Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები სამართალი

პოლიციამ თაღლითობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა

in ახალი ამბები, სამართალი
0
პოლიციამ თაღლითობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა
497
SHARES
1.4k
VIEWS
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 6 პირი: 1976 წელს დაბადებული შ.ბ., 1996 წელს დაბადებული მ.ჭ., 1966 წელს დაბადებული ნ.ხ., 1988 წელს დაბადებული მ.ხ., წარსულში ნასამართლევი 1971 წელს დაბადებული თ. წ. და 1971 წელს დაბადებული თ. გ. დააკავეს.

უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. დანაშაულები 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2022 წლის დასაწყისში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად, ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება დაგეგმეს.

განზრახვის აღსრულებისთვის, შ.ბ.-მ, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია, ფინანსურ ინსტიტუტს მიმართა და პოს-ტერმინალის დადგმა მოითხოვა. მას შემდეგ, რაც შ.ბ.-მ პოს-ტერმინალი მიიღო, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უკანონო მანიპულაციების შედეგად, მასზე გაააქტიურეს ე.წ. პრეავტორიზაციის ფუნქცია.

ბრალდებულებმა, 2022 წლის 27 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, უცხოეთში რეგისტრირებული ბანკის 2 საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით, რომლებზეც არ იყო შესაბამისი თანხები, პოს-ტერმინალზე განახორციელეს 16 სხვადასხვა გადახდა, საერთო ოდენობით 2 314 890 ლარი.

უკანონო ტრანზაქციების შემდეგ, ჯგუფის წევრებმა, წინასწარი შეთანხმებისამებრ, დროის უმოკლეს პერიოდში უზრუნველყვეს თანხის ნაწილის საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხვა და მათი განაღდება. მათმა დანაშაულებრივმა ქმედებამ 975 530 ლარის მატერიალური ზიანი გამოიწვია.

პოლიციამ შ.ბ.-ის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 ვაზნა, რომელთა ტარების უფლება ბრალდებულს არ ჰქონდა. შ.ბ.-ს მმართველობაში არსებული კომპანიის ოფისის ჩხრეკისას კი ამოღებულია პოს-ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დანაშაული ჩაიდინეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით თანხები, საბანკო პლასტიკური ბარათები, მობილური და კომპიუტერული მოწყობილობები, ასევე, სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.

Tags: დაკავებათაღლითობაპოლიცია
Share199Tweet124

სხვადასხვა

„ვლადიმერ პუტინი მზად არის უსაფრთხოების სფეროში გარანტიების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის“

„ვლადიმერ პუტინი მზად არის უსაფრთხოების სფეროში გარანტიების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის“

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზად არის უსაფრთხოების სფეროში გარანტიების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის. „პრეზიდენტი პუტინი...

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის 250-იანი სერიის დოჰას ტურნირის ფინალშია. ნახევარფინალში ბასილაშვილმა ფრანგი არტურ რიდნერკნეხი ორ სეტში, 6:4, 6:2 დაამარცხა. ბასილაშვილმა დოჰას...

„იმედი მაქვს, ყველა პარტია შევა პარლამენტში და გააძლიერებს ამ ინსტიტუტს“

„იმედი მაქვს, ყველა პარტია შევა პარლამენტში და გააძლიერებს ამ ინსტიტუტს“

იმედი მაქვს, ყველა პარტია შევა პარლამენტში და გააძლიერებს ამ ინსტიტუტს, - ამის შესახებ კელი დეგნანმა ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიის...

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

პოლიციამ აჭარაში 55 წლის წარსულში ნასამართლევი გ.შ. დააკავა. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო...

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, რომელიც პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ...

„დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალურად მეტი ბენეფიციარი უნდა აიცრას“

„დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალურად მეტი ბენეფიციარი უნდა აიცრას“

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის წევრი და პედიატრი, თემურ მიქელაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია. „16...

ბაკურიანში, კოხტაგორას საბაგიროს მეხი დაეცა

ბაკურიანში, კოხტაგორას საბაგიროს მეხი დაეცა

ბაკურიანში, კოხტაგორას საბაგიროს მეხი დაეცა. მეხის დაცემის შედეგად გაჩენილი ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 100 მლნ ლარით გაიზრდება“

„სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 100 მლნ ლარით გაიზრდება“

კახა კალაძის განცხადებით, მისი მერობის შემდეგი ოთხი წელი თბილისისთვის ყველა მიმართულებით საინტერესო იქნება. მეორე ვადით ახალარჩეულმა დედაქალაქის მერმა ტელეკომპანია „იმედთან“...

„საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების უმრავლესობას ახალგაზრდა წვევამდელები წარმოადგენენ, გამოფიტულნი და ფსიქოლოგიურად დაცემულები არიან“

„საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების უმრავლესობას ახალგაზრდა წვევამდელები წარმოადგენენ, გამოფიტულნი და ფსიქოლოგიურად დაცემულები არიან“

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებას ავრცელებს. „რუსმა ოკუპანტმა შეამცირა შეტევის ტემპი, მაგრამ მაინც, გარკვეული თვალსაზრისით, ახერხებს წარმატების მიღწევას უკრაინის წინააღმდეგ შეტევითი...

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. სინოპტიკოსების პროგნოზით ჰაერის...

პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, UFC-ის ოქროს ქამრის მფლობელი საქართველოშია

პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, UFC-ის ოქროს ქამრის მფლობელი საქართველოშია

პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, UFC-ის ოქროს ქამრის მფლობელი საქართველოშია. სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ოქროს ქამრის მფლობელი ალჯამეინ სტერლინგი და UFC-ის მსუბუქი წონის ტოპ მებრძოლი ალ იაკუნტა საქართველოში, UFC-ის ქართველი ვარსკვლავის, მერაბ დვალიშვილის...

„თუ შემდეგი კვირიდან შეთანხმების პერსპექტივა არ გამოჩნდება, „გირჩი“ დამოუკიდებლად ვიმოქმედებთ“

„თუ შემდეგი კვირიდან შეთანხმების პერსპექტივა არ გამოჩნდება, „გირჩი“ დამოუკიდებლად ვიმოქმედებთ“

თუ შემდეგი კვირიდან შეთანხმების პერსპექტივა არ გამოჩნდება, „გირჩი“ დამოუკიდებლად ვიმოქმედებთ. ჩვენ ვართ 3%-იანი პარტია და არ შეგვიძლია, დამოუკიდებელი თამაში ისე...

საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-ს სტანდარტების სპეცტექნიკით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-ს სტანდარტების სპეცტექნიკით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის ძალების ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება. „ნატოს სტანდარტების ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 300 ერთეულზე მეტი სპეციალური საავტომობილო ტექნიკა,...

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ, ახალციხეში ექთანის მდგომარეობა გართულდა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ, ახალციხეში ექთანის მდგომარეობა გართულდა

ახალციხის კლინიკა „იმედის” ექთანი კორონავირუსის ვაქცინაზე დღეს აიცრა. როგორც ახალგაზრდა ექთნის თანამშრომლები აცხადებენ, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა....

„ყველა მოძალადე დაჭერილია, თქვენი ხელისუფლების დროს სახელმწიფო იყო მოძალადე!“

„ყველა მოძალადე დაჭერილია, თქვენი ხელისუფლების დროს სახელმწიფო იყო მოძალადე!“

ყველა მოძალადე დასჯილია, ყველა მოძალადე დაჭერილია, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ...

ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელს, 49 წლის შალვა მელიქიშვილის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა,...

სოფელ ყარაჯალაში თანასოფლელები დაუპირისპირდნენ, არიან დაშავებულები

სოფელ ყარაჯალაში თანასოფლელები დაუპირისპირდნენ, არიან დაშავებულები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ერთმანეთს 15-მდე თანასოფლელი ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა. ადგილობრივების ჩხუბი ცოტა ხანში პოლიციელებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელთაც ჩხუბში...

„მაბეზღარობის გარდა არაფერი გაუკეთებიათ, მონასტრებში ჩამშვებები იყვნენ“

„მაბეზღარობის გარდა არაფერი გაუკეთებიათ, მონასტრებში ჩამშვებები იყვნენ“

მაბეზღარობის გარდა არაფერი გაუკეთებიათ, მონასტრებში ჩამშვებები იყვნენ და იმიტომ არის უმეტესობა მასე და ყველას გავცემ პასუხს, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა...

„მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა დარჩეს ქუჩაში“

„მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა დარჩეს ქუჩაში“

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ოპოზიციაში არსებობს ხალხი, ვისაც არ უნდა შერიგება. „ოპოზიციაში არსებობს ხალხი, რომლებსაც არც...

ბელარუსის პრეზიდენტმა დასავლეთს საპასუხო სანქციები დაუწესა

ბელარუსის პრეზიდენტმა დასავლეთს საპასუხო სანქციები დაუწესა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო სანქციები დააწესა. სანქციები დაუწესდა იმ სახელმწიფოების ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები...

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს. უწყების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ფინანსური სექტორის მომხმარებლებს, უცხოური ბანკები და ორგანიზაციები სესხის...

„ცეცხლს ვეთამაშებით, ქორწილებზე წასვლის ნაცვლად, აცრაზე წავიდეთ“

„ცეცხლს ვეთამაშებით, ქორწილებზე წასვლის ნაცვლად, აცრაზე წავიდეთ“

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომელიც დღეს საქართველოშია, მოქალაქეების მეტ თვითშეგნებას მოითხოვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ...

„ყველა ინდიკატორი გაუარესებულია, დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს ასცდა“

„ყველა ინდიკატორი გაუარესებულია, დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს ასცდა“

ყველა ინდიკატორი გაუარესებულია, დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს ასცდა, 1,43-მდეა ასული რეპროდუქციის ინდექსი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელმძღვანელმა, საკოორდინაციო საბჭოს...

რას უნდა ველოდოთ 2022 წლისგან?!

რას უნდა ველოდოთ 2022 წლისგან?!

ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, ყოველ წელს თავისი მფარველი ჰყავს. 2022 წელს წყლის შავი ვეფხვის წელი მოდის. ის კეთილშობილი და სამართლიანია, მაგრამ...

„ძალადობას რომ ცდილობდა, ჩემგანაც მოხვდა“ – რას ჰყვება ქალი, რომელზედაც სავარაუდოდ, გოგი წულაია ძალადობდა

„ძალადობას რომ ცდილობდა, ჩემგანაც მოხვდა“ – რას ჰყვება ქალი, რომელზედაც სავარაუდოდ, გოგი წულაია ძალადობდა

ვფიქრობ, ძალადობას ცდილობდა. ბატონ გოგის ჩემგანაც მოხვდა. ვუთხარი, პოლიციას გამოვიძახებ და აუცილებლად გაზღვევინებ-მეთქი და ამან შეაშინა, - აცხადებს ქალი, რომელზეც შსს-ს ინფორმაციით,...

„ღმერთმა ნუ ქნას ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, მთელი თბილისი მიწასთან გასწორდება“

„ღმერთმა ნუ ქნას ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, მთელი თბილისი მიწასთან გასწორდება“

„საქართველოს მშენებელთა ლიგის“ თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანზორ საკანდელიძე აცხადებს, რომ დედაქალაქი დიდი საშიშროების წინაშე დგას და ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში,...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021