბაშვილი რომ დღეს ასე ხისტად გამოვიდა, მაინც არ მეშინია“

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ქუჩის აქტიურობა დიალოგთან კავშირში არ არის. მისივე თქმით, ხელისუფლებას ხალხის ტალღის ეშინია, რის გამოც...

„წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული“

„წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული“

საქართველოში 2021 წლის ბოლოსთვის ვირუსის ერთეული შემთხვევები იქნება, რასაც კლინიკური სექტორი მარტივად გაუმკლავდება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა...

„ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ამ ყველაფრის ფასი ათიათასობით სიცოცხლეა“

„ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ამ ყველაფრის ფასი ათიათასობით სიცოცხლეა“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას დამოუკიდებლობისთვის ომში გამარჯვება ათიათასობით ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდება. „ეს ომი ნამდვილად დამოუკიდებლობისთვის ომია. შეგვიძლია ვთქვათ,...

კუნძულ სუმატრაზე ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა

კუნძულ სუმატრაზე ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა

კუნძულ სუმატრაზე ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა. ​კრატერიდან ამოსულმა კვამლმა და ფერფლის სვეტმა ჰაერში 5 კილომეტრს მიაღწია. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ვულკანთან ახლოს გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აშშ-ის ელჩი სააკაშვილის ჩამოსვლაზე: ის, რაც საქართველოს სჭირდება, არის წყნარი, მშვიდი გარემო და არა პოლიტიკური არასტაბილურობა და ძალადობა

აშშ-ის ელჩი სააკაშვილის ჩამოსვლაზე: ის, რაც საქართველოს სჭირდება, არის წყნარი, მშვიდი გარემო და არა პოლიტიკური არასტაბილურობა და ძალადობა

ის, რაც საქართველოს სჭირდება, არის წყნარი, მშვიდი გარემო და არა პოლიტიკური არასტაბილურობა და ძალადობა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში,...

ეროვნულ გალერეაში მხატვარ როკო ირემაშვილის პერსონალური გამოფენა „ბუფერული ინტერვალები“ გაიხსნა

ეროვნულ გალერეაში მხატვარ როკო ირემაშვილის პერსონალური გამოფენა „ბუფერული ინტერვალები“ გაიხსნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ცნობილი მხატვრის როკო ირემაშვილის პერსონალური გამოფენა „ბუფერული ინტერვალები“...

უკრაინა თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონს ქმნის

უკრაინა თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონს ქმნის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო ლეგიონში რეგისტრაციისკენ და უკრაინაში ჩასვლისკენ მოუწოდებს. „უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც უკრაინის...

მოსკოვი ბუჩაში ჩადენილ ომის დანაშაულს უარყოფს და პროვოკაციას უწოდებს

მოსკოვი ბუჩაში ჩადენილ ომის დანაშაულს უარყოფს და პროვოკაციას უწოდებს

მოსკოვი კიევის ოლქში ჩადენილ ომის დანაშაულს უარყოფს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კიევის მიერ გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეომასალები მორიგი პროვოკაციაა. „ბუჩაში რუსული სამხედრო...

სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურის სრული განახლება მიმდინარეობს

სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურის სრული განახლება მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია. Audio Ease Altiverb VST 7 VST Crack  iZotope Ozone Advanced VST...

„ამგვარი უსამართლო „რჩევები“ ოკუპანტის წისქვილზე ასხამს წყალს“

„ამგვარი უსამართლო „რჩევები“ ოკუპანტის წისქვილზე ასხამს წყალს“

ის, ვინც ამას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილის მსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია, ან კიდევ დაკვეთილ მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური,...

სოფელ ლაფანყურში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

სოფელ ლაფანყურში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობის ნაწილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მეორე დღეა სასაზღვრო სოფლის 10-მდე მკვიდრი მდინარე ლოპოტის ხიდთან განთავსებულ კარავში...

„რუსეთის შეიარაღებული ძალები სამშობლოს წინაშე დადებული ფიცის ერთგულნი უნდა იყვნენ“

„რუსეთის შეიარაღებული ძალები სამშობლოს წინაშე დადებული ფიცის ერთგულნი უნდა იყვნენ“

რუსები მშვიდობისმოყვარე ხალხია, თუმცა ისინი ყოველთვის მზად არიან, დაიცვან საკუთარი ქვეყანა, - ამის შესახებ საკვირაო ქადაგებაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა...

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიაში სკოლიდან 317 მოსწავლე გაიტაცეს

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიაში სკოლიდან 317 მოსწავლე გაიტაცეს

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის სკოლიდან მოსწავლეები გაიტაცეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა ზამფარას შტატში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე შუაღამით განხორციელდა, რის შედეგადაც 317 მოსწავლე...

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ, ახალციხეში ექთანის მდგომარეობა გართულდა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ, ახალციხეში ექთანის მდგომარეობა გართულდა

ახალციხის კლინიკა „იმედის” ექთანი კორონავირუსის ვაქცინაზე დღეს აიცრა. როგორც ახალგაზრდა ექთნის თანამშრომლები აცხადებენ, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა....

ვაჟა მარგველაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია

ვაჟა მარგველაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირზე ვაჟა მარგველაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში იგი იაპონელ ჰიფუმი აბეს შეხვდა. ფინალში მოსახვედრად ვაჟა მარგველაშვილმა კორეელი ბაულ...

ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას

ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას

ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები, „ევროპის დამცველი 21“ იწყება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო მანევრებში,...

მლეთა-გუდაურის, გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

მლეთა-გუდაურის, გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის,...

„ზამთარს ისე ვხვდებით, რომ მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი – ეს არის ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება აგიზგიზდეს“

„ზამთარს ისე ვხვდებით, რომ მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი – ეს არის ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება აგიზგიზდეს“

ზამთარს ისე ვხვდებით, რომ მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი - ეს არის ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება აგიზგიზდეს, ეს შემაშფოთებელი პროგნოზია,...

„საქართველოს ტურისტული სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის“

„საქართველოს ტურისტული სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის“

საქართველოს ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021