Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები საზოგადოება

დღეს დიდი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა

in ახალი ამბები, საზოგადოება
0
დღეს დიდი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა
514
SHARES
1.5k
VIEWS
გაზიარება

184 წლის წინ მწერალი, პოეტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი და წმინდანი ილია ჭავჭავაძე დაიბადა.

დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861-1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს ყვარელში დაიაბადა, გაღარიბებული თავადის ოჯახში.

1848 წლიდან სწავლობდა თბილისის კერძო პანსიონში; 1852 წლიდან – თბილისის გიმნაზიაში, 1857-1861 წლებში კი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლები მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის მომზადებისა და მწერლის ფორმირების სრულყოფისათვის. ამ წლებშივე დაიწერა ი. ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით განმსჭვალული, ფართო საზოგადოებისათვის რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: პოემა “აჩრდილი” (1859 წ.), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე ღრმა დაფიქრების ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენით არის გამსჭვალული; “ქართვლის დედა” (1860 წ.), “კაკო ყაჩაღი”, “მუშა”, “ელეგია” და სხვ. ამავე პერიოდს ეხება მისი მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში. ი. ჭავჭავაძის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ დიდი განცდა და მღელვარება აისახა მის ნაწარმოებებში. კერძოდ, “მგზავრის წერილებში”, რომელიც არა მარტო ავტორის ან “თერგდალეულების” მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავს.

1863 წელს ი. ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი “საქართველოს მოამბე”, მიუხედავად უმძიმესი საცენზურო პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა. საქართველოში დამკვიდრებული ი. ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საქმიანობაში და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა მას.

70-90-იან წლებში დაიწყო ი. ჭავჭავაძის მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა და წერილების გამოქვეყნება, რომლებშიც ვლინდებოდა მისი ძლიერი ინტელექტი, ფაქტებისა და მოვლენების იშვიათი აღქმისა და გაანალიზების უნარი. მის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაეთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულა ქართული პედაგოგიური მეცნიერებისა და ქართული სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ი. ჭავჭავაძეს ეპოქალური დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე, იგი იყო XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნული მოღვაწე და ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი.

ილია ჭავჭავაძე 1907 წლის 12 სექტემბერს 69 წლის ასაკში მოკლეს. იგი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა პანთეონში.

ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.

Tags: ილია ჭავჭავაძე
Share206Tweet129

სხვადასხვა

„საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემა არ დგას“

„საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემა არ დგას“

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემა არ დგას. როგორც ამ თემაზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა...

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში კაცს სავარაუდოდ, ამწემ გადაუარა

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში კაცს სავარაუდოდ, ამწემ გადაუარა

ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კაცს სავარაუდოდ, ამწემ გადაუარა და ადგილზე გარდაიცვალა. შსს-მ გამოძიება 240-ე...

„არცერთ შემთხვევაში, არ იქნება ვადამდელი არჩევნები“

„არცერთ შემთხვევაში, არ იქნება ვადამდელი არჩევნები“

ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ესაა მოცემულობა. რომელი ვარიანტიც არ უნდა განვიხილოთ, ეს არის მოცემულობა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ იმ მოთხოვნების...

„წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული“

„წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული“

საქართველოში 2021 წლის ბოლოსთვის ვირუსის ერთეული შემთხვევები იქნება, რასაც კლინიკური სექტორი მარტივად გაუმკლავდება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა...

„ჰააგის სასამართლოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის სამ „მაღალჩინოსანზე“ დაკავების ორდერის გაცემა ჰააგაში საქართველოს მორიგი გამარჯვებაა“

„ჰააგის სასამართლოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის სამ „მაღალჩინოსანზე“ დაკავების ორდერის გაცემა ჰააგაში საქართველოს მორიგი გამარჯვებაა“

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჰააგის სასამართლოს მიერ, ოკუპირებული ცხინვალის სამ „მაღალჩინსანზე“ დაკავების ორდერის გაცემაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჰააგის...

„არავითარი ნიკა მელიას გათავისუფლება!“

„არავითარი ნიკა მელიას გათავისუფლება!“

ნიკა მელია, რომელიც დღეს მისმა ადვოკატებმა მოინახულეს, აცხადებს, რომ არც გირაოს გადახდა და არც მისი გათავისუფლება არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებების...

ქუთაისის სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა, თუმცა მისივე თხოვნით საქმეში სოციალური სამსახური ჩაერთო

ქუთაისის სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა, თუმცა მისივე თხოვნით საქმეში სოციალური სამსახური ჩაერთო

ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი უსახსრობა გახდა. დედამ კლინიკაში განაცხადა, რომ მას შვილის შენახვა არ შეეძლო...

„ჩანს, რომ ნიკა მელიას ციხის კედლების მიმართ ფობია გაუჩნდა“

„ჩანს, რომ ნიკა მელიას ციხის კედლების მიმართ ფობია გაუჩნდა“

ჩანს, რომ ნიკა მელიას ციხის კედლების მიმართ ფობია გაუჩნდა და გირაოს გადახდა გადაწყვიტა, მაგრამ სხვა ფორმით, რომ შემდეგ ეს „ქართულ...

პრემიერ-მინისტრი სააკაშვილზე: თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს, თუ ჩამოვა, დავიჭერთ!

პრემიერ-მინისტრი სააკაშვილზე: თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს, თუ ჩამოვა, დავიჭერთ!

არ ვიცი, რამდენჯერ უნდა გავიმეორო ერთი და იგივე სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. ჯერ ერთი, „ბავშვი არ დაბადებულაო და სახელს არქმევდნენ“ -...

მეცხოველეობის სექტორის მიმართულებით საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

მეცხოველეობის სექტორის მიმართულებით საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - SQIL“ ფარგლებში, მეცხოველეობაში ინოვაციური ბიზნესიდეების დასაფინანსებლად, ახალი საგრანტო კონკურსის განაცხადების მიღება დაიწყო, -...

ვაკის პარკის ტერიტორიაზე 100 სახეობის 3 ათასამდე ხე და 12 ათასამდე ბუჩქოვანი მცენარე დაირგვება

ვაკის პარკის ტერიტორიაზე 100 სახეობის 3 ათასამდე ხე და 12 ათასამდე ბუჩქოვანი მცენარე დაირგვება

ვაკის პარკის ტერიტორიაზე დაახლოებით 100 სახეობის 3 ათასამდე ხე დაირგვება. ნაწილი უკვე დარგულია, მცენარეები ყოველდღიურად შემოდის ვაკის პარკის ტერიტორიაზე და...

„რუსეთის შეიარაღებული ძალები სამშობლოს წინაშე დადებული ფიცის ერთგულნი უნდა იყვნენ“

„რუსეთის შეიარაღებული ძალები სამშობლოს წინაშე დადებული ფიცის ერთგულნი უნდა იყვნენ“

რუსები მშვიდობისმოყვარე ხალხია, თუმცა ისინი ყოველთვის მზად არიან, დაიცვან საკუთარი ქვეყანა, - ამის შესახებ საკვირაო ქადაგებაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა...

თელავი ახალი ტურისტული მარშრუტებისთვის ემზადება

თელავი ახალი ტურისტული მარშრუტებისთვის ემზადება

https://youtu.be/ZzGVg_hgCWc * თელავი ახალი ტურისტული მარშრუტებისთვის ემზადება * „ისტორიული 7 ბორცვი“ ახალ სიცოცხლეს შეიძენს * ახალი თელავი - განახლებული შესაძლებლობებით

„რეგიონების განვითარებისთვის მომდევნო 10 წელში 31 მილიარდი ლარი დაიხარჯება“

„რეგიონების განვითარებისთვის მომდევნო 10 წელში 31 მილიარდი ლარი დაიხარჯება“

საქართველოს მთავრობის და ჩვენი სამინისტროს მიზანია რეგიონების მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარება და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ამ მიზნის მისაღწევად...

ხარვეზიანი საბანკო რეკვიზიტების მქონე კომპენსაციის მიმღებ პირებს ახალი ანგარიშების წარდგენის უფლება 15 ოქტომბრამდე მიეცათ

ხარვეზიანი საბანკო რეკვიზიტების მქონე კომპენსაციის მიმღებ პირებს ახალი ანგარიშების წარდგენის უფლება 15 ოქტომბრამდე მიეცათ

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში ცვლილება...

თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 11 ივნისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 11 ივნისს დაიწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2021-2022 სააღმზრდელო წლისთვის 11 ივნისს დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების...

„მადლობელი ვარ ექიმების, ყველაფერი სწორად უკეთდება, უბრალოდ ადამიანს აქვს მძიმე მდგომარეობა“

„მადლობელი ვარ ექიმების, ყველაფერი სწორად უკეთდება, უბრალოდ ადამიანს აქვს მძიმე მდგომარეობა“

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, კლინიკა „ვივამედში“, თავისი შვილის მონახულებამდე, განაცხადა, რომ ექიმებით კმაყოფილია, თუმცა, აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ის...

საჩხერე-ონის გზაზე მიწა და კლდე ჩამოიშალა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საჩხერე-ონის გზაზე მიწა და კლდე ჩამოიშალა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საჩხერე-ონის საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და...

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს. „ყველას ვულოცავ, მშვიდობით წარიმართა ეს პროცესი. გარეთ იყო გაუგებრობა. ვნებები ჩაცხრება და სწრაფად დავიწყებთ...

„მთავარი არხის“ ოპერატორი ამბობს, რომ დაპირისპირებისას წონასწორობა დაკარგა და გადავარდა

„მთავარი არხის“ ოპერატორი ამბობს, რომ დაპირისპირებისას წონასწორობა დაკარგა და გადავარდა

„მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია, დღეს უფრო ვრცლად საუბრობს „ქართული ოცნების" შტაბში მომხდარ დაპირისპირებაზე, თუმცა, ამჯერად ამბობს, რომ დაპირისპირებისას წონასწორობა...

გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა – ჩემი შვილი იძულებული გახდა… წინა დღით უთქვამს, დავიღალეო…

გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა – ჩემი შვილი იძულებული გახდა… წინა დღით უთქვამს, დავიღალეო…

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა, მერი რომანაძე-ცეცხლაძე თურქეთიდან საქართველოში ჩამოვიდა. ის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის სამართლებრივად გარკვევას...

„1990-იანი წლების ბოლოს ჩატარდა რუკის ანალიზი, რა დროსაც მის არავარგისიანობაში დარწმუნდნენ“

„1990-იანი წლების ბოლოს ჩატარდა რუკის ანალიზი, რა დროსაც მის არავარგისიანობაში დარწმუნდნენ“

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ ბრალდება უსაფუძვლოა და პოლიტიკურად არის მოტივირებული. „აბსოლუტურად ყველა ბრალდება,...

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ50 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ50 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის...

ერთი წლის შემდეგ, მუზეუმების კარი დამთვალიერებლებისთვის გაიღო

ერთი წლის შემდეგ, მუზეუმების კარი დამთვალიერებლებისთვის გაიღო

https://www.youtube.com/watch?v=PhBSkvnwDgM თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მუზეუმების კარი დამთვალიერებლებისთვის გაიღო. დღეიდან ვიზიტორებს იღებს თელავის ისტორიული მუზეუმიც. სტუმრებისთვის მუზეუმის სამივე კომპლექსი გაიხსნა,...

„ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ“

„ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ“

ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ იქნება. ამაზე საუბარი დავასრულეთ. ამის შესახებ, მოვისმინეთ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების, სენატის განცხადებები, ვნახეთ ეუთო/ოდირის დასკვნები. ჩვენი არჩევნები...

„შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ“

„შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ“

ერთ რამეს ნამდვილად ვპირდები, ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021