Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home უცხოეთი

რუსი ოპოზიციონერი – ჩონჩხად გადავიქეცი…

in უცხოეთი
0
რუსი ოპოზიციონერი – ჩონჩხად გადავიქეცი…
508
SHARES
1.5k
VIEWS
გაზიარება

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, შიმშილობის 21-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობას უხდის.

ცნობისთვის, დღეს რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები იმართება, თუმცა ქალაქის ადმინისტრაციები გართულებული კოვიდვითარების საბაბით, აქციების ჩატარების ოფიციალურ ნებართვებს არ იძლევიან.

„ახლა რომ მხედავდეთ, გაგეცინებოდათ. კამერაში ჩონჩხი ყანყალით დადის. ხელში სასამართლოს მილივით დახვეული დადგენილება უჭირავს. ჩონჩხი ამ დადგენილებით სასოწარკვეთილი ხოცავს კედლებზე და ჭერზე დამსხდარ კოღოებს. ეს მოწუილე და მკბენარე არსებები ადამიანს ნებისმიერ შიმშილობაზე სწრაფად მოკლავენ.

ახლა ჩემით ნამდვილად შეიძლება იმ ბავშვების შეშინება, რომლებიც ჭამაზე უარს ამბობენ.

„- მაშენკა თუ არ შეჭამ ფაფას, ამ ბიძიას დაემსგავსები უზარმაზარი ყურებით, თავის ქალაზე გადაკრული ტყავით  და ჩაცვენილი თვალებით.

არა დედა, არა, მე ყველაფერ შევჭამ და დამატებასაც მოვითხოვ…”

მაგრამ ცხოვრება შესანიშნავ მომენტებსაც იძლევა, როდესაც კიდევაც გიხარია და კიდევაც იცინი.

ამ შაბათ-კვირას არ მოვიტყუები, ცუდად ვიყავი. სხვა ციხის საავადმყოფოში გადამიყვანეს. ეს ნიშნავს მრავალსაათიან ჩხრეკას. შემდეგ გადაყვანა მოყანყალე რკინის კოლოფით. შემდეგ ისევ ჩხრეკა. გაიხადე ფეხსაცმელი, დაჯექი, აჩვენე ტერფები, გააღე პირი…

ზიხარ კამერაში, მკაფიოდ ვერც ხვდები სად ხარ. დაკავებული ხარ პატიმრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმით: მარტოობასთან დაკავშირებულ აზრებს აძევებ საკუთარი თავიდან. თქვენ ხომ გახსოვთ მთავარი: ბოროტმოქმედებისა და ნაძირლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავი მარტოდ იგრძნოთ.

მაგრამ წუხელ ჩემთან ადვოკატი შემოვარდა ზუსტად 5 წუთით და მომიყვა თქვენი უზარმაზარი მხარდაჭერის შესახებ. რუსეთშიც და მთელ მსოფლიოშიც. ეს მომენტი ძალიან ძვირფასი იყო.

მე გამეცინა, როდესაც წავიკითხე მედიცინის განმანათლებელთა ციტატები, რომ კალიუმის ისეთი დონით, რომელიც ჩემს ანალიზებშია, ან რეანიმაციაში, ან კუბოში უნდა ვიყო. მაგრამ არა, მე ასე ადვილად ვერ მომიგვარებთ. “ნოვიჩოკის” შემდეგ არც კალიუმის არ მეშინია.

დიდი მადლობა თქვენ. ისეთებისთვის, როგორიც მე ვარ, რომელსაც არაფერი აქვს წყლის ჭიქის გარდა, იმედი და საკუთარი გადაწყვეტილებების რწმენა ძალიან ბევრს ნიშნავს. ციხეშიც და თავისუფლებაზეც. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა, ეს ბევრი და რთული არაა. მაგრამ არ არსებობს უკეთესი იარაღი უსამართლობისა და უკანონობის წინააღმდეგ.

მხოლოდ ამით ვცოცხლობთ და გადავრჩებით, მიუხედავად კალიუმის მაღალი დონისა“, – წერს ალექსეი ნავალნი.

ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოს თვეში რუსეთში “ნოვიჩოკის” ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. ის კომატოზურ მდგომარეობაში სამკურნალოდ რუსეთიდან გერმანიაში იქნა გადაყვანილი, ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ კი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა, სადაც აეროპორტშივე დააკავეს და 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს. 2 თებერვალს კი სასამართლომ რუს ოპოზიციონერს “ივ როშეს საქმეზე” პირობითი სასჯელი წესების დარღვევის გამო, რეალური პატიმრობით შეუცვალა – 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ნავალნი სასჯელს 11 მარტიდან ვლადიმირის ოლქის პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში იხდის. ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა იმის გამო, რომ მას დამოუკიდებელი ექიმის მხრიდან  სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარი უთხრეს. ოპოზიციონერი ზურგის არეში მწვავე ტკივილს უჩივის და დროდადრო კარგავს მგრძნობელობას ფეხში.

Tags: ალექსეი ნავალნი
Share203Tweet127

სხვადასხვა

„კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, მოსალოდნელია სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა“

„კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, მოსალოდნელია სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა“

ჩვენი მაქსიმალური ყურადღება ისევ და ისევ უნდა გადავიდეს პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ შემთხვევების შემდგომი მატება თავიდან ავიცილოთ, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ...

სოფელ საკირეში დააკავეს კაცი, რომელმაც, ეჭვიანობის ნიადაგზე, თანასოფლელი მოკლა და მეუღლე დაჭრა

სოფელ საკირეში დააკავეს კაცი, რომელმაც, ეჭვიანობის ნიადაგზე, თანასოფლელი მოკლა და მეუღლე დაჭრა

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული კ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს,...

თეატრ „გლობუსს“ სანდრო მრევლიშვილის სახელი მიენიჭა

თეატრ „გლობუსს“ სანდრო მრევლიშვილის სახელი მიენიჭა

გამოჩენილ ქართველ თეატრალურ რეჟისორს, სანდრო მრევლიშვილს, დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრ „გლობუსს“, მისი, როგორც დამფუძნებლის, სახელი მიენიჭა....

„ქართული ოცნება“ არის გამარჯვებული პარტია, მეორე ტურები საერთოდ არ არის პრობლემა“

„ქართული ოცნება“ არის გამარჯვებული პარტია, მეორე ტურები საერთოდ არ არის პრობლემა“

რით იყვნენ დაკავებული ოპონენტები მთელი წინასაარჩევნო პერიოდი, ბოროტებით, სიძულვილის ენით, ცილისწამებით. ყველაფერი გამოიყენეს და ყველაფერზე წავიდნენ. ეს არის მათი ხელწერა...

დღეს ოლიმპიური თამაშები გაიხსნება

დღეს ოლიმპიური თამაშები გაიხსნება

ტოკიო დღეს მსოფლიო მედიის, და არამხოლოდ, ყურადღების ეპიცენტრშია. 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით სწორედ იაპონიის დედაქალაქი უმასპინძლებს ოლიმპიურ თამაშებს, სადაც...

თავდაცვის სამინისტროში საფრანგეთის სპეციალური ოპერაციების ძალების დელეგაციას უმასპინძლეს

თავდაცვის სამინისტროში საფრანგეთის სპეციალური ოპერაციების ძალების დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის სპეციალური ოპერაციების ძალების დელეგაცია იმყოფება. Tally ERP software KMS activator for Microsoft Office 2016 თავდაცვის...

10 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით, კახეთში 30 წლის მამაკაცი დააკავეს (ვიდეო)

10 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით, კახეთში 30 წლის მამაკაცი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი...

ქუთაისის სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა, თუმცა მისივე თხოვნით საქმეში სოციალური სამსახური ჩაერთო

ქუთაისის სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა, თუმცა მისივე თხოვნით საქმეში სოციალური სამსახური ჩაერთო

ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი უსახსრობა გახდა. დედამ კლინიკაში განაცხადა, რომ მას შვილის შენახვა არ შეეძლო...

„არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით“

„არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით“

ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია, საზოგადოებას წარუდგინოს საარჩევნო პროგრამა და ეს არ უნდათ, – ამის შესახებ თბილისის...

„ვმუშაობთ ინტენსიურად, რომ არ შეიქმნას საფრთხეების განვითარების ტენდენცია“

„ვმუშაობთ ინტენსიურად, რომ არ შეიქმნას საფრთხეების განვითარების ტენდენცია“

ჩვენ რისკებსა და საფრთხეებს საიდანაც ვხედავდით, იქიდან ვხედავთ, უბრალოდ გამძაფრებულად, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. რაც შეეხება...

აგვისტოს თვეში ენმ-ს ქუთაისის ოფისში კიდევ 11 წევრი გაწევრიანდა

აგვისტოს თვეში ენმ-ს ქუთაისის ოფისში კიდევ 11 წევრი გაწევრიანდა

გთავაზობთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგს ქუთაისის ენმ- ს ოფისიდან : „ტრადიციულად  ენმ  ყოველ თვე აცნობს საზოგადოებას  პარტიული რიგებში გაწევრიანებულ მოქალაქეებს,...

„ანტივაქსერზე საშიში ხალხი ის არის, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს“

„ანტივაქსერზე საშიში ხალხი ის არის, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს“

ანტივაქსერები ყველგან არიან მსოფლიოში. თქვენ ნახეთ, რახელა დემონსტაცია გამართეს ანტივაქსერებმა საფრანგეთში. ეგეთი ხალხი ყველგან არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის...

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 თებერვლამდე სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ...

გურიაში 46 წლის მამაკაცის მკვლელს ეძებენ

გურიაში 46 წლის მამაკაცის მკვლელს ეძებენ

გურიაში მკვლელობაში დამნაშავეს ეძებენ. შემთხვევა ლანჩხუთში მოხდა. 46 წლის მამაკაცი ზაზა წილოსანი ტყეში მოკლული იპოვეს. ცხედარს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული...

„სააკაშვილი არის რეციდივისტი – სამართლებრივად ასეა“

„სააკაშვილი არის რეციდივისტი – სამართლებრივად ასეა“

მიხეილ სააკაშვილი არის რეციდივისტი, ხოლო ვინ რა ხნით იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას წყვეტს კანონი და სასამართლო, - ამის შესახებ პარლამენტის...

ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით 27 ადამიანი დაშავდა

ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით 27 ადამიანი დაშავდა

ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის გამოყენებისას, თბილისში 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 6 დაშავებულს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. რეგიონებში 19...

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი 2021 წლის საუკეთესო ევროპელ მწვრთნელად დასახელდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი 2021 წლის საუკეთესო ევროპელ მწვრთნელად დასახელდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლაშა გუჯეჯიანს 2021 წლის საუკეთესო ევროპელ მწვრთნელად დასახელებას ულოცავს....

„კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა ბიზნესის მხარდამჭერმა სახელმწიფო პროგრამებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკის გაჯანსაღებაში“

„კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა ბიზნესის მხარდამჭერმა სახელმწიფო პროგრამებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკის გაჯანსაღებაში“

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-სექტემბრის საშუალო წლიური ზრდის...

„კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი შეიძლება ნაკლებად მძიმე იყოს“

„კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი შეიძლება ნაკლებად მძიმე იყოს“

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს. „როგორც ჩანს, ფაქტობრივად,...

„ფაიზერით“ ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი“

„ფაიზერით“ ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი“

აქამდე „ფაიზერით“ ვაქცინაცია ტარდებოდა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში. დღეს უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც, - ამის შესახებ...

„პეტრე ცაავას არაფერი გაუკეთებია, რომ ჩვენ დავაბრუნოთ…“

„პეტრე ცაავას არაფერი გაუკეთებია, რომ ჩვენ დავაბრუნოთ…“

პეტრე ცაავას საკითხი სავარაუდოდ ამ სინოდის სხდომაზე განხილული არ იქნება, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა „რუსთავი...

„ყველა ინდიკატორი გაუარესებულია, დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს ასცდა“

„ყველა ინდიკატორი გაუარესებულია, დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს ასცდა“

ყველა ინდიკატორი გაუარესებულია, დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს ასცდა, 1,43-მდეა ასული რეპროდუქციის ინდექსი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელმძღვანელმა, საკოორდინაციო საბჭოს...

22 ივლისს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

22 ივლისს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

22 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში,...

„რესპუბლიკური პარტია“ მზად არის, პარლამენტში კონკრეტული კენჭისყრის დროს შევიდეს“

„რესპუბლიკური პარტია“ მზად არის, პარლამენტში კონკრეტული კენჭისყრის დროს შევიდეს“

„რესპუბლიკური პარტია“ მზად არის, პარლამენტში კონკრეტული კენჭისყრის დროს შევიდეს. ამის შესახებ ხათუნა სამნიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პარტია, რომელსაც...

„საქართველოში დეფიციტი არ შეიქმნება – პროდუქტი, რომელიც უკრაინიდან ვერ შემოვა, სხვა ქვეყნებიდან ჩანაცვლდება“

„საქართველოში დეფიციტი არ შეიქმნება – პროდუქტი, რომელიც უკრაინიდან ვერ შემოვა, სხვა ქვეყნებიდან ჩანაცვლდება“

საქართველოში პროდუქტის დეფიციტი არ შეიქმნება. ყველა პროდუქტი, რომელიც უკრაინიდან ვერ შემოვა, ჩანაცვლებადია სხვა ქვეყნებით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021