Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები საზოგადოება

„დიახ, უგულავამ დაარღვია რეგულაციის წესი, შეიძლება აქციაზე გიგიზე ბევრად მეტი გადამდები იყვნენ სხვები“

in ახალი ამბები, საზოგადოება
0
„დიახ, უგულავამ დაარღვია რეგულაციის წესი, შეიძლება აქციაზე გიგიზე ბევრად მეტი გადამდები იყვნენ სხვები“
504
SHARES
1.4k
VIEWS
გაზიარება

ეს იყო რეგულაციების დარღვევა და სამედიცინო თვალსაზრისით ეს იყო გაუმართლებელი, – ასე ეხმაურება ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ მასშტაბურ აქციას.

თენგიზ ცერცვაძე გიგი უგულავას აქციაზე მისვლის ფაქტსაც გამოეხმაურა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და განაცხადა, რომ მან რეგულაცია დაარღვია.

„დიახ, მან დაარღვია რეგულაციის წესი. თუ მედიკოსმა მისცა მას ამის უფლება, მედიკოსმაც დაარღვია რეგულაციის წესი და გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას. მეორეა, ის არის თუ არა გადამდები, მე ვერ ვიტყვი, ზოგიერთი პაციენტი ვირუსისგან ადრე თავისუფლდება, ზოგიერთი გვიან. თუ მან გაიკეთა ტესტი და მართლაც უარყოფითია, ეს არავინ იცის და ამას ვერ გადავამოწმებთ, მაშინ ის არ იქნებოდა გადამდები, მაგრამ რამდენადაც ჩვენთან მაინც მიღებულია 10-12 დღე და მთელს მსოფლიოში ასეა მიღებული რაღაც გამონაკლისების გარდა, 10-12 დღის განმავლობაში პაციენტი მაინც ითვლება პოტენციურად გადამდებად. რა თქმა უნდა, ჯობდა არ გაეკეთებინა. მაინცდამაინც ნუ გამოვიტანთ რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევად ბატონი გიგის შემთხვევას.

გასაგებია, გუშინ იყო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იყო ძალიან დიდი თავყრილობა, თვლიდნენ ყველა, რომ იქ უნდა მდგარიყვნენ, გამოჩენილიყვნენ და მოტივაციამ გადასძალა გონებრივ მიდგომას და რეგულაციის დაცვას. რამდენი ვინმეა ასე, რამდენი გიგია, რომელიც არ იცავს რეგულაციას?! თქვენ რა გგონიათ, გუშინ იქ დაახლოებით 30 000 კაცი იყო და შეიძლება გიგიზე ბევრად მეტი გადამდები იყვნენ სხვები. გიგი ამბობს მაინც, რომ მერვე დღე იყო და გავიტესტე და არ ვარ გადამდებიო, თუმცა ღმერთმა იცის ასე იყო თუ არა. მაგრამ სხვა ადამიანი რამდენი იყო უფრო მოკლედ დროის წინ დაინფიცირებული და რამხელა გავრცელების რისკი ტრიალებდა ეს ყველამ იცის, რად უნდა ამას საუბარი, რომ ასეთი დიდი აქციები არის რისკის ფაქტორი ახალი შემთხვევების მატების. მაგრამ ამაზე მიდის ჩვენი საზოგადოება, ვინაიდან არის უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია, არის არჩევნების პერიოდი და პრინციპული მეორე ტურის წინა პერიოდი. თუ კი მოსახლეობის დიდი ნაწილი ისედაც არ იცავს რეგულაციებს, რა გიკვირთ როდესაც ასეთი მოტივაცია ჰქონდათ, ისინი არ დაიხევდნენ უკან და შეიკრიბებოდნენ. ეს არის ცალსახად არასწორი.

რა ვქნათ, ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ რეკომენდაციები და რჩევები მივცეთ, იყო რჩევა, რომ ხალხმრავალი შეკრებები არ ჩატარებულიყო, ჩაატარეს და ეს ახსნეს ძალიან დიდი მოტივაციით. ეს იყო რეგულაციების დარღვევა და სამედიცინო თვალსაზრისით ეს იყო გაუმართლებელი. მაგრამ რეალობას გავუსწოროთ თვალი, ასეთი რაღაცები ადრეც ხდებოდა, ახლაც ხდება და მომავალშიც მოხდება უბრალოდ, მასშტაბები იყო დიდი.

მეორე მხარე, რომელიც რიცხობრივად ბევრად აღემატება იმ მხარეს, რომელიც გუშინ გამოვიდა მაქსიმალური მობილიზაციის შედეგად, რამდენიმე ათეული ათასი კაცი გამოიყვანეს, მეორე მხარეს რომ გაუჩნდეს რაღაც პროტესტის გრძნობა და ერთი კვირის შემდეგ გამოიყვანოს სამი იმდენი ხალხი, რა იქნება ეს? ესეც ცუდი იქნება და ეს იქნება რეგულაციის დარღვევა და კატეგორიულად არ შეიძლება, მაგრამ მე ამასაც არ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდეს“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

Tags: გიგი უგულავათენგიზ ცერცვაძეკორონავირუსი
Share202Tweet126

სხვადასხვა

საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება

საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება

საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს რეფორმის დანერგვას ყველა ეტაპზე,...

საქართველოში 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება

საქართველოში 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება

საქართველოში 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება. შესაბამისი გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ ეტაპზე,...

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ზღვაზე მოსალოდნელია...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს

პრეზიდენტი გიორგი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს. ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში გუშინ გამართული მიღების შემდეგ გახდა ცნობილი. გიორგი რურუა 2019 წლის...

ხვალიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება

ხვალიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 25 თებერვლიდან მოიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. განცხადება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

ნიკოლოზ ბასილაშვილი Australia Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი Australia Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთლი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის პირველივე წრეში დამარცხდა. 23 წლის ამერიკელ ტომი პოლთან მან სამ სეტში 4:6 6:7 4:6 წააგო. ამ მომენტისთვის ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში მე-40...

„მნიშვნელოვანი სარგებელი, რაც ვაქცინაციას მოაქვს, ჩვენი ოჯახის პატარა წევრების დაცვაა“

„მნიშვნელოვანი სარგებელი, რაც ვაქცინაციას მოაქვს, ჩვენი ოჯახის პატარა წევრების დაცვაა“

მნიშვნელოვანი სარგებელი, რაც ვაქცინაციას მოაქვს, ჩვენი ოჯახის პატარა წევრების დაცვაა, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა...

გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა – ჩემი შვილი იძულებული გახდა… წინა დღით უთქვამს, დავიღალეო…

გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა – ჩემი შვილი იძულებული გახდა… წინა დღით უთქვამს, დავიღალეო…

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა, მერი რომანაძე-ცეცხლაძე თურქეთიდან საქართველოში ჩამოვიდა. ის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის სამართლებრივად გარკვევას...

„ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები – გარეთ რომ ვიქნები, ერთად სასწაულებს მოვახდენთ“

„ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები – გარეთ რომ ვიქნები, ერთად სასწაულებს მოვახდენთ“

ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში. ბოლომდე შევძლებ თქვენი და ქვეყნის დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელი და...

„ვაქცინაციის გარდა, პანდემიას ვერაფერი შეაჩერებს“

„ვაქცინაციის გარდა, პანდემიას ვერაფერი შეაჩერებს“

უნდა ავიცრათ, თუ გვინდა, რომ დასრულდეს პანდემია, მოვიხსნათ პირბადეები და ვიყოთ თავისუფლად, ვაქცინაციის გარდა, პანდემიას ვერაფერი შეაჩერებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის...

„რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის დახურული!“

„რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის დახურული!“

კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. ეს საკითხი არის დახურული და არ განიხილება, - ამის შესახებ საქართველოს...

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია“

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია“

„კოვიდ-19“-ის ვაქცინის სხვა მწარმოებლებმაც უნდა მიბაძონ „ასტრაზენეკას“ მაგალითს და ლიცენზია გასცენ, რომ მათი ტექნოლოგია სხვა მწარმოებლებმაც გამოიყენონ, – ამის შესახებ...

გიორგი გახარიას სელფი რეკორდს ხსნის

გიორგი გახარიას სელფი რეკორდს ხსნის

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სელფი, რომელიც მან  ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელს იპყრობს. თანამშრომელბთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე გადაღებულმა ფოტომ ერთ დღეში 190...

„5 წელიწადში ყველა სკოლა იქნება რეაბილიტირებული ან ხელახლა აშენებული“

„5 წელიწადში ყველა სკოლა იქნება რეაბილიტირებული ან ხელახლა აშენებული“

„დღეს ჩუღურეთში 220-ე, ყოფილი მე-3 სკოლას ვესტუმრეთ, რომელიც 2009 წელს დაიხურა, ხოლო მის 500 მოსწავლეს სახლიდან მოშორებით უწევდა განათლების მიღება....

ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელს, 49 წლის შალვა მელიქიშვილის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა,...

გარდაბანში აფეთქება მოხდა, დაღუპულია 15 წლის მოზარდი

გარდაბანში აფეთქება მოხდა, დაღუპულია 15 წლის მოზარდი

გარდაბანში ძლიერი აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა. თვითმხილველების განცხადებით, 11 და 15 წლის მოზარდები სკოლიდან სახლში მოკლე გზით ბრუნდებოდნენ,...

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

პოლიციამ აჭარაში 55 წლის წარსულში ნასამართლევი გ.შ. დააკავა. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო...

„რუსეთს უკრაინაში შეჭრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია“

„რუსეთს უკრაინაში შეჭრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია“

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ჯონ კირბის თქმით,...

„პანდემია ჯერ არ დამთავრებულა“

„პანდემია ჯერ არ დამთავრებულა“

პანდემია არსად წასულა, პანდემია არ დამთავრებულა. რუსეთის თავდასხმისა და შეჭრის შემდეგ იქ ნამდვილი ომია და ამ ომმა პანდემია და...

წყალდიდობის გამო, აშშ-ის ერთ-ერთ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

წყალდიდობის გამო, აშშ-ის ერთ-ერთ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კენტუკიში, აშშ-ის შტატში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კენტუკიში ძლიერი წვიმა უქმეებზე დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას...

კონგოში გაეროს ავტოკოლონაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, იტალიის ელჩი დაიღუპა

კონგოში გაეროს ავტოკოლონაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, იტალიის ელჩი დაიღუპა

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს ავტოკოლონაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, კონგოში იტალიის ელჩი, ლუკა ატანაზიო დაიღუპა. „დიდი მწუხარებით...

გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს

გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს

გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით სთავაზობს. გახარია ამტკიცებს, რომ მისი პარტიის წევრებთან ფარული...

ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზაზა გახელაძეს ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ ინფორმაციას ოკუპირებული სამხრე ოსეთის მედიასაშუალებები...

გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველი ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021...

„დამატებით მტკიცებულებებად წარვადგენთ ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებს, სადაც ფაქტობრივად აღიარებს ჩადენილ ქმედებას“

„დამატებით მტკიცებულებებად წარვადგენთ ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებს, სადაც ფაქტობრივად აღიარებს ჩადენილ ქმედებას“

ჩვენ წარვადგენთ დამატებით მტკიცებულებებს, რომელშიც არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის ფაქტობრივად აღიარებს ჩადენილ ქმედებას, – ამის შესახებ პროკურორმა,...

მარტვილში ავეჯის საწარმო იწვის

მარტვილში ავეჯის საწარმო იწვის

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტალერში ხის გადამამუშავებელ ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ამავე საწარმოში ხის ავეჯსაც ამზადებენ....

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021