Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები რელიგია

„ყველას მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ, მივენდოთ ღმერთს!“

in ახალი ამბები, რელიგია
0
„ყველას მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ, მივენდოთ ღმერთს!“
498
SHARES
1.4k
VIEWS
გაზიარება

საპატრიარქო 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც მასში წერია, დიდი ხანია საქართველოს ეკლესიაზე გარკვეული ძალების მიერ სერიოზული შეტევა ხორციელდება, 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კი ჩვენს მედია-სივრცეში ვითარება უფრო გამწვავდა და უკიდურესად აგრესიული ხასიათი მიიღო.

„სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამოირჩევა ,,მთავარი არხი,” ,,ტვ-პირველი” და ,,ფორმულა”.., რომელთა ეთერითაც პირდაპირ და მოურიდებლად ხდება საქართველოს საპატრიარქოს, კათოლიკოს-პატრიარქის, მღვდელმთავრების, მღვდლების და მრევლის შეურაცხყოფა; ისმის მუქარაც და ანგარიშსწორებისაკენ მოწოდებებიც.

ხშირად აღნიშნული ტელეარხების ჟურნალისტები (ვფიქრობთ, ხელმძღვანელთა დავალებით) ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების ნაცვლად, აჟღერებენ მიკერძოებულ შეფასებებს და უსაფუძვლო ბრალდებებს, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს და ცდილობენ, პროვოკაციული კითხვებით წონასწორობა დააკარგვინონ რესპოდენტს; შემდეგ კი, კონტექსტიდან ამოგლეჯილ, დამონტაჟებულ ისეთ სიუჟეტებს უშვებენ, რომ მაყურებელმა სასულიერო პირი მოძალადედ აღიქვას.

მართალია, გარკვეულ გადაცდომას ერთეული სასულიერო პირის მხრიდან ჰქონდა ადგილი, მაგრამ მიზანმიმართულად ხდება კერძო შემთხვევის განზოგადება და საერთოდ ეკლესიის მსახურთა მოძალადეობაზე აქცენტის გაკეთება. მაშინ, როდესაც არც კი ახსენებენ, რამდენმა მოძღვარმა გადაარჩინა იგივე ჟურნალისტები 5-6 ივლისს ძალადობისაგან. ამასთან, რა თქმა უნდა, არ ამხელენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და მხარდამჭერთ, მათ ფსიქოლოგიურ ძალადობებს, პროვოკაციულ განცხადებებსა და ქმედებებს.

ამ ჟურნალისტებს ტაძრის ეზოები პოლიტიკურ დებატებში ჩართვისა და შეურაცხყოფის ადგილად სურთ აქციონ, ცალკეულ რელიგიურ სწავლებას პოლიტიკური განაცხადის სახე შესძინონ და ეს პრობლემების შექმნის მიზეზად წარმოაჩინონ. ამასთან, ისინი არ ერიდებიან ჩვეულებრივ მოქალაქეების კერძო სივრცეში ნებართვის გარეშე შეჭრასაც და უბრალო ადამიანების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას.

უხეშად ირღვევა რა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, საჯაროდ კვლავ ხდება დემონსტრირება ფსიქოლოგიური ძალადობის და სამოქალაქო მშვიდობისათვის ხელის შეშლის, რაც საელჩოებისა და არასამთავრობო სექტორისთვის რატომღაც შეუმჩნეველი რჩება.

სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წევრიც, იმის ნაცვლად რომ იზრუნოს პროცესების ნორმალიზებისათვის, ტოლს არ უდებს მედიას ეკლესიის შეურაცხყოფასა და არეულობის შექმნაში.

ჩვენ კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ; მივენდოთ ღმერთს, და მოთმინებით დავძლიოთ გამოწვევები.

მათთვის კი, ვისაც საერო კანონმდებლობით სურთ ნაბიჯების გადადგმა, განვუმარტავთ: საქართველოს კანონით, ნებისმიერი მოქალაქე დაცულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, არასასურველი კომუნიკაციისა და ადევნებისაგან (151 I მუხლი).

სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე, ისჯება ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წეს-ჩვეულების აღსრულებისთვის ხელის შეშლაც (მუხლი 155-ე).

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალიტებთან კომუნიკაცია; რადგან დამაბრკოლებელი გარემოებები ექმნებათ; ასევე მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელეთან;

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება. ღმერთმა მოგვცეს დათმენის უნარი და ლოცვის ძალა, ამინ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Tags: საქართველოს საპატრიარქოსიძულვილის ენა
Share199Tweet125

სხვადასხვა

„ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის“

„ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის“

ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა...

რუსლან ალხანაშვილი – ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია!

რუსლან ალხანაშვილი – ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია!

„თანასწორობის მოძრაობის“ წევრის მამამ, რუსლან ალხანაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა. ალხანაშვილი აცხადებს, რომ როგორც მისი, ასევე  ქალიშვილის – მაიკო ალხანაშვილის სიცოცხლე...

„პრემიერ-მინისტრი ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას კავკასიასა და ჩვენს რეგიონში“

„პრემიერ-მინისტრი ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას კავკასიასა და ჩვენს რეგიონში“

ჩვენ გვქონდა შეხვედრა დღეს ისრაელის დელეგაციასთან, პრემიერ-მინისტრი ხვდება რამდენიმე ქვეყნის დელეგაციებს - ისრაელის დელეგაციასთან პრემიერმა ისაუბრა ჩვენს ურთიერთობაზე, იმ საკითხებზე,...

„წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება“

„წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება“

წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით,...

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობა გაძლიერებული ძალებით გრძელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობა გაძლიერებული ძალებით გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებს. ხანძრის ქრობის...

„ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული… უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!“

„ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული… უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!“

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ „ამნისტიის კანონი" ყველა ბრალდებულ პირს უნდა შეეხოს. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ თუ...

გერმანიაში კორონავირუსით შინაური ცხოველები დაინფიცირდნენ

გერმანიაში კორონავირუსით შინაური ცხოველები დაინფიცირდნენ

გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში ახალი ტიპის კორონავირუსით ორი კატა დაინფიცირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საუბარია შინაურ კატებზე, რომელთა პატრონიც ადრე COVID-19-ით გარდაიცვალა. გერმანიის ფედერალური...

„მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა დარჩეს ქუჩაში“

„მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა დარჩეს ქუჩაში“

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ოპოზიციაში არსებობს ხალხი, ვისაც არ უნდა შერიგება. „ოპოზიციაში არსებობს ხალხი, რომლებსაც არც...

„თავს არ ჩამოვწევ, რადგან იმის გამო მკიცხავენ, რაც არ ჩამიდენია“

„თავს არ ჩამოვწევ, რადგან იმის გამო მკიცხავენ, რაც არ ჩამიდენია“

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც სასამართლომ კორუფციასა და გავლენით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნო, განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი არ აქვს. „სამწუხაროდ,...

იაპონიაში მარტოობასა და იზოლაციასთან ბრძოლის სამინისტრო შეიქმნა

იაპონიაში მარტოობასა და იზოლაციასთან ბრძოლის სამინისტრო შეიქმნა

პანდემიის ფონზე მომრავლებული თვითმკვლელობების გამო იაპონიაში იაპონიაში მარტოობასა და იზოლაციასთან ბრძოლის სამინისტრო შეიქმნა. ამის შესახებ გამოცემა Japan Times-ი წერს. ახალი თანამდებობის...

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად იმოძრავებს

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად იმოძრავებს

https://www.youtube.com/watch?v=qw21NvyUPZ8&feature=youtu.be ქალაქ თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად იმოძრავებს. 50 მგზავრზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსები მუშაობას სატესტო რეჟიმში დაიწყებს. ტრანსპორტით გადაადგილება უფასო...

„ჯერ გაქცეული, მერე შემოპარული და „განუბაჟებელი პრეზიდენტი“ ნეტავ რომელ არჩევნებს იგებს?“

„ჯერ გაქცეული, მერე შემოპარული და „განუბაჟებელი პრეზიდენტი“ ნეტავ რომელ არჩევნებს იგებს?“

ჯერ გაქცეული, მერე შემოპარული და „განუბაჟებელი პრეზიდენტი“ ნეტავ რომელ არჩევნებს იგებს? ზუგდიდის მერის? თუ 2024 წლის? არადა 2040 წლის არჩევნებსაც...

„ფაიზერზე“ გაუქმებული ჯავშანი აჩენს ეჭვებს, ხელოვნურად ხომ არ ხდება ადგილის დაკავება“

„ფაიზერზე“ გაუქმებული ჯავშანი აჩენს ეჭვებს, ხელოვნურად ხომ არ ხდება ადგილის დაკავება“

ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა ვაქცინაზე და არ გამოცხადდა. „ფაიზერზე“ რომ ამდენივე არის გაუქმებული, ჩვენში ეს ადრე გამოთქმულ ეჭვებსაც აჩენს, რომ ხელოვნურად...

მოსწავლეების მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ

მოსწავლეების მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის....

ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ჩუტყვავილას შემთხვევებს იკვლევენ

ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ჩუტყვავილას შემთხვევებს იკვლევენ

სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ჩუტყვავილას სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს. მაიმუნის ჩუტყვავილას...

„რამდენიმე სასულიერო პირი პირდაპირ ეთერში აიცრება“

„რამდენიმე სასულიერო პირი პირდაპირ ეთერში აიცრება“

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ მოსახლეობის დარწმუნება ვერ ხერხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის...

გიორგი შერმადინი ესპანურ ლიგაში წლის გიგანტად დაასახელეს

გიორგი შერმადინი ესპანურ ლიგაში წლის გიგანტად დაასახელეს

გიორგი შერმადინის „ტენერიფეს” ქართველი ცენტრი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის გიგანტად დაასახელეს, - ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს. ფედერაციის ცნობით, ესაა ესპანეთში ერთ-ერთი...

„წითელი არმიის დაარსების დღეს პუტინს, გავრილოვს, თემურ ალასანიას თუ მიხეილ სააკაშვილს ეს საჩუქარი არ აღირსა ქართულმა სახელმწიფომ“

„წითელი არმიის დაარსების დღეს პუტინს, გავრილოვს, თემურ ალასანიას თუ მიხეილ სააკაშვილს ეს საჩუქარი არ აღირსა ქართულმა სახელმწიფომ“

ეს იყო მელიას ტესტი, რომელიც სახელმწიფომ ხუთიანზე ჩააბარა, - ასე გამოეხმაურა ნიკა მელიას დაკავებას ექსპერტი დავით ქართველიშვილი. როგორც ქართველიშვილმა POSTV-ის...

„ყველა სკოლაში არის ის რესურსი და აღჭურვილობა, რომელიც მოსწავლეების ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს“

„დამტკიცებულია ყველა ის საჭირო რესურსი, რომ მოსწავლის ჯანმრთელობა სკოლაში დაცული იყოს“

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში არის ის რესურსი და აღჭურვილობა, რომელიც...

„პუტინი ფიქრობდა, რომ შეეძლო უკრაინელების გატეხვა, მაგრამ შეცდა“

„პუტინი ფიქრობდა, რომ შეეძლო უკრაინელების გატეხვა, მაგრამ შეცდა“

რუსეთმა, რომელმაც უკანონოდ დაიპყრო ყირიმი 2014 წელს, უკრაინის ნახევარკუნძული პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ ნაწილად აქცია, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა...

საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა

საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა

საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი...

„პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე დაბალია, შარშან ამ დროს 70%-ზე მაღალი იყო“

„პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე დაბალია, შარშან ამ დროს 70%-ზე მაღალი იყო“

ყველაზე ქმედითი ღონისძიება, რაც ჩვენს ხელთაა, ესაა პირბადის ტარება და 43%-ზე დაბლა ჩამოვედით, როდესაც შარშან ამ დროს ეს მაჩვენებელი 70%-ზე...

საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღადგინა

საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღადგინა

სამდღიანი შეზღუდვის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღადგინა. ოკუპირებული გალიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ენგურის ხიდის გამშვები პუნქტის გავლით გამოსვლა...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ...

„იმდენ ხანს ვიბრძოლებთ, რამდენიც დასჭირდება ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებას“

„იმდენ ხანს ვიბრძოლებთ, რამდენიც დასჭირდება ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებას“

ჩვენ ვიბრძოლებთ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება ქვეყნის გათავისუფლებას. თუ ბავშვები უკვე იბადებიან თავშესაფრებში, მაშინაც კი, როცა დაბომბვა გრძელდება, მაშინ მტერს...

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

20 მაისს საქართველოში შენარჩუნდება გრილი, ქარიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი. 21 მაისს გამოიდარებს, ქარი ჩადგება, შედარებით დათბება. 22 მაისს თბილი...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021