Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home დედაქალაქი

თბილისში დამატებით 90 მიკროავტობუსი და 20 ავტობუსი იმოძრავებს

in დედაქალაქი
0
თბილისში დამატებით 90 მიკროავტობუსი და 20 ავტობუსი იმოძრავებს
538
SHARES
1.5k
VIEWS
გაზიარება

მივიღეთ გადაწყვეტილება, დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ, რომელთაგან 180 იქნება რვამეტრიანი ავტობუსი, 200 კი 18-მეტრიანი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ავტობუსების შესყიდვა მომავალ წელს განხორციელდება.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელება დავიწყეთ სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ავტობუსების განახლება-ჩანაცვლება ჩვენ ფაქტობრივად დასრულებული გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, რადგან, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება ისეთი უბნები, ქუჩები, რაიონები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება. ამიტომ, გარდა ჩანაცვლებისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ. აქედან 180 იქნება რვამეტრიანი ავტობუსი, 200 იქნება 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელთა შესყიდვას მომავალ წელს განვახორციელებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსიდან 20 უკვე ჩამოვიდა თბილისში და 22 სექტემბრიდან გაეშვება ხაზზე.

„იცით, რომ ასევე დაწყებული გვაქვს მიკროავტობუსების განახლება-ჩანაცვლების პროგრამა და წლის ბოლოსთვის მთლიანად იქნება ჩანაცვლებული მიკროავტობუსები, არც ერთი ყვითელი, დანგრეული ე.წ. მარშრუტკა ქალაქში არ იმოძრავებს. დღეის მდგომარეობით, ჩამოსულია 90 ახალი მიკროავტობუსი და ესეც 22 სექტემბრიდან გავა ხაზებზე. იცით, რომ ასევე, ქსელის მთლიანად განახლება მიმდინარეობს, რათა არ დავტოვოთ არც ერთი ქუჩა, უბანი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ივლის. ყველანაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ყველასთვის კომფორტული უნდა იყოს და თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე უნდა შეძლოს ქალაქში გადაადგილება. ამისთვის ასევე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწყობა, რასაც პარალელურად ვაკეთებთ და ვახორციელებთ. ეს მომავალშიც გაგრძელდება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იქნება მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული მიკროავტობუსები ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სპეციალისტების მიერ შემუშავებულ 21 მარშრუტზე იმოძრავებს, რომელთაგან 13 ძველი მარშრუტების ნაცვლად ამოქმედდა, ხუთი – ახალია, ხოლო სამი მათგანის გზასავალი კორექტირებულია. უფრო ზუსტად, ძველი მარშრუტების ნაცვლად, ამოქმედდა: N403, N406, N407, N417, N418, N422, N435, N451, N473, N490, N493, N516, N529; ახალი მარშრუტებია – N412, N427, N433, N468, N478; ხოლო დაკორექტირდა – N409, N410, N411. რაც შეეხება ავტობუსებს, ისინი ხუთ მარშრუტზე განაწილდება. კერძოდ, N101, N102, N60, N42, N7. ავტობუსები მგზავრებს 15-წუთიანი ინტერვალით მოემსახურება.

Tags: ავტობუსითბილისიკახა კალაძე
Share215Tweet135

სხვადასხვა

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 თებერვლამდე სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ...

„გვახსოვს, როგორ უწოდა უგულავამ სააკაშვილს ჯართი, ახლა კი ამ ჯართის ოქროდ გადაკეთება მოინდომა“

„გვახსოვს, როგორ უწოდა უგულავამ სააკაშვილს ჯართი, ახლა კი ამ ჯართის ოქროდ გადაკეთება მოინდომა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ყველას ახსოვს, როგორ უწოდა გიგი უგულავამ რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილს ჯართი, ახლა კი...

„კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, მოსალოდნელია სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა“

„კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, მოსალოდნელია სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა“

ჩვენი მაქსიმალური ყურადღება ისევ და ისევ უნდა გადავიდეს პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ შემთხვევების შემდგომი მატება თავიდან ავიცილოთ, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ...

თურქეთში ტყის 100-მდე ხანძარს ებრძვიან

თურქეთში ტყის 100-მდე ხანძარს ებრძვიან

თურქეთში ტყის ხანძრებმა ათობით სახლი ფერფლად აქცია. დაღუპულია 6 ადამიანი. ევაკუირებულია ასობით პირი - მათ შორის, ტურისტებიც. ხანძრის გამო, 400-მდე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია...

„რეგიონების განვითარებისთვის მომდევნო 10 წელში 31 მილიარდი ლარი დაიხარჯება“

„რეგიონების განვითარებისთვის მომდევნო 10 წელში 31 მილიარდი ლარი დაიხარჯება“

საქართველოს მთავრობის და ჩვენი სამინისტროს მიზანია რეგიონების მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარება და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ამ მიზნის მისაღწევად...

ქართული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ოსკარისთვის იბრძოლებს

ქართული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ოსკარისთვის იბრძოლებს

ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის, საქართველოს სახელით, ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ იბრძოლებს, - ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. წელს,...

კუნძულ ლა პალმაზე მიწისძვრის შემდეგ ვულკანი ამოიფრქვა

კუნძულ ლა პალმაზე მიწისძვრის შემდეგ ვულკანი ამოიფრქვა

ესპანეთში, კუნძულ ლა პალმაზე ვულკანი ამოიფრქვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, ამოფრქვევას წინ 3,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა უძღოდა. დილიდან ადგილობრივმა...

თიანეთში პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის ხსოვნას

თიანეთში პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის ხსოვნას

საქართველოს ეროვნულ გმირს, მფრინავ ზურაბ იარაჯულს 51 წელი შეუსრულდებოდა. თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში ზურაბ იარაჯულის დაბადების დღე აღნიშნეს. საქართველოს თავდაცვის...

„ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას“

„ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას“

როდის გაიხსნება სპორტ დარბაზები, ჟურნალისტების ამ შეკითხვას, ინფქციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა უპასუხა. „ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას....

„ვმუშაობთ, რომ ვაქცინირებული პირებისთვის კომენდანტის საათი მოიხსნას“

„ვმუშაობთ, რომ ვაქცინირებული პირებისთვის კომენდანტის საათი მოიხსნას“

შესაძლოა, იმ პირებისთვის, ვისაც ვაქცინის 2 დოზა ექნებათ გაკეთებული, კომენდანტის საათი და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვები მოიხსნას - ამის...

„ნატოს მოკავშირეები დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურებენ აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება“

„ნატოს მოკავშირეები დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურებენ აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება“

ნატოს მოკავშირეები დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურებენ აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის...

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას უფლებას აძლევს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კიდევ ორი ვადით მიიღოს

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას უფლებას აძლევს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კიდევ ორი ვადით მიიღოს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას უფლებას აძლევს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კიდევ ორი ვადით მიიღოს. ოფიციალური დოკუმენტი...

„ნატოს წევრი ქვეყნიდან იყო შემოტანილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტები, რომელიც არასრულად იყო შესყიდული – ამ შეიარაღებამ ომის პერიოდში ვერ იმუშავა“

„ნატოს წევრი ქვეყნიდან იყო შემოტანილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტები, რომელიც არასრულად იყო შესყიდული – ამ შეიარაღებამ ომის პერიოდში ვერ იმუშავა“

შესყიდვის განხორციელება შუამავლის მეშვეობით ხდებოდა. იგი შემოდიოდა და ფიქსირდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა რეალურად მას ვერ იყენებდა ან არ იყენებდა საქართველოს...

„გიორგი გახარია განსაკუთრებით რადიკალური იყო იმ საკითხში, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი უნდა მოგვეხსნა“

„გიორგი გახარია განსაკუთრებით რადიკალური იყო იმ საკითხში, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი უნდა მოგვეხსნა“

განსაკუთრებით რადიკალური და პრინციპული იმ საკითხში, რომ უნდა მოგვეხსნა იმუნიტეტი ნიკა მელიასთვის, სწორედ გიორგი გახარია იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო...

„ვაქცინაციამდე გამოკვლევების ჩატარება რეკომენდებული არ არის“

„ვაქცინაციამდე გამოკვლევების ჩატარება რეკომენდებული არ არის“

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილის თქმით, ვაქცინაციამდე გამოკვლევების ჩატარება რეკომენდებული არ არის და ლაბორატორიების მიერ მოქალაქეებისთვის გამოკვლევების „პრევაქს პანელის" შეთავაზება არასწორია. „მედიცინაში არ არსებობს მცნება ლაბორატორიული...

ახალი წლის ღამეს პირველი ახალშობილი 00:30 საათზე დაიბადა

ახალი წლის ღამეს პირველი ახალშობილი 00:30 საათზე დაიბადა

საქართველოში, 2022 წელს, პირველი ახალშობილი „იმედის კლინიკაში“, 00:30 საათზე დაიბადა. ბიჭის წონა 3,5 კილოგრამი, სიმაღლე კი 45 სანტიმეტრია. დედა და...

„სტრატეგიულ გარდატეხას უკვე მივაღწიეთ, გამარჯვებისკენ მივდივართ“

„სტრატეგიულ გარდატეხას უკვე მივაღწიეთ, გამარჯვებისკენ მივდივართ“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ სტრატეგიულ გარდატეხას მიაღწია და გამარჯვებისკენ მიდის. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა შეუძლებელია იმის თქმა, თუ...

„დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალურად მეტი ბენეფიციარი უნდა აიცრას“

„დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალურად მეტი ბენეფიციარი უნდა აიცრას“

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის წევრი და პედიატრი, თემურ მიქელაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია. „16...

„უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია“

„უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რეფერენდუმის 30 წლისთავთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. როგორც გიორგი გახარია აცხადებს, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი საქართველოს...

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ფუკუშიმის პრეფექტურაში იყო. გავრცელებული ცნობით, იაპონიის ხელისუფლებას ცუნამის საფრთხის შესახებ...

„მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი, თვითმიზანიც გახდა, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს“

„მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი, თვითმიზანიც გახდა, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს“

გუშინ რომ გეკითხათ ჩემთვის (კიდევ კარგი, გუშინ შეუძლოდ ვიყავი და ვერ მოვახერხე ინტერვიუს მოცემა), უფრო დაძაბული და შეშფოთებული ვიქნებოდი, რადგან...

სვანეთში სტიქიას ებრძვიან

სვანეთში სტიქიას ებრძვიან

სტიქიას ებრძვიან ლენტეხში. მერის ინფორმაციით, წაღებულია ლენტეხი-ლასტილის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩოლურის მონაკვეთი 100 გრძივი მეტრი, რის გამოც მთლიანად  პარალიზებულია მოძრაობა....

„ინებოს უფალმა, რომ ეს დიდი მარხვა ყოფილიყოს ჩვენთვის სულიერი გაზაფხულის ჟამი“

„ინებოს უფალმა, რომ ეს დიდი მარხვა ყოფილიყოს ჩვენთვის სულიერი გაზაფხულის ჟამი“

ინებოს უფალმა, რომ ეს დიდი მარხვა ყოფილიყოს ჩვენთვის სულიერი გაზაფხულის ჟამი, განწმენდის ჟამი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და...

ტოჩინოშინი მარტის ბაშოზე მეშვიდე მაეგაშირა იქნება

ტოჩინოშინი მარტის ბაშოზე მეშვიდე მაეგაშირა იქნება

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე (რეიტინგ-სია) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პროფესიონალი სუმოტორები დამდეგ ჰარუ ბაშოზე იასპარეზებენ. კოვიდ-პანდემიის გამო გაზაფხულის სუპერტურნირის ტრადიციული ადგილი შეიცვალა და ოსაკას ნაცვლად,...

„დედაქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში, ყველგან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“

„დედაქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში, ყველგან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“

მთელი ის სიყალბე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისთვისაა ორგანიზებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა...

ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება

ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება

ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენისთვის მუნიციპალიტეტი მზად არის. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა. კახა კალაძის თქმით,...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021