Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები პოლიტიკა

„ნიკა მელიას უნდა, სამყაროს ცენტრი იყოს, თუმცა ასე არაა…“

in ახალი ამბები, პოლიტიკა
0
„ნიკა მელიას უნდა, სამყაროს ცენტრი იყოს, თუმცა ასე არაა…“
502
SHARES
1.4k
VIEWS
გაზიარება

ნიკა მელიას უნდა, სამყაროს ცენტრი იყოს, თუმცა ასე არაა, – ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია NSI-ს წარმომადგენელმა, პოლ ჯოელმა „პირველი არხის“ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ვფიქრობ, ხელისუფლება ეძებდა გირაოს გადახდის გზას, თუმცა პასუხი იყო – ოჰ, არა, არაფერს მივიღებ, აქ ვრჩები! რატომ?! იმიტომ, რომ ეს პროვოკაციის ნაწილია. სამწუხაროდ, ამან სიტუაცია დაამძიმა და ალბათ, სჯობს, ამ ინტერვიუში არ გავცე რჩევა იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს. ყურადღება ახლა ევროკავშირის მონახაზზე უნდა გამახვილდეს. რამეზე უნდა შეთანხმდნენ და ვფიქრობ, ეს მოლაპარაკება შედგება, თუკი ორივე მხარე მიიღებს ევროკავშირის შეთანხმებას. მელია სამყაროს ცენტრი არაა. უნდა, რომ სამყაროს ცენტრი იყოს, თუმცა ასე არაა. სამყაროს ცენტრი ახლა პარლამენტის წევრები არიან, რომლებიც უკან დაბრუნდებიან, იმუშავებენ, იბრძოლებენ, რომ გააუმჯობესონ რეფორმები, რომელთა განხორციელების პირობაც ორივე მხარემ დადო. ესაა დემოკრატია. ეს მძიმე შრომაა“, – განაცხადა ჯოელმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის ახლა გამოსავალი, ჯოელი პასუხობს, რომ გამოსავალი ორივე მხარის მიერ ევროკავშირის შეთავაზების მიღებაა, ყველა სხვა წითელი ხაზის, პოლიტიკური პატიმრების, ვადამდელი არჩევნების შესახებ განცხადებების გარეშე.

„ისე შეიმუშაონ რეფორმები, რომლებიც უნდათ, რომ შემდეგი არჩევნებისას ყველა ეს საარჩევნო რეფორმა აისახოს. ლიბერალიზმის არსი ამაში მდგომარეობს, რომ რადიკალურ ცვლილებებს ყოველთვის აპროტესტებენ“, – განაცხადა ჯოელმა.

მისი თქმით, ცვლილებები ეტაპობრივად უნდა მოხდეს, რათა დაცული იყოს წონასწორობა, რომ ხალხმა ისიამოვნოს თავისი თავისუფლებებით.

„აზრთა სხვადასხვაობა თავდასხმის სამიზნე კი არა, მისასალმებელი უნდა იყოს. უნდა შექმნათ საზოგადოება, სადაც განსხვავებულმა ადამიანებმა უნდა შეძლონ ცხოვრება. ქართული რეალობის რუსეთის, ან ვინმე სხვის უკან დაბრუნება ასე აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება. იმიტომ, რომ მთელი საზოგადოება ერთი მისიით გაერთიანდება და ეს მისია ძალაუფლების მოხვეჭა კი არა, წარმატებული, აყვავებული ქვეყნის შექმნა იქნება, რომელიც ზრუნავს საკუთარ თავზე“, – განაცხადა ჯოელმა.

პოლ ჯოელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ პანდემიის მართვას თავი კარგად გაართვა.

„პანდემიის დაწყებისას, როცა ჩვენ, ამერიკელები დავიბენით, სიამოვნებით ვაკვირდებოდი იმ წინამძღოლობას, რომელიც ქართულმა მთავრობამ ყველაფრის შეჩერებაში გამოიჩინა. ამაზე დავწერე კიდეც და ვუთხარი ხალხს, ჩემს კოლეგებს მთელს მსოფლიოში – ნახეთ, რა გააკეთა საქართველომ! ინფექციის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა გქონდათ და რატომ?! – მკაცრები იყვნენ! თუმცა, მერე საარჩევნო სეზონი დაიწყო, დაიწყო მასობრივი გამოსვლები, პლუს ბათუმი ზაფხულში, თქვენც ხომ იცით, ეს რას ნიშნავს?! ამან შემთხვევებიც გაზარდა. ძალისხმევათა ერთობლიობა არის მთავარი. პანდემიის დასაწყისში საქართველოს ეს ჰქონდა“, – განაცხადა ჯოელმა.

ჯოელმა მხარეებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„ვთხოვ ყველა მხარეს – მთავრობას, ოპოზიციას, რომ გაერთიანდნენ. შეიძლება, ერთმანეთი არ მოგწონთ, მაგრამ უნდა ილაპარაკოთ, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ და რუსეთს შეგვიძლია, რომ დავგმოთ ისინი იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩაიდინეს, მაგრამ ასევე ვილაპარაკოთ საკითხებზე, რომლებიც ერთობლივ ინტერესს წარმოადგენს. მაგალითად, იარაღის კონტროლზე და ასე შემდეგ. რუსეთი ახლა აშშ-ს ცდის. საქართველო, გთხოვ, ნუ იქნები ამ ტესტის ნაწილი. ჩვენთან იყავი! ჩვენთან ერთად დარჩი, რომ ჩვენც შენთან ერთად ვიყოთ. სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ!“ – განაცხადა პოლ ჯოელმა.

Tags: ნიკა მელიაპოლ ჯოელი
Share201Tweet126

სხვადასხვა

„პატრიარქის კურთხევით, უკრაინის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო“

„პატრიარქის კურთხევით, უკრაინის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო“

დღეს ტრაგიკული მოვლენები ვითარდება უკრაინაში. ვგულშემატკივრობთ ჩვენს დებს და ძმებს. ვლოცულობთ, რომ მშვიდობა დამყარდეს, - სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა...

საქართველოს საპატრიარქოსთან ქართველოლოგიური კვლევის ცენტრი დაარსდა

საქართველოს საპატრიარქოსთან ქართველოლოგიური კვლევის ცენტრი დაარსდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ბრძანებით, 2021 წლის 15 თებერვლიდან საქართველოს საპატრიარქოსთან დაარსდა ქართველოლოგიური კვლევის ცენტრი, - ამის შესახებ ინფორმაციას...

სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 81 კილომეტრში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 81 კილომეტრში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 81 კილომეტრში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში...

ალკოჰოლური სიმთვრალისას სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ზომები მკაცრდება

ალკოჰოლური სიმთვრალისას სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ზომები მკაცრდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში...

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს. „ყველას ვულოცავ, მშვიდობით წარიმართა ეს პროცესი. გარეთ იყო გაუგებრობა. ვნებები ჩაცხრება და სწრაფად დავიწყებთ...

2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 96,150,065 ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია. ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა გასული წლის...

„ივლისში ერთდროულად ოთხი სახის ვაქცინა გვექნება“

„ივლისში ერთდროულად ოთხი სახის ვაქცინა გვექნება“

ივლისში ერთდროულად ოთხი სახის ვაქცინა გვექნება. ეს ვაქცინებია: „სინოვაკი“ „სინოფარმი“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და...

გერმანიაში კორონავირუსით შინაური ცხოველები დაინფიცირდნენ

გერმანიაში კორონავირუსით შინაური ცხოველები დაინფიცირდნენ

გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში ახალი ტიპის კორონავირუსით ორი კატა დაინფიცირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საუბარია შინაურ კატებზე, რომელთა პატრონიც ადრე COVID-19-ით გარდაიცვალა. გერმანიის ფედერალური...

ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე თბილისში სამი პირი დააკავეს

ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე თბილისში სამი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის...

„პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის უფრო მეტი გავაკეთო“

„პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის უფრო მეტი გავაკეთო“

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის...

საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-ს სტანდარტების სპეცტექნიკით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-ს სტანდარტების სპეცტექნიკით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის ძალების ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება. „ნატოს სტანდარტების ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 300 ერთეულზე მეტი სპეციალური საავტომობილო ტექნიკა,...

„ვისთვისაც პრიორიტეტი იყო ამნისტია და ამის გამო შემოვიდა პარლამენტში, იმათ იმტვრიონ თავი“

„ვისთვისაც პრიორიტეტი იყო ამნისტია და ამის გამო შემოვიდა პარლამენტში, იმათ იმტვრიონ თავი“

პარტია „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ამნისტიის „ქართულ ოცნებისეულ" ვარიანტს, მათ ავანსად იმ პირობით დაუჭირეს მხარი, რომ კანონპროექტი შეჯერდებოდა....

ქუთაისის სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა, თუმცა მისივე თხოვნით საქმეში სოციალური სამსახური ჩაერთო

ქუთაისის სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა, თუმცა მისივე თხოვნით საქმეში სოციალური სამსახური ჩაერთო

ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი უსახსრობა გახდა. დედამ კლინიკაში განაცხადა, რომ მას შვილის შენახვა არ შეეძლო...

ქართველმა ქალმა შეიხს 2,6 მილიონი დოლარი და 4 კგ ოქრო მოპარა (ვიდეო)

ქართველმა ქალმა შეიხს 2,6 მილიონი დოლარი და 4 კგ ოქრო მოპარა (ვიდეო)

საქართველოს მოქალაქემ, რომელიც შეიხის სახლში დამლაგებლად მუშაობდა, მას 2,6 მილიონი დოლარი და 4 კგ ოქრო მოჰპარა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა...

„აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, რომლებიც ქვევით იდგნენ, 2007 წელს თხემზე ამოვიდნენ და შეიქმნა ის რეალობა, რომელიც დღემდე რჩება“

„აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, რომლებიც ქვევით იდგნენ, 2007 წელს თხემზე ამოვიდნენ და შეიქმნა ის რეალობა, რომელიც დღემდე რჩება“

დავით-გარეჯის საკითხის მოკლე ისტორია, – ამ სათაურით აქვეყნებს წერილს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი კონსტანტინე გამსახურდია „ფეისბუქში“. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, 1918-1920...

ისრაელში სასტუმროებსა და ბარებში მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეუშვებენ

ისრაელში სასტუმროებსა და ბარებში მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეუშვებენ

ისრაელში სასტუმროებსა და ბარებში მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეუშვებენ. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს. კერძოდ, სპორტდარბაზებში, სასტუმროებში, ბარ-რესტორნებში, საცურაო აუზებზე მოხვედრა...

„პანდემია ჯერ არ დამთავრებულა“

„პანდემია ჯერ არ დამთავრებულა“

პანდემია არსად წასულა, პანდემია არ დამთავრებულა. რუსეთის თავდასხმისა და შეჭრის შემდეგ იქ ნამდვილი ომია და ამ ომმა პანდემია და...

თავდაცვის ძალები სტიქიის ზონაში პირადი შემადგენლობითა და სპეციალური ტექნიკით ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებს განაგრძობს

თავდაცვის ძალები სტიქიის ზონაში პირადი შემადგენლობითა და სპეციალური ტექნიკით ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებს განაგრძობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები აქტიურადაა ჩართული. სამხედროები სპეციალური ტექნიკის - მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო...

ძლიერი წვიმის გამო მაღალმთიან რეგიონში რამდენიმე გზაზე შეზღუდვები დაწესდა

ძლიერი წვიმის გამო მაღალმთიან რეგიონში რამდენიმე გზაზე შეზღუდვები დაწესდა

ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელ საყდართან), ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა. რის...

პოლიციამ 10 ნარკორეალიზატორი დააკავა, ამოღბულია 7 კილოგრამამდე „ჰეროინი“

პოლიციამ 10 ნარკორეალიზატორი დააკავა, ამოღბულია 7 კილოგრამამდე „ჰეროინი“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული...

„ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის“

„ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის“

ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა...

„ზვიადის სახელის ხსენებას ვუკრძალავ კრიმინალებისა და პუტჩისტების თავშესაფარ ძალას – „ნაცმოძრაობას“

„ზვიადის სახელის ხსენებას ვუკრძალავ კრიმინალებისა და პუტჩისტების თავშესაფარ ძალას – „ნაცმოძრაობას“

ზვიადის სახელის ხსენებას ვუკრძალავ კრიმინალებისა და პუტჩისტების თავშესაფარ ძალას - „ნაცმოძრაობას“, - ამის შესახებ „ტვიტერზე“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი...

„ახლა რომ წინა ხელისუფლების პერიოდი იყოს, ვაჟკაცობად ჩავუთვლიდი მელიას ციხეში ყოფნას“

„ახლა რომ წინა ხელისუფლების პერიოდი იყოს, ვაჟკაცობად ჩავუთვლიდი მელიას ციხეში ყოფნას“

ბოდბელი ეპისკოპოსი ნიკა მელიას ციხეში ყოფნას ამბიონიდან ეხმაურება. „ახლა რომ წინა ხელისუფლების პერიოდი იყოს, ვაჟკაცობად ჩავუთვლიდი ციხეში ყოფნას, მაგრამ ახლა...

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენა იწყება

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენა იწყება

კულტურის მინისტრის ინიციატივით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენა იწყება. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა...

„საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების უმრავლესობას ახალგაზრდა წვევამდელები წარმოადგენენ, გამოფიტულნი და ფსიქოლოგიურად დაცემულები არიან“

„საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების უმრავლესობას ახალგაზრდა წვევამდელები წარმოადგენენ, გამოფიტულნი და ფსიქოლოგიურად დაცემულები არიან“

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებას ავრცელებს. „რუსმა ოკუპანტმა შეამცირა შეტევის ტემპი, მაგრამ მაინც, გარკვეული თვალსაზრისით, ახერხებს წარმატების მიღწევას უკრაინის წინააღმდეგ შეტევითი...

„გახარიას თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს“

„გახარიას თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს“

ჩემთვის გახარია მესამე ძალად არ მოიაზრება, მითხარით, რა გააკეთა დადებითი, თუ ჭკუა აქვს არ უნდა მოვიდეს, - ბოდბელი ეპისკოპისი იაკობი,...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021