ესპანეთში, კუნძულ ლა პალმაზე ვულკანი ამოიფრქვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამოფრქვევას წინ 3,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა უძღოდა. დილიდან ადგილობრივმა მთავრობამ გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების ევაკუაცია დაიწყო, რადგან მზარდია უფრო მძლავრი მიწისძვრის შესაძლებლობა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ცენტრალური მთავრობა ვითარებაზე დაკვირვებას განაგრძობს და საჭიროების შემთხვევაში ლა პალმის მხარდასაჭერად მზად არის.