Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home უცხოეთი

დები ხაჩატურიანები, რომლებმაც მამა მოკლეს, დაზარალებულად ცნეს – რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის ახალი დეტალები

in უცხოეთი
0
დები ხაჩატურიანები, რომლებმაც მამა მოკლეს, დაზარალებულად ცნეს – რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის ახალი დეტალები
499
SHARES
1.4k
VIEWS
გაზიარება

დები ხაჩატურიანები მამის მხრიდან ძალადობის საქმეში დაზარალებულად ცნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ТАСС- ავრცელებს.

დების უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ დაზარალებულის სტატუსის მიღება მამის მხრიდან სექსუალური ძალადობისა და წამების საქმეზე, მათ საშუალებას მისცემს, მამის მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა თავიდან აიცილონ.

რუსეთის საგამოძიებო უწყების ოფიციალური განცხადებით, საქმე მიხეილ ხაჩატურიანის წინააღმდეგ აღიძრა, რაც ქალიშვილების მიმართ სექსუალურ ძალადობასა და წამებას გულისხმობს.

„ჩვენთვის ეს საქმე მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ გოგოები უკვე ოფიციალურად დაზარალებულების სტატუსს ყველა თანმხლები უფლებით ატარებენ“, – განაცხადა დების ადვოკატმა ალექსეი პარშინმა.

მისივე განცხადებით, ხაჩატურიანების საქმეზე სრულფასოვანი გამოძიება დაიწყება, „რომლის ფარგლებშიც გამოძიება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებებს შეაგროვებს. გამოძიების დასრულებისთანავე საქმე სასამართლოს გადაეცემა”.

ადვოკატის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მამის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს გადაეცემა და სასამართლო მას ქალიშვილების მიმართ ჩადენილი ქმედებებისთვის დამნაშავედ ცნობს, დაცვის მხარე უდავო მტკიცებულებას მიიღებს იმის თაობაზე, რომ დები ხაჩატურიანები დანაშაულის ჩადენის დროს თავდაცვის მიზნით მოქმედებდნენ.

2020 წლის თებერვალში გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა მიხაილ ხაჩატურიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე. მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გამომძიებლის ქმედებები მიხეილ ხაჩატურიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ბრძანების გამოტანის თაობაზე უკანონოდ მიიჩნია.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის თებერვლამდე გამოძიებამ დამატებითი მოკვლევა განახორციელა. საქმეში მონაწილე მოწმეების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის ნოემბრიდან, ასევე მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც დები დედის გარეშე ცხოვრობდნენ, მათ შორის მამის მკვლელობის დღესაც, მიხაილ ხაჩატურიანი ქალიშვილების მიმართ სასტიკ ქმედებებს სჩადიოდა, სისტემატურად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სექსუალური ქმედების განხორციელებას აიძულებდა, რის შედეგადაც დებ ხაჩატურიანებს „ბოროტად გამოყენების სინდრომი” და „პოსტტრავმული სტრესული აშლილობა” განუვითარდათ.

გახმაურებული მკვლელობა 2018 წლის ივლისში მოხდა – დებმა ხაჩატურიანებმა საკუთარი მამა სასტიკად მოკლეს. გამოძიების დროს დადგინდა, რომ მამა შვილებზე წლების განმავლობაში ძალადობდა, საუბარია სექსუალურ ძალადობაზე, სიკვდილის მუქარასა და ფიზიკური ძალის გამოყენებაზე. მკვლელობის მომენტში გოგონები 19, 18 და 17 წლისანი იყვნენ. მათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი მკვლელობა ედებათ ბრალად, რაც 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში, 2018 წლის 27 ივლისს მოსკოვში, საკუთარ სახლში 57 წლის მიხაილ ხაჩატურიანის ცხედარი იპოვეს, მრავლობითი ჭრილობებით კისრისა და მკერდის არეში სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, ჭრილობების რაოდენობა 36-დან 45-მდე იყო). პოლიციამ ბინიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოიღო.

მეორე დღეს დააპატიმრეს მოკლულის სამი ქალიშვილი. დაკითხვისას მათ დანაშაული აღიარეს. კრისტინა, ანგელინა და მარია ხაჩატურიანებს ბრალი 57 წლის მამის მკვლელობაში ედებათ.

საქმეს რუსეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ოჯახში ძალადობის თემაზე მრავლობითი დისკუსია გამოიწვია.

წყარო: „რუსთავი 2“

Tags: დები ხაჩატურიანების საქმე
Share200Tweet125

სხვადასხვა

„ბოლო უნდა მოვუღოთ უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით პუტინის დე ფაქტო ვეტოს“

„ბოლო უნდა მოვუღოთ უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით პუტინის დე ფაქტო ვეტოს“

ბოლო უნდა მოვუღოთ უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით პუტინის დე ფაქტო ვეტოს. ამის შესახებ ნათქვამია ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის,...

ხვალიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება

ხვალიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 25 თებერვლიდან მოიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. განცხადება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელს, 49 წლის შალვა მელიქიშვილის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა,...

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად იმოძრავებს

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად იმოძრავებს

ქალაქ თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად იმოძრავებს. 50 მგზავრზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსები მუშაობას სატესტო რეჟიმში დაიწყებს. ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება...

„სავარაუდოდ, ქვეყანამ მესამე ტალღის პიკი გაიარა“

„სავარაუდოდ, ქვეყანამ მესამე ტალღის პიკი გაიარა“

„სინოვაკის“ ვაქცინას უსაფრთხოების პროფილი ძალიან მაღალი აქვს. დღეისთვის დაფიქსირებული არ არის „სინოვაკის“ აცრის შემდგომი არცერთი გართულება, ეს ვაქცინა არის აბსოლუტურად...

დღეს, 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს

დღეს, 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე დღეს, 30 ივნისს, 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება 22 ივნისს...

„ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება, ისევე, როგორც ოპოზიციას ამ კანონპროექტის მხარდაჭერა“

„ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება, ისევე, როგორც ოპოზიციას ამ კანონპროექტის მხარდაჭერა“

„სტრატეგია აღამაშენებლის წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ვენეციის კომისია კანონპროექტში არსებულ ყველა...

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის...

მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 171 000 აშშ დოლარი შეადგინა და 2020 წელთან შედარებით 54%-ით გაიზარდა

მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 171 000 აშშ დოლარი შეადგინა და 2020 წელთან შედარებით 54%-ით გაიზარდა

2021 წლის 1-ელი სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოდან 478 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 100%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის...

„არეულობასა და დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ, გავცემთ საკადრის პასუხს!“

„არეულობასა და დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ, გავცემთ საკადრის პასუხს!“

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დესტრუქციული ოპოზიცია ქვეყნის სამართალდამცავ სისტემას ტესტს უწყობს, რომლის საბოლოო მიზანიც მთავრობის დესკრიდიტაცია და დესტაბილიზაციის შექმნაა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა...

პანკისის ხეობის მკვიდრი – ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია…

პანკისის ხეობის მკვიდრი – ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია…

პანკისის ხეობაში მცხოვრები ბესლან გაურგაშვილი აცხადებს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. გაურგაშვილი აცხადებს, რომ მისი დევნა უკავშირდება ხეობაში ჰესის მშენებლობას, რომელსაც...

ბრალდებულმა ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა – გოგი წულაია დააკავეს

ბრალდებულმა ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა – გოგი წულაია დააკავეს

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა,...

თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორი პირი - ანალოგიურ ფაქტზე წარსულში რამდენჯერმე მხილებული 1992 წელს დაბადებული...

„ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი“

„ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი“

დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი,...

ინდოეთში, მდინარე განგში ასობით გვამი იპოვეს

ინდოეთში, მდინარე განგში ასობით გვამი იპოვეს

ინდოეთში, მდინარე განგში, ასობით გვამი წყალში, ან ნაპირებთან ქვიშაში ჩაფლული იპოვეს, - ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, მდინარემ 70-მდე გვამი 10...

„დღეიდან დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირება კვლავ ამოქმედდება“

„დღეიდან დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირება კვლავ ამოქმედდება“

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დედაქალაქის განსაზღვრულ არეალებში დღეიდან ისევ ამოქმედდება და ავტომფლობელებს საათობრივი საფასურის გადახდა უწინდებურად მოუწევთ. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის...

„წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება“

„წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება“

წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით,...

ეუთოს თავმჯდომარე – განაახლეთ დიალოგი, რათა დაიცვათ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი

ეუთოს თავმჯდომარე – განაახლეთ დიალოგი, რათა დაიცვათ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერზე“ ეხმაურება. „თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს შეშფოთებით...

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ფრანგი სპეციალისტი - ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021...

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ორგანიზებით გრძელდება ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური...

„სააკაშვილის საქმეზე პოლიტიკოსების მხრიდან არც ირიბი და არც პირდაპირი ზეწოლა არ ყოფილა“

„სააკაშვილის საქმეზე პოლიტიკოსების მხრიდან არც ირიბი და არც პირდაპირი ზეწოლა არ ყოფილა“

მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე ლია ორკოდაშვილის განცხადებით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას პოლიტიკური ელფერი ექნებოდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ის...

ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას 8 ახალი ნივთიერება დაემატა

ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას 8 ახალი ნივთიერება დაემატა

პარლამენტმა მესამე მოსმენით 77 ხმით მიიღო „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება. პარლამენტის საზოგადოებასთან...

თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენებისთვის 7 პირი პასუხისგებაში მისცეს

თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენებისთვის 7 პირი პასუხისგებაში მისცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისთვის ბრალდებულის...

კახა კალაძემ წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

კახა კალაძემ წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, წარმატებულ...

„მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის გლობალური საფინანსო სისტემიდან გათიშვის შესახებ“

„მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის გლობალური საფინანსო სისტემიდან გათიშვის შესახებ“

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი Twitter-ის გვერდზე წერს, რომ, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის პასუხად, რუსეთს გლობალური საფინანსო სისტემიდან გათიშავენ. „ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მივიღეთ...

„ვისაც ვაქცინაციის შესაძლებლობა ან სურვილი არ აქვს, პირბადე მაინც გაიკეთოს სწორად“

„ვისაც ვაქცინაციის შესაძლებლობა ან სურვილი არ აქვს, პირბადე მაინც გაიკეთოს სწორად“

ახლა მთავარია გავიკეთოთ ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია, დღეში 1 400-1500 ინფიცირებული ეს არ არის ცოტა - სერიოზული დატვირთვაა სამედიცინო სექტორზე,...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021