ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზების მიხედვით, ჩვენ უკვე შევედით პიკის ფაზაში, რომელიც დაახლოებით შემდგომი 10 დღე გაგრძელდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით ამ ეტაპზე ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება.
„დღევანდელი მდგომარეობით, დამატებითი რეგულაციების ან რამე აკრძალვის შემოღება არ არის გათვალისწინებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომდევნო ეტაპებზე. პროგნოზულად ჩვენ ახლა პიკის ფაზაში ვართ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზების მიხედვით, ჩვენ უკვე შევედით პიკის ფაზაში, რომელიც დაახლოებით შემდგომი 10 დღე გაგრძელდება”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.