Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები პოლიტიკა

„ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია „ქართული ოცნების“ ცალმხრივი გადაწყვეტილებით“

in ახალი ამბები, პოლიტიკა
0
„ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია „ქართული ოცნების“ ცალმხრივი გადაწყვეტილებით“
504
SHARES
1.4k
VIEWS
გაზიარება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას. ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის ასთხუთმეტმა პარლამენტარმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა ღრმა პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს აფერხებს. ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო.

ყველა ხელმომწერმა პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ დაჟინებით მოთხოვნას, რომ ყველა პარტიამ ხელი მოაწეროს და სრულად შეასრულოს შეთანხმება. ქართული ოცნების მიერ შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა კიდევ ერთი გადახვევაა როგორც იმ მოლაპარაკებების შინაარსისა და სულისკვეთებიდან, რომელშიც „ქართული ოცნება” იღებდა მონაწილეობას, ასევე, იმ შეთანხმებიდან, რომელსაც მან ხელი მოაწერა. მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების” ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის.

საქართველოს ინტერესები საუკეთესოდ იქნება დაცული, თუ შეთანხმებაში მიღწეული კონკრეტული სასამართლო, კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმების საკითხები განხორციელდება მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე და არა ერთი პარტიის ცალმხრივი მოქმედების შედეგად. დროული პროგრესი ამ რეფორმების განსახორციელებლად ყველაზე პასუხისმგებლობიანი გზაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ციკლი დასრულდეს და ეს პროგრესი კვლავ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. დესტაბილიზაციისა და განხეთქილების გამომწვევ ქმედებებს სარგებელი მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიის სტაბილურობასა და წარმატებას.

ეს შეთანხმება ქმნის სასარგებლო გზამკვლევს მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რომელიც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლო სისტემის პოლიტიზების შესამცირებლად, საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ძალისხმევის გასაგრძელებლად. ეს რეფორმები, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესის შედეგი, კვლავაც სასწრაფო და აუცილებელია.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას”, ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზეც ისინი შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

Tags: 19 აპრილის შეთანხმებააშშ-ის საელჩოქართული ოცნება
Share202Tweet126

სხვადასხვა

აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

აშშ-ის ალაბამას შტატში, მონტგომერის რეგიონალურ აეროპორტთან ახლოს სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, T-38-ის ტიპის...

გარდაიცვალა ექიმი, რომელმაც მამა გაბრიელის სისხლი სინჯარაში შეინახა

გარდაიცვალა ექიმი, რომელმაც მამა გაბრიელის სისხლი სინჯარაში შეინახა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ექიმ ზურაბ ვარაზის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „გამოვთქვამთ მწუხარებას...

მდინარე ენგურის გადმოკვეთისას, გალის რაიონის სამი მკვიდრი დაიღუპა

მდინარე ენგურის გადმოკვეთისას, გალის რაიონის სამი მკვიდრი დაიღუპა

საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ოკუპირებული...

„პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია!“

„პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია!“

ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს....

„ვმუშაობთ, რომ ვაქცინირებული პირებისთვის კომენდანტის საათი მოიხსნას“

„ვმუშაობთ, რომ ვაქცინირებული პირებისთვის კომენდანტის საათი მოიხსნას“

შესაძლოა, იმ პირებისთვის, ვისაც ვაქცინის 2 დოზა ექნებათ გაკეთებული, კომენდანტის საათი და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვები მოიხსნას - ამის...

„ეს არც დემოკრატიაა, არც გამოხატვის თავისუფლება! ეს ძალადობაა – სიველურის ნიშნებით“

„ეს არც დემოკრატიაა, არც გამოხატვის თავისუფლება! ეს ძალადობაა – სიველურის ნიშნებით“

„არ ვიცი, სხვა რა ჰქვია ამას, თუ არა ძალადობა და ფსიქოლოგიური ტერორი? „ტვ პირველის“ წარმომადგენლები (არ მითხრათ ახლა ჟურნალისტები არიანო!)...

„ნიკა მელია თუ ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველო , კი ბატონო…“

„ნიკა მელია თუ ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველო , კი ბატონო…“

ნიკა მელია თუ ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველო და სტაბილურობა, კი ბატონო, ცოტა ხანი იქნება, ამნისტიის...

ქისტური კანონი თუ უსამართლობა ?

ქისტური კანონი თუ უსამართლობა ?

იშვიათია სამყაროში  საზოგადოება, სადაც ქალი ისეთი პატივცემული და დაფასებულია, როგორც ეს ვაინახურ თემში ხდება. მართალია, არსებობს  არასწორი წარმოდგენა იმის შესახებ,...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ...

„დაკავებულია ნარკორეალიზატორი, ვისგანაც ლექსომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა“

„დაკავებულია ნარკორეალიზატორი, ვისგანაც ლექსომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა“

დაკავებულია ნარკორეალიზატორი, ვისგანაც ლექსომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი...

ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას

ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას

ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები, „ევროპის დამცველი 21“ იწყება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო მანევრებში,...

„გვაქვს მოლოდინი, რომ კოვიდვაქცინის შემოტანის ვადა მარტს არ გადასცდება“

„გვაქვს მოლოდინი, რომ კოვიდვაქცინის შემოტანის ვადა მარტს არ გადასცდება“

ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის სამი გზა არსებობს, გვაქვს მოლოდინი, რომ კოვიდვაქცინის შემოტანის ვადა მარტს არ გადასცდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის...

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გრძელდება

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გრძელდება

საქართველოს თავდაცვის ძალები საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ მიზნით რეგისტრაციის...

„პეტრე ცაავას არაფერი გაუკეთებია, რომ ჩვენ დავაბრუნოთ…“

„პეტრე ცაავას არაფერი გაუკეთებია, რომ ჩვენ დავაბრუნოთ…“

პეტრე ცაავას საკითხი სავარაუდოდ ამ სინოდის სხდომაზე განხილული არ იქნება, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა „რუსთავი...

„ყველა სკოლაში არის ის რესურსი და აღჭურვილობა, რომელიც მოსწავლეების ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს“

„დამტკიცებულია ყველა ის საჭირო რესურსი, რომ მოსწავლის ჯანმრთელობა სკოლაში დაცული იყოს“

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში არის ის რესურსი და აღჭურვილობა, რომელიც...

„სავარაუდოდ, ქვეყანამ მესამე ტალღის პიკი გაიარა“

„სავარაუდოდ, ქვეყანამ მესამე ტალღის პიკი გაიარა“

„სინოვაკის“ ვაქცინას უსაფრთხოების პროფილი ძალიან მაღალი აქვს. დღეისთვის დაფიქსირებული არ არის „სინოვაკის“ აცრის შემდგომი არცერთი გართულება, ეს ვაქცინა არის აბსოლუტურად...

გეოლოგი – ეს არის ადამიანის უხეში ჩარევის შედეგად დაძრული ბუნებრივი საფრთხე

გეოლოგი – ეს არის ადამიანის უხეში ჩარევის შედეგად დაძრული ბუნებრივი საფრთხე

ადამიანის უხეში ჩარევის შედეგად დაძრული ბუნებრივი საფრთხე - ასე აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, თეა გოდოლაძე ​...

„დეკემბერ-იანვარი ორწლიანი პანდემიისას ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოცდა იქნება“

„დეკემბერ-იანვარი ორწლიანი პანდემიისას ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოცდა იქნება“

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში...

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის ვაქცინით საჯაროდ აიცრა. ეკატერინე ტიკარაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის...

საქართველო „ფაიზერისგან“ ერთ მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

საქართველო „ფაიზერისგან“ ერთ მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო „ფაიზერისგან“ ერთ მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს. თუმცა, მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო „ფაიზერისგან“ ელოდება დასტურს,...

ფოთში საკანალიზაციო სისტემის მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ფოთში საკანალიზაციო სისტემის მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ფოთში, ახალ რაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი ინფორმაციით, კანალიზაციის მილმა წყალი არ გაატარა, რის...

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

სომხეთში 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქში“ დაწერა. სომხეთის მთავრობის ხელმძვანელი აცხადებს, რომ არსებული შიდაპოლიტიკური სიტუაციიდან საუკეთესო...

„ივლისში ერთდროულად ოთხი სახის ვაქცინა გვექნება“

„ივლისში ერთდროულად ოთხი სახის ვაქცინა გვექნება“

ივლისში ერთდროულად ოთხი სახის ვაქცინა გვექნება. ეს ვაქცინებია: „სინოვაკი“ „სინოფარმი“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და...

„დავით ზალკალიანმა მოგვიწოდა, განვიხილოთ არსებული ვითარება, რასაც ძალიან ვაფასებ“

„დავით ზალკალიანმა მოგვიწოდა, განვიხილოთ არსებული ვითარება, რასაც ძალიან ვაფასებ“

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მათ მოუწოდა, კოლეგებთან ერთად განიხილოს არსებული ვითარება, რაც დასაფასებელია. „ახლა...

„სეისმომედეგი მშენებლობა ერთადერთი რეალური ხერხია მიწისძვრით გამოწვეული კატასტროფის რისკის შემცირებისა!“

„სეისმომედეგი მშენებლობა ერთადერთი რეალური ხერხია მიწისძვრით გამოწვეული კატასტროფის რისკის შემცირებისა!“

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში რამდენიმე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რამაც მილიონზე მეტი მსხვერპლი და უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. დამტკიცებულია, რომ ადამიანებს...

კოლეჯი „პრესტიჟი“ – მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და წარმატებული მომავალი

კოლეჯი „პრესტიჟი“ – მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და წარმატებული მომავალი

https://www.youtube.com/watch?v=sGdcKhmFvFk

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021