Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები საზოგადოება

„საქართველოს პირველი პრეზიდენტის ეთნონაციონალისტად გამოცხადებისთვის ქვეყნის უმაღლესი რანგის ნებისმიერ დიპლომატს უნდა დაეკისროს დისციპლინარული პასუხისმგებლობა“

in ახალი ამბები, საზოგადოება
0
„საქართველოს პირველი პრეზიდენტის ეთნონაციონალისტად გამოცხადებისთვის ქვეყნის უმაღლესი რანგის ნებისმიერ დიპლომატს უნდა დაეკისროს დისციპლინარული პასუხისმგებლობა“
497
SHARES
1.4k
VIEWS
გაზიარება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ეთნონაციონალისტად გამოცხადებისთვის ქვეყნის უმაღლესი რანგის ნებისმიერ დიპლომატს უნდა დაეკისროს დისციპლინარული პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია „ფეისბუქზე“ წერს.

„ახლახანს გადამდგარ ნატალია საბანაძეს, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, წიგნი დაუწერია ბასკურ და ქართულ ნაციონალიზმებზე, (Globalization and Nationalism, The cases of Georgia and basque Country, 2010) სადაც გასაოცარ „სიბრძნეებს“ ვკითხულობთ – ზვიად გამსახურდია და მისი მოძრაობა „მებრძოლი ეთნონაციონალისტების“ მოძრაობა ყოფილა – ანუ ეს, თუ სიტყვების კონნონტაცია გესმით, ტიპოლოგიურად არის რაღაც გერმანულ ნაციზმსა და იტალიურ ფაშიზმს შორის. აი, მიხეილ სააკაშვილის ნაციონალიზმი იგივე არ არისო. წიგნში ვკითხულობთ:

„Saakashvili’s nationalism cannot be seen as a mere revival of the Gamsakhurdia-style, militant ethnonationalism. It displayed markedly defferent characteristics, propagating a predominatly civic and inclusive conception of the Georgian nation and identity. He was the first leader of post-communist Georgia that openly appealed to georgia’s alienated national minorities, promising them a state for its citizens and not only for its ethnic majority“ – თურმე სააკაშვილამდე სახელმწიფო მარტო დომინანტი ეთნოსისთვის, ქართველებისთვის ყოფილა, სააკაშვილს კი ყველასთვის მიუცია შესაძლებლობა, წილი დაედო მასში. ანუ პირდაპირ ჩაგესმის მოსკოვის პროპაგანდისტული მანქანის საყვარელი ლოზუნგი ზვიად გამსახურდიაზე „გრუზია ტოლკო დლია გრუზინ“, რაც სინამდვილეში არასოდეს ყოფილა მისი ლოზუნგი და არც ოდესმე თქმულა ზვიად გამსახურდიას პირიდან, პირიქით, უარყოფილიც კი აქვს რამდენჯერმე; ლოზუნგი, რომელიც მისი შეურიგებელი ოპონენტების პროგრამაშიც კი გაკრთა ერთი-ორჯერ.

მაგრამ ქალბატონ ნატალიას ეს გარემოება არ აინტერესებს. ის ალბათ ახლაც არ იცნობს პრეზიდენტ გამსახურდიას საჯარო გამოსვლების, განცხადებების და ინტერვიუების 5-ტომეულს, ემზარ ჯგერენაიას თაოსნობით დაბეჭდილს საპარლამენტო ბიბლიოთეკაში, ის არ იცნობს (უფრო სწორედ რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტული კლიშეებით იცნობს) გამსახურდიას სამშვიდობო პოლიტიკას აფხაზეთში, არ იცნობს ვიდეოებს, სადაც გამსახურდია ხვდება საქართველოს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას და ეუბნება, რომ ყველა მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, მიუხედავად იმისა, ქართული ენა იცის თუ არა; მას არ აინტერესებს, რომ დევნილი „ეთნონაციონალისტი“ გამსახურდია დაკრძალვისას არაერთი ეროვნების კავკასიელმა დაიტირა გროზნოში 1994 წელს.

და რას ნიშნავს „მებრძოლი ეთნონაციონალისტი?“ უგანდაში ხუტუს და ტუცის ეთნიკური ჯგუფებმა ერთმანეთი რომ ამოხოცეს, ასეთი ამბები საქართველოში მიახლოებით მაინც მოხდა? ვინ ამოხოცა, ვინ მოკლა გამსახურდიამ? ესე იგი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა “მებრძოლ” ეთნონაციონალიზმამდე დაყავს ამ ქალს? ავადსახსენებელი 90-იანების დეზინფორმაციული ღვარი, რომლის გავლენის ქვეშაც ქ-ნი ნატალია მოქცეულა, იმდენად გავეშებული იყო, რომ თვალწინ დაგიხატავდათ გამსახურდიას და მისი მინისტრებს რუსთაველზე, რომლებიც ისხდნენ კოცონებთან, პირდაპირ იქვე ბრაწავდნენ და მიირთმევდნენ არაქართველებს. ეშმაკი რატომ არ გაიცინებს ამაზე, 8 წლის განმავლობაში ევრომისიის ხელმძღვანელს რომ მოუსმენს?
მიმაჩნია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, სახელმწიფოს დამფუძნებლის და დამოუკიდებლობის გამოცხადების პროტაგონისტის ეთნონაციონალისტად გამოცხადებისთვის ქვეყნის უმაღლესი რანგის ნებისმიერ დიპლომატს უნდა დაეკისროს დისციპლინარული პასუხისმგებლობა. იმიტომ, რომ ის სახელმწიფოს სიმბოლოა. მაგალითად ვინმეს წარმოუდგენია ისრაელელი დიპლომატი, რომელიც რაღაც მსგავსს იტყვის ან დაწერს დავიდ ბენ-გურიონზე?

P.S. მარგველაშვილმა გიგიაძე და საბანაძე ლამის პრინციპულობის და გმირობის ეტალონებად გამოაცხადა. ეტყობა ოპოზიციაში მოელის მათ. გიგიაძეზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა რასაც ეს ქალბატონი წერს, სხვა არაფერია, თუ არა ნაწილაკი უზომო სიბრიყვის – ხან აკადემიურად დავარცხნილის, ხანაც დაუვარცხნელის“, – წერს გამსახურდია.

Tags: კონსტანტინე გამსახურდიანატალია საბანაძესაქართველოს პირველი პრეზიდენტი
Share199Tweet124

სხვადასხვა

ახალი წლის ღამეს პირველი ახალშობილი 00:30 საათზე დაიბადა

ახალი წლის ღამეს პირველი ახალშობილი 00:30 საათზე დაიბადა

საქართველოში, 2022 წელს, პირველი ახალშობილი „იმედის კლინიკაში“, 00:30 საათზე დაიბადა. ბიჭის წონა 3,5 კილოგრამი, სიმაღლე კი 45 სანტიმეტრია. დედა და...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს

პრეზიდენტი გიორგი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს. ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში გუშინ გამართული მიღების შემდეგ გახდა ცნობილი. გიორგი რურუა 2019 წლის...

„გირაოს გადახდას არ ვაპირებ, ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ!“

„გირაოს გადახდას არ ვაპირებ, ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ!“

ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა, გირაოს გადახდას არ ვაპირებ, ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა...

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მისამართით სროლის ფაქტზე 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მისამართით სროლის ფაქტზე 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული დ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით,...

თბილისში ქალთა ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო

თბილისში ქალთა ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო

თბილისის ჭადრაკის სასახლეში ქალთა ჭადრაკში რიგით 78-ე საქართველოს ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ტურნირი ცხრა ტურად, 10 მონაწილეს შორის ჩატარდება. პირველ, მეორე...

საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა,...

„ჰააგის სასამართლოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის სამ „მაღალჩინოსანზე“ დაკავების ორდერის გაცემა ჰააგაში საქართველოს მორიგი გამარჯვებაა“

„ჰააგის სასამართლოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის სამ „მაღალჩინოსანზე“ დაკავების ორდერის გაცემა ჰააგაში საქართველოს მორიგი გამარჯვებაა“

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჰააგის სასამართლოს მიერ, ოკუპირებული ცხინვალის სამ „მაღალჩინსანზე“ დაკავების ორდერის გაცემაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჰააგის...

თბილისში მიკროავტობუსებით გადაადგილება ახალ წესებს დაექვემდებარება

თბილისში მიკროავტობუსებით გადაადგილება ახალ წესებს დაექვემდებარება

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს მოუწოდებს, 8 თებერვლიდან მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაიცვან. „კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“...

გურიაში 46 წლის მამაკაცის მკვლელს ეძებენ

გურიაში 46 წლის მამაკაცის მკვლელს ეძებენ

გურიაში მკვლელობაში დამნაშავეს ეძებენ. შემთხვევა ლანჩხუთში მოხდა. 46 წლის მამაკაცი ზაზა წილოსანი ტყეში მოკლული იპოვეს. ცხედარს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული...

„საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა“

„საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა“

პრემიერის ვიზიტი ნატოში, მისი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან და გამოსვლა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში იყო მნიშვნელოვანი და ძალიან წარმატებული. საქართველომ კიდევ...

„პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის უფრო მეტი გავაკეთო“

„პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის უფრო მეტი გავაკეთო“

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის...

გერმანიაში კორონავირუსით შინაური ცხოველები დაინფიცირდნენ

გერმანიაში კორონავირუსით შინაური ცხოველები დაინფიცირდნენ

გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში ახალი ტიპის კორონავირუსით ორი კატა დაინფიცირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საუბარია შინაურ კატებზე, რომელთა პატრონიც ადრე COVID-19-ით გარდაიცვალა. გერმანიის ფედერალური...

„მთავარი არხის“ ოპერატორი ამბობს, რომ დაპირისპირებისას წონასწორობა დაკარგა და გადავარდა

„მთავარი არხის“ ოპერატორი ამბობს, რომ დაპირისპირებისას წონასწორობა დაკარგა და გადავარდა

„მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია, დღეს უფრო ვრცლად საუბრობს „ქართული ოცნების" შტაბში მომხდარ დაპირისპირებაზე, თუმცა, ამჯერად ამბობს, რომ დაპირისპირებისას წონასწორობა...

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ფუკუშიმის პრეფექტურაში იყო. გავრცელებული ცნობით, იაპონიის ხელისუფლებას ცუნამის საფრთხის შესახებ...

„ოპოზიცია ღიად თამაშობს რუსულ თამაშს, ყველაზე გულწრფელი ბურჯანაძე აღმოჩნდა“

„ოპოზიცია ღიად თამაშობს რუსულ თამაშს, ყველაზე გულწრფელი ბურჯანაძე აღმოჩნდა“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ღიად თამაშობს რუსულ თამაშს და ამიტომაც აღარ ერიდება ანტიდასავლურ რიტორიკას. მისივე თქმით, ყველაზე...

„ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შარლ მიშელის დოკუმენტთან „ქართული ოცნების“ ვერსია უფრო ახლოსაა, ვიდრე ოპოზიციის“

„ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შარლ მიშელის დოკუმენტთან „ქართული ოცნების“ ვერსია უფრო ახლოსაა, ვიდრე ოპოზიციის“

პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის პროექტის განხილვა გრძელდება. „ქართული ოცნების" ვერსიაზე იურიდიულ კომიტეტში მეორე მოსმენით იმსჯელებენ. მხარეები იმედოვნებენ, რომ ერთ...

ისრაელის საელჩოს ინიციატივით, არტოს ბაღში ხეები დაირგო

ისრაელის საელჩოს ინიციატივით, არტოს ბაღში ხეები დაირგო

დედამიწის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, არტოს ბაღში, ისრაელის საელჩოს ინიციატივით, სხვადასხვა სახეობის 15 ძირი, 3 მეტრზე მაღალი ხე დაირგო. გამწვანების აქციაში...

„პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს“

„პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს“

გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის...

„ქორწილებსა და ჭირის სუფრებზე შეკრება ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს“

„ქორწილებსა და ჭირის სუფრებზე შეკრება ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს“

თუ ახლა არ დავიჭირეთ ეს ეპიდსიტუაცია და თუ აპრილში ხელიდან გაგვექცა, გამეორდება ისევ ნოემბერი და დეკემბერი, იმდენი მსხვერპლით, რაც ჩვენ ამ ორ...

„ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრება ოქტომბრის ბოლოს დასრულდება“

„ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრება ოქტომბრის ბოლოს დასრულდება“

თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილზე, სატყეო ტერიტორიის მიმდებარედ, დამეწყრილ უბანს საყრდენი კედლებით ამაგრებს. ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან - ირაკლი...

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი რომ ყოფილიყო, რუსეთის შემოჭრა უკვე შეწყდებოდა“

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი რომ ყოფილიყო, რუსეთის შემოჭრა უკვე შეწყდებოდა“

გერმანულ გაზეთ Die Zeit-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული აგრესიის პირობებში, უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან დახმარებას იღებს, თუმცა ეს ჯერ...

85 წლის ასაკში, მსახიობი ამირან ქადეიშვილი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში, მსახიობი ამირან ქადეიშვილი გარდაიცვალა

საქართველოს დამსახურებული არტისტი ამირან ქადეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლისა გარდაიცვალა. ქადეიშვილი 1953-1985 წლებში მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და...

„დედაქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში, ყველგან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“

„დედაქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში, ყველგან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“

მთელი ის სიყალბე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისთვისაა ორგანიზებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა...

„სავარაუდოდ, ქვეყანამ მესამე ტალღის პიკი გაიარა“

„სავარაუდოდ, ქვეყანამ მესამე ტალღის პიკი გაიარა“

„სინოვაკის“ ვაქცინას უსაფრთხოების პროფილი ძალიან მაღალი აქვს. დღეისთვის დაფიქსირებული არ არის „სინოვაკის“ აცრის შემდგომი არცერთი გართულება, ეს ვაქცინა არის აბსოლუტურად...

გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება გადაიბარა

გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება გადაიბარა

გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება გადაიბარა. ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 6 თვით უხელმძღვანელებს. ახალ ხელძღვანელს ადგილზე ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის ყოფილი...

ხვალიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება

ხვალიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 25 თებერვლიდან მოიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. განცხადება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021