Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები ეკონომიკა

„კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა ბიზნესის მხარდამჭერმა სახელმწიფო პროგრამებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკის გაჯანსაღებაში“

in ახალი ამბები, ეკონომიკა
0
„კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა ბიზნესის მხარდამჭერმა სახელმწიფო პროგრამებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკის გაჯანსაღებაში“
495
SHARES
1.4k
VIEWS
გაზიარება

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-სექტემბრის საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 11.3 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მაღალია, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.5%-მდე გაიზარდა, ხოლო ოპტიმისტური სცენარით, მოსალოდნელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

მისი თქმით, 2021 წლის სექტემბერში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის დონე აჭარბებს, როგორც პანდემიამდე – 2019 წლის სექტემბრის მონაცემს, ისე მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის კუმულატიური მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად (5.7 პროცენტით) აღემატება 2019 წლის იანვარ-სექტემბრის ეკონომიკური აქტივობის დონეს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის სექტემბერში რეალური ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, ამასთან მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმის სექტორშიც. გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო საქონლით საგარეო ვაჭრობისა და ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. 2021 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 12.8 პროცენტით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2 პროცენტით არის გაზრდილი და 270.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, ასევე მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის გაჯანსაღებას, პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებას სამუშაო ადგილების შემცირებასა და ბიზნესზე. ამას ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონული მიმოხილვის მორიგი ანგარიში, სადაც კოვიდპანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება პრობლემების მქონე, ვალაუვალი ფირმების რესტრუქტურიზაციისა და მხარდაჭერის საკითხებს დაუთმო, ხოლო პრობლემური ფირმების ჰიბრიდული რესტრუქტურიზაციის ქართული რეფორმა რეგიონისთვის მისაბაძ და წარმატების ნიმუშად დაასახელა“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

მისი თქმით, თვალსაჩინოებისათვის, 2019 წლიდან მოყოლებული ფონდმა საქართველოს ფისკალური რეფორმა წარმატების მისაბაძ მაგალითად აღიარა შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ქვეყნებში, ქვეყნის ფისკალური სექტორის მდგრადობის გასაზრდელად გატარებული რეფორმებით, რამაც გააუმჯობესა ბიზნეს კლიმატი და გაზარდა ფისკალური ინსტიტუტების მდგრადობა.

„რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მთავრობამ მიიღო ზომები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რომელიც მოიცავდა როგორც ბიუჯეტის შესახებ ახალი კანონის მიღებას, რამაც გამოიწვია საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩოს გაძლიერება ბიუჯეტის დამტკიცებისა და აღსრულების დაჩქარებით და პროგრამული ბიუჯეტირების დანერგვით, ასევე საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებით და ელექტრონული საგადასახადო სერვისების და ელექტრონული ტენდერების დანერგვით, რამაც საბოლოო ჯამში ფისკალური რისკების, ანალიზისა და რეპორტინგის ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

ეკონომიკის ექსპერტი თავის Facebook-სტატუსში ყურადღებას სსფ-ის მიერ აღნიშნულ იმ პროგრესზე ამახვილებს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია.

„ბოლო სამ წელიწადში უკვე მეორედ, მთელი რეგიონისთვის სანიმუშო და წარმატების მაგალითად დასახელება, კიდევ ერთხელ მთლიანად აბათილებს ოპოზიციურ ნარატივს გაჩერებულ ეკონომიკაზე, მზარდ კორუფციაზე და კლანურ მმართველობაზე და შესაბამისად, ოპონირების სუბიექტურ და დეზინფორმაციულ ხასიათზე მიუთითებს“, – აღნიშნავს გორგი ცუცქირიძე.

Tags: ბიზნესიგიორგი ცუცქირიძეეკონომიკური ზრდა
Share198Tweet124

სხვადასხვა

ხვალიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება

ხვალიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 25 თებერვლიდან მოიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. განცხადება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გამარჯვებული ცნობილია

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გამარჯვებული ცნობილია

ნობელის კომიტეტმა ლიტერატურის დარგში პრემიის გამარჯვებული დაასახელა. 2021 წლის პრემიის ლაურეატი აბდულრაზაკ გურნა გახდა. „ლიტერატურაში 2021 წლის ნობელის პრემია აბდულრაზაკ...

„ქალისთვის ტკივილის მიყენება ღმერთის შეურაცხყოფაა, რომელმაც კაცობრიობა ქალისგან შექმნა“

„ქალისთვის ტკივილის მიყენება ღმერთის შეურაცხყოფაა, რომელმაც კაცობრიობა ქალისგან შექმნა“

რომის პაპმა ფრანცისკემ, წმინდა პეტრეს ტაძრიდან მრევლს მიმართა. მან ყურადღება ქალების, როგორც მსოფლიოში მშვიდობისმყოფელების როლზე გაამახვილა, - ამის შესახებ EuroNews-ი წერს....

„საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა“

„საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა“

პრემიერის ვიზიტი ნატოში, მისი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან და გამოსვლა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში იყო მნიშვნელოვანი და ძალიან წარმატებული. საქართველომ კიდევ...

აზერ სულეიმანოვმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

აზერ სულეიმანოვმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

აზერ სულეიმანოვმა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, - ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა. „ძვირფასო თანამემამულენო! თქვენ მრავალი წლის განმავლობაში...

„ყველა სკოლაში არის ის რესურსი და აღჭურვილობა, რომელიც მოსწავლეების ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს“

„დამტკიცებულია ყველა ის საჭირო რესურსი, რომ მოსწავლის ჯანმრთელობა სკოლაში დაცული იყოს“

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში არის ის რესურსი და აღჭურვილობა, რომელიც...

„არეულობასა და დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ, გავცემთ საკადრის პასუხს!“

„არეულობასა და დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ, გავცემთ საკადრის პასუხს!“

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დესტრუქციული ოპოზიცია ქვეყნის სამართალდამცავ სისტემას ტესტს უწყობს, რომლის საბოლოო მიზანიც მთავრობის დესკრიდიტაცია და დესტაბილიზაციის შექმნაა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა...

„ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან, ყველა მხარე მზადაა, იპოვოს გამოსავალი“

„ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან, ყველა მხარე მზადაა, იპოვოს გამოსავალი“

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი...

„არავითარი ნიკა მელიას გათავისუფლება!“

„არავითარი ნიკა მელიას გათავისუფლება!“

ნიკა მელია, რომელიც დღეს მისმა ადვოკატებმა მოინახულეს, აცხადებს, რომ არც გირაოს გადახდა და არც მისი გათავისუფლება არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებების...

„აშშ იმუშავებს აზერბაიჯანთან რეგიონული მშვიდობის მისაღწევად“

„აშშ იმუშავებს აზერბაიჯანთან რეგიონული მშვიდობის მისაღწევად“

აშშ იმუშავებს აზერბაიჯანთან რეგიონული მშვიდობის მისაღწევად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის „ნოვრუზის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გაგზავნილ...

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების და არჩევნების თემა“

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების და არჩევნების თემა“

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების, არჩევნების თემა და მათი გადაჭრის გზებზე კომპრომისისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე...

„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით დამშვიდებისკენ მიდის, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“

„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით დამშვიდებისკენ მიდის, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“

განსაკუთრებით ხვალიდან, როცა ტრანსპორტი ამუშავდება, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ტრანსპორტით გადაადგილების ყველა წესი თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას, - ამის შესახებ...

სინოპტიკოსების ვარაუდით საქართველოში ტემპერატურა +40 გრადუსამდე მოიმატებს

სინოპტიკოსების ვარაუდით საქართველოში ტემპერატურა +40 გრადუსამდე მოიმატებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა, 40 გრადუსამდე მოიმატოს, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 აგვისტომდე წვიმის შესაძლებლობა მცირეა,...

ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას

ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას

ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები, „ევროპის დამცველი 21“ იწყება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო მანევრებში,...

ქართველმა ქალმა შეიხს 2,6 მილიონი დოლარი და 4 კგ ოქრო მოპარა (ვიდეო)

ქართველმა ქალმა შეიხს 2,6 მილიონი დოლარი და 4 კგ ოქრო მოპარა (ვიდეო)

საქართველოს მოქალაქემ, რომელიც შეიხის სახლში დამლაგებლად მუშაობდა, მას 2,6 მილიონი დოლარი და 4 კგ ოქრო მოჰპარა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა...

გადაამოწმეთ, მოიპარეს თუ არა ჰაკერებმა თქვენი პირადი მონაცემები

გადაამოწმეთ, მოიპარეს თუ არა ჰაკერებმა თქვენი პირადი მონაცემები

ჰაკერებმა Facebook-ის 553 მლნ მომხმარებლის, მათ შორის საქართველოს 95 193 მოქალაქის პირადი მონაცემები ერთ-ერთ ფორუმზე გაასაჯაროეს. მოიპარეს თუ არა ჰაკერებმა...

პატიმარი, რომელმაც ესკორტის ოფიცერს იარაღი ამოაცალა და თავის არეში ჭრილობა მიიყენა, გარდაიცვალა

პატიმარი, რომელმაც ესკორტის ოფიცერს იარაღი ამოაცალა და თავის არეში ჭრილობა მიიყენა, გარდაიცვალა

პატიმარი გ.ს., რომელმაც, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერს ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და თავის არეში ჭრილობა...

თურქმენეთის პრეზიდენტმა ვიცე-პრემიერად თავისი ვაჟი დანიშნა

თურქმენეთის პრეზიდენტმა ვიცე-პრემიერად თავისი ვაჟი დანიშნა

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა თავისი ვაჟი სერდარ ბერდიმუჰამედოვი მთავრობის ვიცე-პრემიერად დანიშნა. ამასთანავე, 39 წლის სერდარ ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრიც გახდა....

„ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას“

„ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას“

როდის გაიხსნება სპორტ დარბაზები, ჟურნალისტების ამ შეკითხვას, ინფქციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა უპასუხა. „ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას....

თურქეთში ქართველი ქალი სადისტურად მოკლეს, დაჭრილია მისი ქმარიც

თურქეთში ქართველი ქალი სადისტურად მოკლეს, დაჭრილია მისი ქმარიც

თურქეთის ქალაქ სტამბულში ახალგაზრდა ქართველი ქალი თეონა თუაშვილი მოკლეს. დაჭრილია მოკლულის მეუღლეც, რომელიც ამჟამად უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია...

„12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობის პროცესი საუკეთესო ლუსტრაციაა“

„12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობის პროცესი საუკეთესო ლუსტრაციაა“

12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა პროაქტიულად გრძელდება და ეს პროცესი ასევე საუკეთესო ლუსტრაციას ახდენს, ჩვენ ქვეყანაში ვინ არიან დესტრუქციული ძალები, ვის სურს,...

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია“

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია“

„კოვიდ-19“-ის ვაქცინის სხვა მწარმოებლებმაც უნდა მიბაძონ „ასტრაზენეკას“ მაგალითს და ლიცენზია გასცენ, რომ მათი ტექნოლოგია სხვა მწარმოებლებმაც გამოიყენონ, – ამის შესახებ...

„მთავარი არხის“ ოპერატორი ამბობს, რომ დაპირისპირებისას წონასწორობა დაკარგა და გადავარდა

„მთავარი არხის“ ოპერატორი ამბობს, რომ დაპირისპირებისას წონასწორობა დაკარგა და გადავარდა

„მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია, დღეს უფრო ვრცლად საუბრობს „ქართული ოცნების" შტაბში მომხდარ დაპირისპირებაზე, თუმცა, ამჯერად ამბობს, რომ დაპირისპირებისას წონასწორობა...

საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-ს სტანდარტების სპეცტექნიკით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-ს სტანდარტების სპეცტექნიკით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის ძალების ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება. „ნატოს სტანდარტების ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 300 ერთეულზე მეტი სპეციალური საავტომობილო ტექნიკა,...

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, კახეთში 69 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, კახეთში 69 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

69 წლის კაცს, რომელსაც პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე დღეა აქტიურად ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს. სამართალდამცველებმა პენსიონერი სარწყავ არხში აღმოაჩინეს....

„კორონავირუსის მეოთხე ტალღა ქვეყანაში დაწყებულია“

„კორონავირუსის მეოთხე ტალღა ქვეყანაში დაწყებულია“

კორონავირუსის მეოთხე ტალღა ქვეყანაში დაწყებულია, რადგან ბოლო კვირებში შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს წევრმა ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა....

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021