ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია, საზოგადოებას წარუდგინოს საარჩევნო პროგრამა და ეს არ უნდათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს არ აწყობთ მშვიდი არჩევნები.
დედაქალაქის მერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას გიორგი გახარიას განცხადების შესახებ, რომ რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ არჩევნები 2024 წელს გაიმართება.
„არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. სრული მხარდაჭერა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მის ყველა თანამშრომელს. გამოძიება დაადგენს ყველაფერს. არ მაინტერესებს, გახარია რას ამბობს, ნამდვილად არ არის საინტერესო“, – განაცხადა კახა კალაძემ.