Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები რელიგია

„მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს სასულიერო და საერო პირთა უკანონო მოსმენების გამო“

in ახალი ამბები, რელიგია
0
„მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს სასულიერო და საერო პირთა უკანონო მოსმენების გამო“
496
SHARES
1.4k
VIEWS
გაზიარება

მიმდინარე წლის სექტემბერში ე.წ. სუს-ის მასალების გავრცელება, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, პირველ ყოვლისა, წინასაარჩევნო დებატებში ეკლესიის ჩართვასა და მისი მსახურების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. გაურკვეველი წარმომავლობის გამოქვეყნებულ ფაილებში ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მასალამ ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს მისცა ცილისწამების, პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი ჭორების გავრცელების საშუალება, რაშიც სხვებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი თავისი სკანდალური ქმედებებით ცნობილი რამდენიმე სასულიერო პირი, ე.წ. თეოლოგები საინფორმაციო საშუალებები და ზოგიერთი ტელევიზია“.

„იკვეთება აღნიშნული ტელევიზიებისა და, ზოგადად, მასმედიის ორმაგი სტანდარტიც: საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორი მკვეთრად უარყოფითი რეაგირება ჰქონდათ მათ (ისევე, როგორც ყველას) არც თუ ისე დიდი ხნის წინ მასმედიის წარმომადგენლებზე და სხვა პირებთან დაკავშირებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ეთერში გაშვებაზე. ახლა კი თვითონ არიან დანაშაულის ხელშემწყობნი, – ცილისწამების მთავარი და ყველაზე ფართომასშტაბიანი გამავრცელებელნი, მათ შორის შერჩევითობის პრინციპით. მაგალითად, ადრინდელ მნიშვნელოვან მოვლენებზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ ეთერში არაფერი გაჟღერებულა თუნდაც იმ საუბრების შესახებ, სადაც მღვდელმთავრების დაპატიმრებასა და საპატრიარქოს შტურმით აღებაზეა საუბარი; ეს ხომ მეტად საგულისხმო ინფორმაციაა?!

ცნობილია, საეკლესიო სასჯელის დადება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს; ამიტომაც აღნიშნული ფაილები, მათთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო, გადაწყვეტილების მისაღებად გამოუყენებელია.

თუ კონკრეტული სასულიერო პირის შეუფერებელი ქმედების შესახებ რეალური მტკიცებულებების მოპოვება მოხდება, კომისიის მხრიდან საკითხის შესწავლისა და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება.

გვინდა, ასევე, განვაცხადოთ: იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად ხდებოდა მღვდელმსახურთა უკანონო თვალთვალი და მოსმენები, ეს არის ყოვლად მიუღებელი, რადგან ასეთი ქმედება, პირველ ყოვლისა, საფრთხეს უქმნის სასულიერო პირებისა და მრევლის კომუნიკაციას და არღვევს ქრისტიანულ სწავლებაში აღსარების გაუთქმელობის უმთავრეს და ხელშეუხებელ პრინციპს, დაცულს, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით.

ეკლესია, თავისთავად, ყოველთვის იცავდა და დაიცავს აღსარების საიდუმლოს და არავის მისცემს უფლებას, აღსარების გაუთქმელობა აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე. პირველ რიგში, სწორედ ამის გამო, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს მხრიდან სრულყოფილი გამოძიების დროულად დასრულება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი, მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს როგორც სასულიერო, ისე საერო პირთა უკანონო თვალთვალისა და მოსმენების გამო, ასევე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან მასალის გავრცელებაზე პასუხისმგებელნი“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Tags: საპატრიარქოფარული მოსმენები
Share198Tweet124

სხვადასხვა

„სავარაუდოდ, ქვეყანამ მესამე ტალღის პიკი გაიარა“

„სავარაუდოდ, ქვეყანამ მესამე ტალღის პიკი გაიარა“

„სინოვაკის“ ვაქცინას უსაფრთხოების პროფილი ძალიან მაღალი აქვს. დღეისთვის დაფიქსირებული არ არის „სინოვაკის“ აცრის შემდგომი არცერთი გართულება, ეს ვაქცინა არის აბსოლუტურად...

თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილს სასამართლოში უჩივლებს

თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილს სასამართლოში უჩივლებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ სააალაქო სასამართლოში სარჩელი...

„დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაისვენეთ, დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით“

„დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაისვენეთ, დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით“

წინ კვირა დღეა. დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაისვენეთ, დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით, - წერს სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. „რაც შეეხებათ...

რაგბის კავშირში ყრილობა ჩაიშალა

რაგბის კავშირში ყრილობა ჩაიშალა

დღეს საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. „დღეს ხმის უფლების მქონე 44 სუბიექტი გამოცხადდა, რაც ყრილობის გასამართად არ...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ...

მეუფე სტეფანე განკვეთილ ბერებს მოუწოდებს, დატოვონ კელიები

მეუფე სტეფანე განკვეთილ ბერებს მოუწოდებს, დატოვონ კელიები

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი განკვეთილ ბერებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გონივრულ ვადაში დატოვონ კელიები. როგორც მეუფემ დღეს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას...

თბილისში მიკროავტობუსებით გადაადგილება ახალ წესებს დაექვემდებარება

თბილისში მიკროავტობუსებით გადაადგილება ახალ წესებს დაექვემდებარება

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს მოუწოდებს, 8 თებერვლიდან მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაიცვან. „კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“...

საქართველოში ამინდი გაუარესდება

საქართველოში ამინდი გაუარესდება

26 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს...

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის...

„ერი როგორ უყურებს ხომ იცის? სად მიდიოდა? რა უნდა ვიფიქრო, ვისი ხარ? ყველა რუსის არის…“

„ერი როგორ უყურებს ხომ იცის? სად მიდიოდა? რა უნდა ვიფიქრო, ვისი ხარ? ყველა რუსის არის…“

ივერი მელაშილი რომ უდანაშაულოა, რატომ უნდა დავუჯერო იმ პოლიტიკოსებს, რომელთაც დღეს ერის ყოფა არ აიტერესებთ, - ასე ეხმაურება ბოდბელი ეპისკოპოსი...

„რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, ჩვენს ქვეყანაში ეპიდემია უფრო მალე დასრულდება“

„რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, ჩვენს ქვეყანაში ეპიდემია უფრო მალე დასრულდება“

რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, ჩვენს ქვეყანაში ეპიდემია უფრო მალე დასრულდება, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. „მსგავსი მასშტაბის სამედიცინო...

არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობაზე“: რაც დათესეს, იმას იმკიან

არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობაზე“: რაც დათესეს, იმას იმკიან

მათ აქვთ ერთი კრედო - საკუთარი გაფუჭებული ურჩევნიათ სხვის გაკეთებულს. ეს დამოკიდებულება ჩანს ყველაფერში. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაზოგადოებრივი პოლიტიკური რადიკალური...

„ჰააგის სასამართლოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის სამ „მაღალჩინოსანზე“ დაკავების ორდერის გაცემა ჰააგაში საქართველოს მორიგი გამარჯვებაა“

„ჰააგის სასამართლოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის სამ „მაღალჩინოსანზე“ დაკავების ორდერის გაცემა ჰააგაში საქართველოს მორიგი გამარჯვებაა“

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჰააგის სასამართლოს მიერ, ოკუპირებული ცხინვალის სამ „მაღალჩინსანზე“ დაკავების ორდერის გაცემაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჰააგის...

„თუ კრემლს თავის საზღვრებთან ნაკლები ნატოს ხილვა სურს, ის უფრო მეტ ნატოს მიიღებს“

„თუ კრემლს თავის საზღვრებთან ნაკლები ნატოს ხილვა სურს, ის უფრო მეტ ნატოს მიიღებს“

თუ კრემლს თავის საზღვრებთან ნაკლები ნატოს ხილვა სურს, ის უფრო მეტ ნატოს მიიღებს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს...

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის 250-იანი სერიის დოჰას ტურნირის ფინალშია. ნახევარფინალში ბასილაშვილმა ფრანგი არტურ რიდნერკნეხი ორ სეტში, 6:4, 6:2 დაამარცხა. ბასილაშვილმა დოჰას...

85 წლის ასაკში, მსახიობი ამირან ქადეიშვილი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში, მსახიობი ამირან ქადეიშვილი გარდაიცვალა

საქართველოს დამსახურებული არტისტი ამირან ქადეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლისა გარდაიცვალა. ქადეიშვილი 1953-1985 წლებში მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და...

„არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით“

„არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით“

ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია, საზოგადოებას წარუდგინოს საარჩევნო პროგრამა და ეს არ უნდათ, – ამის შესახებ თბილისის...

მოსწავლეების მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ

მოსწავლეების მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის....

აკუსტიკური იარაღის ტარება იკრძალება

აკუსტიკური იარაღის ტარება იკრძალება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „იარაღის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელიც იარაღის ბრუნვის შეზღუდვის მიზნით შემუშავდა....

„ეს არის შოუ და სპექტაკლები, რაც სააკაშვილმა დადგა შიმშილობასთან დაკავშირებით, ამ კაცის ჭკუაზე არ ივლის ქვეყანა“

„ეს არის შოუ და სპექტაკლები, რაც სააკაშვილმა დადგა შიმშილობასთან დაკავშირებით, ამ კაცის ჭკუაზე არ ივლის ქვეყანა“

ეს არის შოუ და სპექტაკლები, რაც სააკაშვილმა დადგა შიმშილობასთან დაკავშირებით, ჯერ ერთი, რომ შიმშილობს პატიმარი, რატომ შიმშილობს, რას ითხოვს, რა...

„საქართველოში ვაქცინაცია არ მიმდინარეობს იმ ტემპებით, როგორც იყო ნავარაუდევი, ამიტომ მუტირებული შტამი დიდ საფრთხეს წარმოადგენს“

„საქართველოში ვაქცინაცია არ მიმდინარეობს იმ ტემპებით, როგორც იყო ნავარაუდევი, ამიტომ მუტირებული შტამი დიდ საფრთხეს წარმოადგენს“

ინდოეთში ვირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს - კორონავირუსმა ორმაგი მუტაცია განიცადა. ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება და სიკვდილიანობაც, სავარაუდოდ, მაღალია. არის თუ არა შანსი...

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, დმიტრო რაზუმკოვის თანამდებობიდან გადაყენებას. გადაწყვეტილებას 284-მა დეპუტატმა, მათ შორის მმართველი პარტიის 215-მა დეპუტატმა დაუჭირა...

„ზვიადის სახელის ხსენებას ვუკრძალავ კრიმინალებისა და პუტჩისტების თავშესაფარ ძალას – „ნაცმოძრაობას“

„ზვიადის სახელის ხსენებას ვუკრძალავ კრიმინალებისა და პუტჩისტების თავშესაფარ ძალას – „ნაცმოძრაობას“

ზვიადის სახელის ხსენებას ვუკრძალავ კრიმინალებისა და პუტჩისტების თავშესაფარ ძალას - „ნაცმოძრაობას“, - ამის შესახებ „ტვიტერზე“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი...

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით გამოცხადდა კონკურსი „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო...

„ვმუშაობთ, რომ ვაქცინირებული პირებისთვის კომენდანტის საათი მოიხსნას“

„ვმუშაობთ, რომ ვაქცინირებული პირებისთვის კომენდანტის საათი მოიხსნას“

შესაძლოა, იმ პირებისთვის, ვისაც ვაქცინის 2 დოზა ექნებათ გაკეთებული, კომენდანტის საათი და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვები მოიხსნას - ამის...

გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება გადაიბარა

გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება გადაიბარა

გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება გადაიბარა. ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 6 თვით უხელმძღვანელებს. ახალ ხელძღვანელს ადგილზე ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის ყოფილი...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021