Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები პოლიტიკა

„ამ ქვეყანაში ვარდები აღარ იქნება, მაგრამ არჩევნებით, შესაძლებელია, საზოგადოებამ ეს ხელისუფლება გაისტუმროს“

in ახალი ამბები, პოლიტიკა
0
„ამ ქვეყანაში ვარდები აღარ იქნება, მაგრამ არჩევნებით, შესაძლებელია, საზოგადოებამ ეს ხელისუფლება გაისტუმროს“
505
SHARES
1.4k
VIEWS
გაზიარება

მთავარი, რისკენაც ახლა ქვემეხი მიიმართა, არის ეკლესია და პატრიარქი, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა  „პირველი არხის“ ეთერში.

„ეს აღიზიანებს ამ ქვეყნის საზოგადოების დიდ უმრავლესობას და ეს იწვევს ასეთი დონის აგრესიას ამ უმრავლესობის დაჯგუფებებში, რომელიც ღმერთს მადლობა, უმცირესობაში არიან. რა თქმა უნდა, ძალადობა ხელისუფლების მიერ უნდა იქნას დასჯილი და ეს ასე იქნება. უბრალოდ, ეს იმხელა პრობლემებია, რომ ამას მარტო მთავრობა ვერ გაწვდება. ვიძახოთ მთავრობა-მთავრობა და ვიყოთ ასე. მთავრობა, რასაც შეუძლია, გააკეთებს, ამის გარანტიას გაძლევთ, მაგრამ თქვენ, მედია რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში თანხმობა მოხდეს?“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ახლა მოდაში ხელების გადაგრეხვაა და „ქართულ ოცნებას“ ყველამ ძალიან ბევრჯერ გადაუგრიხა ხელები. „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ, რომ ხელისუფლებაა, ხელები ყველას გადააგრეხინა, ვისაც არ შეეზარა – 8 მარტის შეთანხმება, შეწყალებები, შარლ მიშელის დოკუმენტი. „ქართულ ოცნებას“ ჰგონია და თქვენც ამას უყიჟინებდით, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და რომ არ შესულიყო რა, ზოგიერთის იქ ყოფნას რა ფასი აქვს?! ზოგიერთის, თორემ ზოგიერთი ცდილობს, პოლიტიკა აკეთოს იმ აურზაურში, რაც იქ ხდება“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, იმაზეც კი წავიდა, რომ ვიღაცებს ხელები გადააგრეხინა, თორემ მისთვის, როგორც ერთი პარტიისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტი პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.

„ქართული ოცნება“, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, იმაზეც კი წავიდა, რომ ვიღაცებს ხელები გადააგრეხინა, თორემ პოლიტიკურად, „ქართული ოცნებისთვის“ თქვენ მომგებიანი გგონიათ შარლ მიშელის დიადი დოკუმენტი? არა. პოლიტიკურად, ეს ჩვენთვის, ერთი პარტიისთვის წამგებიანია, მაგრამ ხელი მოვაწერეთ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ვართ. რატომ? – იმიტომ, რომ ხელისუფლებაში რომ ხარ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, მაგრამ არ მშვიდდებიან, სიტუაცია არ მშვიდდება და მივდივართ იქამდე, რაც მე მაინც ჯიუტად მგონია მთავარი – როდესაც ქართველ ერს რაღაცას ეუბნები, ამ ქვეყნის შვილი ხარ, ხელისუფალი თუ ფასილიტატორი, იმ ერს კარგად უნდა იცნობდე. ასეთი დოკუმენტებით, რაც არ უნდა კარგი დოკუმენტები იყოს, სამწუხაროდ, ქვეყანაში თანხმობა არ მყარდება. თუმცა, ალბათ, ეს აუცილებელი იყო“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ვარდები აღარ იქნება, მაგრამ არჩევნებით, შესაძლებელია, საზოგადოებამ ეს ხელისუფლება გაისტუმროს.

Tags: ეკლესიათეა წულუკიანიპატრიარქი
Share202Tweet126

სხვადასხვა

წვიმა, სეტყვა, ქარი – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

წვიმა, სეტყვა, ქარი – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის...

სამკურნალო ჩაი კარკადეს სასარგებლო თვისებები

სამკურნალო ჩაი კარკადეს სასარგებლო თვისებები

1. ისეთი ნივთიერებები, როგორიც არის ანტოციანები, დიდ როლს თამაშობენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაში. სწორედ ისინი ანიჭებენ ჩაის წითელ ფერს და აფერხებენ...

„რუსეთის შეიარაღებული ძალები სამშობლოს წინაშე დადებული ფიცის ერთგულნი უნდა იყვნენ“

„რუსეთის შეიარაღებული ძალები სამშობლოს წინაშე დადებული ფიცის ერთგულნი უნდა იყვნენ“

რუსები მშვიდობისმოყვარე ხალხია, თუმცა ისინი ყოველთვის მზად არიან, დაიცვან საკუთარი ქვეყანა, - ამის შესახებ საკვირაო ქადაგებაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა...

„მეუფე პეტრემ გუშინ საკუთარ თავს საბოლოო განაჩენი გამოუტანა, ის იქნება განკვეთილი!“

„მეუფე პეტრემ გუშინ საკუთარ თავს საბოლოო განაჩენი გამოუტანა, ის იქნება განკვეთილი!“

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას „სინდისის გამყიდველი კაცი“ უწოდა. „მეუფე პეტრემ...

„მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის გლობალური საფინანსო სისტემიდან გათიშვის შესახებ“

„მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის გლობალური საფინანსო სისტემიდან გათიშვის შესახებ“

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი Twitter-ის გვერდზე წერს, რომ, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის პასუხად, რუსეთს გლობალური საფინანსო სისტემიდან გათიშავენ. „ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მივიღეთ...

„ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრება ოქტომბრის ბოლოს დასრულდება“

„ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრება ოქტომბრის ბოლოს დასრულდება“

თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილზე, სატყეო ტერიტორიის მიმდებარედ, დამეწყრილ უბანს საყრდენი კედლებით ამაგრებს. ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან - ირაკლი...

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გამარჯვებული ცნობილია

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გამარჯვებული ცნობილია

ნობელის კომიტეტმა ლიტერატურის დარგში პრემიის გამარჯვებული დაასახელა. 2021 წლის პრემიის ლაურეატი აბდულრაზაკ გურნა გახდა. „ლიტერატურაში 2021 წლის ნობელის პრემია აბდულრაზაკ...

„დღეს ქვეყანაში ათი კლასტერია ჩამოყალიბებული, ყველა კლასტერის ეპიდაფეთქება ქორწილებიდან და ქელეხებიდან დაიწყო“

„დღეს ქვეყანაში ათი კლასტერია ჩამოყალიბებული, ყველა კლასტერის ეპიდაფეთქება ქორწილებიდან და ქელეხებიდან დაიწყო“

დღეს ქვეყანაში ათი კლასტერია ჩამოყალიბებული, ყველა კლასტერის ეპიდაფეთქება ქორწილებიდან და ქელეხებიდან დაიწყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა...

„ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას“

„ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას“

ვამზადებთ ძალიან დიდ სიახლეს, რომელსაც როცა გარეთ გამოვიტანთ, საზოგადოება იფიქრებს: „ეს ხომ ისედაც ასეა და ისედაც ასე უნდა ყოფილიყო“, მაგრამ...

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის „თარიღები“ და პანიკა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს“

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის „თარიღები“ და პანიკა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს“

უკრაინაში რუსეთის შეჭრის „თარიღები“ და პანიკა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ჟურნალისტის კითხვაზე - რა კომენტარი შეგიძლიათ გააკეთოთ...

„კლინიკაში შეცდომები დაუშვეს“ – რას ამბობს გარდაცვლილი მედდის ბიძა

„კლინიკაში შეცდომები დაუშვეს“ – რას ამბობს გარდაცვლილი მედდის ბიძა

ახალციხეში, ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი მედდას ოჯახი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყებას ენდობიან და გამოძიების შედეგებს ელოდებიან. პროცესში ოჯახის მოთხოვნით...

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში სვიატოგორის ლავრა დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში სვიატოგორის ლავრა დაბომბეს

ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, სვიატოგორის ლავრაზე საჰაერო იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას Ukinform-ი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის Telegram-არხზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს, შენობას თავს ქალები და ბავშვები...

„ქართული ოცნება“ შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში“

„ქართული ოცნება“ შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში მორიგი ვიზიტი დაასრულა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. მისი განცხადებით „ქართული ოცნება“...

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 თებერვალს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში ნისლი და ქარბუქი,...

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში 14 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში 14 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში 14 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა, - ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ. სააგენტოს ინფორმაციით, სააღმზრდელო...

გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს

გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს

გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით სთავაზობს. გახარია ამტკიცებს, რომ მისი პარტიის წევრებთან ფარული...

„სისულელეა, როგორ იტყვის ოპოზიცია რევოლუცია გავაკეთოთ, როგორ გააკეთებს, თუ ხალხი კმაყოფილია“

„სისულელეა, როგორ იტყვის ოპოზიცია რევოლუცია გავაკეთოთ, როგორ გააკეთებს, თუ ხალხი კმაყოფილია“

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ შეუძლებელია ქვეყანაში რევოლუცია მოხდეს მაშინ, თუ ხალხი კმაყოფილია. მისი თქმით, ის ელოდება, როდის...

„ხალხს ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ხალხი „ბოკერია-ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის არა!“

„ხალხს ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ხალხი „ბოკერია-ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის არა!“

ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი, „ბოკერია- ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის არა, – ამის შესახებ „კანონი და...

„მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, თუ ჩვენ გვექნება აცრების მაღალი მაჩვენებელი“

„მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, თუ ჩვენ გვექნება აცრების მაღალი მაჩვენებელი“

მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, იოლი თუ ჩვენ გვექნება აცრების მაღალი მაჩვენებელი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის...

„სუხიშვილებისა“ და „ერისიონის“ მოცეკვავეები მასობრივ ვაქცინაციაში ჩაერთნენ

„სუხიშვილებისა“ და „ერისიონის“ მოცეკვავეები მასობრივ ვაქცინაციაში ჩაერთნენ

კულტურის სფეროს წარმომადგენლები მასობრივ ვაქცინაციაში ჩაერთნენ. დღეს „სუხიშვილებისა“ და „ერისიონის“ მოცეკვავეები ჩინური წარმოების ვაქცინით აიცრნენ. „ერისიონი“ ჩართულია საყოველთაო ვაქცინაციაში, ჩვენთან სრულად აიცრა ყველა მსახიობი....

„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით დამშვიდებისკენ მიდის, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“

„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით დამშვიდებისკენ მიდის, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“

განსაკუთრებით ხვალიდან, როცა ტრანსპორტი ამუშავდება, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ტრანსპორტით გადაადგილების ყველა წესი თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას, - ამის შესახებ...

მლეთა-გუდაურის, გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

მლეთა-გუდაურის, გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის,...

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით გორსა და ხაშურში 11 პირი დააკავეს, 4-ის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო....

„დღეიდან დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირება კვლავ ამოქმედდება“

„დღეიდან დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირება კვლავ ამოქმედდება“

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დედაქალაქის განსაზღვრულ არეალებში დღეიდან ისევ ამოქმედდება და ავტომფლობელებს საათობრივი საფასურის გადახდა უწინდებურად მოუწევთ. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის...

ნუკრიანში ლავანდების ყვავილობა დაიწყო

ნუკრიანში ლავანდების ყვავილობა დაიწყო

ნუკრიანი ერთადერთი სოფელია საქართველოში, სადაც ლავანდის პლანტაციებია გაშენებული. კახეთის სოფელში ლავანდების ყვავილობა ახლა დაიწყო და რამდენიმე კვირა გასტანს. იასამნისფრად მოელვარე...

„საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემა არ დგას“

„საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემა არ დგას“

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემა არ დგას. როგორც ამ თემაზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021