Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო საქართველოში – არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა

in ახალი ამბები, პოლიტიკა
0
აშშ-ის საელჩო საქართველოში – არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა
497
SHARES
1.4k
VIEWS
გაზიარება

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს აფასებს და ამბობს, რომ ეთანხმება ოდირის შეფასებას, რომ, საერთო ჯამში, პროცესმა მშვიდად და კარგად ორგანიზებულად ჩაიარა.

თუმცა, საელჩო აღნიშნავს, რომ მათთვის შემაშფოთებელია სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი, ასევე მეორე ტურის განმავლობაში.

განცხადებაში პოზიტიურ მოვლენადაა აღნიშნული საარჩევნო კოდექსის რეფორმა, თუმცა ხაზგასმულია, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯები შეასუსტა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე.

„ჩვენ ვიზიარებთ ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა. ოდირმა ასევე გამოთქვა წუხილი იმ განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქმედებდნენ, როგორც პარტიის მხარდამჭერები და დროდადრო ხელს უშლიდნენ პროცესს, ასევე ცალკეული ადამიანების ჯგუფები ზოგიერთი საარჩევნო უბნების გარეთ, სავარაუდოდ, ზეგავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე. მიუხედავად ოდირის დადგენილებისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტური პროფესიონალურად და გამჭვირვალედ წარმართა, კვლავ გამოითქვა შეშფოთება ქვედა დონის საარჩევნო კომისიების მიკერძოებასთან დაკავშირებით. აშშ-ის საელჩოს სადამკვირვებლო ჯგუფები შეესწრო მსგავსი მიკერძოებისა და ჩარევის ფაქტებს რამდენიმე უბანზე.

როგორც ამ არჩევნებმა გვიჩვენა, დემოკრატია მუდმივი ძალისხმევის პროცესია, რომელიც მოითხოვს ერთგულებას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიმართ და სიფხიზლეს მოქალაქეების დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ზოგიერთმა რეფორმამ, რომელიც ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესის შედეგად წლის დასაწყისში მიიღეს, როგორიც არის ავტომატური გადათვლის პროცესი და ელექტრონული ხმის მიცემა, მნიშვნელოვნად გაზარდა ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობა.

სამწუხაროდ, ეს პოზიტიური ნაბიჯები შეასუსტა წინა საარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე. იმის ნაცვლად, რომ გარემო გაუმჯობესებულიყო იმ პრობლემების გადაჭრით, რომელიც საარჩევნო დამკვირვებლებმა არჩევნების პირველი ტურის დროს გამოავლინეს: დაშინება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები გაგრძელდა, პოლიტიზებული მედია კი კიდევ უფრო ამწვავებდა პოლარიზებულ გარემოს.

ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი, ასევე მეორე ტურის განმავლობაში. ეს ჯგუფები ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და თავდასხმები მედიისა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით. მათი ცნობები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია.

ამჟამად საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით და ასობით საჩივრის განხილვით. ეს ფაზა არის ტესტიცა და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის. ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით.

თითოეული არჩევნები, ხარვეზიანიც კი, გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლისა და რეაგირების შესაძლებლობაა განმეორებად დარღვევებზე, რომელმაც დააზიანა ეს არჩევნები და თანდათანობით შეარყია ხალხის ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს ყველა იმ დანარჩენი რეფორმის მიღებისა და განხორციელებისკენ, რომელიც რეკომენდებულია ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ექსპერტების მიერ. აღნიშნული რეკომენდაციები პარლამენტის მოთხოვნის შედეგადაა წარმოდგენილი და წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მომავალი არჩევნების გაუმჯობესებისკენ.

ამერიკელი ხალხი მხარს უჭერდა და უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიონალი პლურალისტური მედიისა და ხალხის მიმართ გულისხმიერი მთავრობის ჩამოყალიბების ხანგრძლივ და გამოწვევებით აღსავსე პროცესში. ამ ბოლო არჩევნებმა და საქართველოს განხეთქილების გამომწვევმა ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა სასწრაფოდ შესასრულებელი. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სთავაზობს მეგობრობასა და მხარდაჭერას როგორც გულწრფელი პარტნიორი, რადგანაც გვჯერა საქართველოსი, როგორც სტაბილური და წარმატებული დემოკრატიისა, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

Tags: ათვითმმართველობის არჩევნებიაშშ-ის საელჩო
Share199Tweet124

სხვადასხვა

ზესტაფონში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა – მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა

ზესტაფონში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა – მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ აჯამეთში მოხდა. თვითმხილველების თქმით, მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,...

„ნიკა მელიას უნდა, სამყაროს ცენტრი იყოს, თუმცა ასე არაა…“

„ნიკა მელიას უნდა, სამყაროს ცენტრი იყოს, თუმცა ასე არაა…“

ნიკა მელიას უნდა, სამყაროს ცენტრი იყოს, თუმცა ასე არაა, – ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია NSI-ს წარმომადგენელმა, პოლ ჯოელმა „პირველი არხის“ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“...

„ფაიზერით“ ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი“

„ფაიზერით“ ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი“

აქამდე „ფაიზერით“ ვაქცინაცია ტარდებოდა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში. დღეს უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც, - ამის შესახებ...

„პანდემიით დაზარალებულ ბიზნეს სუბიექტებს, რომელთაც სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით აქვთ მიღებული, ქონების გადასახადები დაუსუბსიდირდებათ“

„პანდემიით დაზარალებულ ბიზნეს სუბიექტებს, რომელთაც სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით აქვთ მიღებული, ქონების გადასახადები დაუსუბსიდირდებათ“

მთავრობის მიერ ინიცირებული სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ცვლილებები უახლოეს პერიოდში წარედგინება პარლამენტს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე,...

კახეთში ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს სამაცივრე მეურნეობა დაუწვეს

კახეთში ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს სამაცივრე მეურნეობა დაუწვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის სამაცივრე მეურნეობა დაიწვა. თვითმხილველის განცხადებით, თითქმის მთლიანად განადგურებულია ხილის შესანახი საწყობები....

საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ...

პროკურატურა – ბაბუამ შვილიშვილის მიმართ ძალადობა აღიარა

პროკურატურა – ბაბუამ შვილიშვილის მიმართ ძალადობა აღიარა

გარდაცვლილი 14 წლის გოგონას საქმეზე ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები გრძელდება. გამომძიებლების კითხვებს დღეს მთელი დღის განმავლობაში პასუხობდნენ მოზარდის ახლობლები. გამოკითხვების...

მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ოლიმპიადაზე მე-19 ადგილი დაიკავეს

მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ოლიმპიადაზე მე-19 ადგილი დაიკავეს

მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ პეკინში, ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ პროგრამაში იასპარეზეს და მსაჯებისგან 97.25 ქულა დაიმსახურეს. მოკლე და...

იაპონიაში მარტოობასა და იზოლაციასთან ბრძოლის სამინისტრო შეიქმნა

იაპონიაში მარტოობასა და იზოლაციასთან ბრძოლის სამინისტრო შეიქმნა

პანდემიის ფონზე მომრავლებული თვითმკვლელობების გამო იაპონიაში იაპონიაში მარტოობასა და იზოლაციასთან ბრძოლის სამინისტრო შეიქმნა. ამის შესახებ გამოცემა Japan Times-ი წერს. ახალი თანამდებობის...

„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა განცხადებას გააკეთებს თაკო ჩარკვიანი“

„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა განცხადებას გააკეთებს თაკო ჩარკვიანი“

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა განცხადებას გააკეთებს თაკო ჩარკვიანი, – ასე უპასუხა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ თაკო ჩარკვიანის შესახებ...

„ისინი უნდა შევაგუოთ, რომ არ გადავიხდით ჯარიმებს, არ შევასრულებთ რეგულაციებს, არ დავემორჩილებით სასამართლოს…“

„ისინი უნდა შევაგუოთ, რომ არ გადავიხდით ჯარიმებს, არ შევასრულებთ რეგულაციებს, არ დავემორჩილებით სასამართლოს…“

გუშინწინდელი დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,...

იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 114 მილიონი დოლარი შეადგინა

იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 114 მილიონი დოლარი შეადგინა

2022 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 114,022,899 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.3%-ის აღდგენაა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული...

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი 2021 წლის საუკეთესო ევროპელ მწვრთნელად დასახელდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი 2021 წლის საუკეთესო ევროპელ მწვრთნელად დასახელდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლაშა გუჯეჯიანს 2021 წლის საუკეთესო ევროპელ მწვრთნელად დასახელებას ულოცავს....

ინტერვიუ ამირან დუიშვილთან

ინტერვიუ ამირან დუიშვილთან

-ამირან, რამდენიმე დღის წინ, უცნაურ ვითარებაში დაიწვა თქვენი დედის ოჯახში სახლის დამხმარე ფართი. დედათქვენი- ნათელა ბორჩაშვილი, ამას მიზანმიმართულ შურისძიებას და...

„დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალურად მეტი ბენეფიციარი უნდა აიცრას“

„დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალურად მეტი ბენეფიციარი უნდა აიცრას“

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის წევრი და პედიატრი, თემურ მიქელაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია. „16...

რუსლან ალხანაშვილი – ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია!

რუსლან ალხანაშვილი – ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია!

„თანასწორობის მოძრაობის“ წევრის მამამ, რუსლან ალხანაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა. ალხანაშვილი აცხადებს, რომ როგორც მისი, ასევე  ქალიშვილის – მაიკო ალხანაშვილის სიცოცხლე...

„წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული“

„წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული“

საქართველოში 2021 წლის ბოლოსთვის ვირუსის ერთეული შემთხვევები იქნება, რასაც კლინიკური სექტორი მარტივად გაუმკლავდება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა...

„გაზპრომის“ ფინანსურმა დირექტორმა თავი მოიკლა

„გაზპრომის“ ფინანსურმა დირექტორმა თავი მოიკლა

კომპანია „გაზპრომის“ ფინანსურმა დირექტორმა თავი მოიკლა, - ამის შესახებ უცხოეური მედია იუწყება. გავრცელებული ცნობით, ალექსანდრ ტიულიაკოვის ცხედარს ლენინგრადის ოლქის ელიტურ დასახლებაში - ლენინსკოიეს ერთ-ერთ ავტოფარეხში...

კახა კალაძემ თბილისის მერის მოადგილეები და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები წარადგინა

კახა კალაძემ თბილისის მერის მოადგილეები და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები წარადგინა

კახა კალაძემ, თბილისის მერის მოადგილეები და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები წარადგინა. მან ვიცე-მერად კვლავ ირაკლი ხმალაძე დაასახელა: „ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ...

რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებას თეთრი სახლი უახლოეს კვირებში მიიღებს

რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებას თეთრი სახლი უახლოეს კვირებში მიიღებს

რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებას თეთრი სახლი უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, როდის...

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ზღვაზე მოსალოდნელია...

ნარკოდანაშაულზე აჭარაში 5 პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულზე აჭარაში 5 პირი დააკავეს

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა - მათ შორის ნარკორეალიზატორი, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, - ამის შესახებ...

გეოლოგი – ეს არის ადამიანის უხეში ჩარევის შედეგად დაძრული ბუნებრივი საფრთხე

გეოლოგი – ეს არის ადამიანის უხეში ჩარევის შედეგად დაძრული ბუნებრივი საფრთხე

ადამიანის უხეში ჩარევის შედეგად დაძრული ბუნებრივი საფრთხე - ასე აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, თეა გოდოლაძე ​...

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

კახაბერ საბანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ...

ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან 66.8 მილიონი აშშ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა

ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან 66.8 მილიონი აშშ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 14.6 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 66.8 მილიონი აშშ დოლარი...

ლიეტუვის პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილთან კონსტრუქციული საუბარი მქონდა

ლიეტუვის პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილთან კონსტრუქციული საუბარი მქონდა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ქართველ კოლეგასთან საუბრის შესახებ წერს. „საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან კონსტრუქციული საუბარი მქონდა. ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს მხარდაჭერაზე ევროკავშირისა...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021