„არ ვიცი, სხვა რა ჰქვია ამას, თუ არა ძალადობა და ფსიქოლოგიური ტერორი? „ტვ პირველის“ წარმომადგენლები (არ მითხრათ ახლა ჟურნალისტები არიანო!) სხედან მთელი დღის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრის სახლთან და… ელოდებიან შემსვლელ-გამომსვლელს, მათ შორის ბავშვებსაც, რომ წივილით, კივილითა და ათასგვარი შეძახილით დახვდნენ ან შეაცილონ“, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, საინტერესოა, რა მოსაზრება აქვს ამაზე სახალხო დამცველს, ეთიკის ქარტიას, ან თუნდაც, მეგობარი ქვეყნების საელჩოებს.
„საინტერესოა, ან სახალხო დამცველს რა მოსაზრება აქვს ამასთან დაკავშირებით, ან ეთიკის ქარტიას, ან, თუნდაც, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებს… ეს ნორმალურია? ოღონდ შეფასება, რომ ეს დემოკრატიის ნაწილია, ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ, რომ ეს არც დემოკრატიაა და არც – სიტყვის, თუ გნებავთ, გამოხატვის თავისუფლება! ეს ძალადობაა – სიველურის ნიშნებით“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.