Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები პოლიტიკა

„ვინც ასეთ „ინფოებს“ ავრცელებს, მისმა პატრონებმა იციან – როგორც კი საქართველო მოწყდება დასავლეთს, იგი მაშინვე დაბრუნდება 1992-1995 წლების ბანდიტურ კოშმარში“

17/03/2021
in ახალი ამბები, პოლიტიკა
0
„ვინც ასეთ „ინფოებს“ ავრცელებს, მისმა პატრონებმა იციან – როგორც კი საქართველო მოწყდება დასავლეთს, იგი მაშინვე დაბრუნდება 1992-1995 წლების ბანდიტურ კოშმარში“
531
SHARES
1.5k
VIEWS
გაზიარება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია, ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუს ეხმაურება. კონსტანტინე გამსახურდიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ისტერიულად ვრცელდება ფეიკ-ინტერვიუ, რომელიც გროზნოში ფეესბეს მიერ მივლინებულმა პეტერბურგელმა ჟურნალისტებმა შეთხზეს. ამ ინტერვიუში ზვიად გამსახურდია რაღაც ევრო-ამერიკულ იმპერიალიზმზე საუბრობს და ვითომ ადანაშაულებს საქართველოში მომხდარი ამბების წარმართვაში. პირველად ეს ინტერვიუ 10 წლის წინ გამოჩნდა ქსელში. ინტერვიუში იგრძნობა შევარდნაძის რეჟიმის და მოსკოვის დაკვეთა, ზვიად გამსახურდია წარმოაჩინონ რადიკალ-ფანატიკოს და მარგინალ ანტიდასავლელ მოღვაწედ, რომელიც პრიმიტიული ნაციონალიზმის წვენში იხარშება.

საერთოდ ზვიად გამსახურდიას უცნაური ბედი ხვდა წილად. თავის დროზე ის ადამიანების უფლებებს იცავდა, მაგრამ თავად მისი უფლებები, როგორც ადამიანისა, უკიდურესად დაირღვა. სიმართლის დადგენას ცდილობდა, მაგრამ თავად მისი გამონათქვამები დამახიჯდა ან მიეწერა ისეთები, რომელიც სხვებმა, მისმა ოპონენტებმა თქვეს ან სულაც პროგრამაში ჩაწერეს (როგორც მაგალითად „საქართველო მხოლოდ ქართველებს” და ა.შ.) გაყალბდა თვით მისი ამ წუთისოფლიდან გასვლის რეალური ისტორია. ფეიკ-მაისტერები დღემდე განაგრძობენ მისი ზრახვების, პოლიტიკური ნაბიჯების, მისი რეალური პოლიტიკური კურსის, მისი ბიოგრაფიის გაყალბებას.

როგორ შეიძლებოდა პეტერბურგელი ფეიკ-მაისტერების რუსულ ციხეში დაყენებული მძაღე ინფორმაციული „ბრაგა” სინამდვილე იყოს, როდესაც ძალიან მალე ზვიად გამსახურდია, როგორც დევნილი პრეზიდენტი გროზნოდან ფინეთსა და ავსტრიაში იყო ჩასული, გააკეთა უაღრესსად კორექტული და მიზანმიმართული მიმართვები დასავლეთის მთავრობებისადმი, პრესკონფერენციები, გამოსვლები? და მოწვევა დიდი ბრიტანეთიდანაც ხომ მიიღო? ვერ ჩავიდოდა თუ რა, მოსკოვში? სხვა საქმეა, რომ თავად დასავლეთს არ ჰქონდა ჯერაც ერთიანი, ჩამოყალიბებული და თანმიმდევრული პოზიცია სსრკ-ს დაშლასთან და საქართველოში მომხდართან დაკავშირებით. მაგრამ ეს სხვა კაპიტელია. ზვიად გამსახურდიას რაც სწამდა და სინამდვილედ მიაჩნდა, ის ერთჯერადად არ ამბობდა – სხვადასხვა მოდიფიკაციით ვარიაციებში, სულ იმეორებდა, თუ ბეჭდვით მედიაში, თუ ელექტრონულში. ამაზე მეტყველებს მისი ოფიციალური განცხადებების, მიმართვების და ინტერვიუების ხუთტომეული, 1990-1993 წლებისა, რომელიც გამოსცა საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკამ ე. ჯგერენაიას მეცადინებით. იქ ნახავთ ამის ბევრ საპირისპიროს. ბევრს, ერთს არა.

ვინც ასეთ „ინფოებს” ავრცელებს, მისმა პატრონებმა იციან: როგორც კი საქართველო მოწყდება დასავლეთს, იგი მაშინვე დაბრუნდება 1992-1995 წლების ბანდიტურ კოშმარში. ამას მოვლენების დღევანდელი დინამიკაც გვიჩვენებს.

გაიგეთ ფეიკ-მაისტერებო, ტროლნო ამა ცხოვრების? ცუდად ხართ ატროლებულები. ნამდვილი ქართული სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფოებრივი ცნობიერების მქონე, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს თქვენს ბოგინს“, – წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კონსტანტინე გამსახურდია.

Tags: ზვიად გამსახურდიაკონსტანტინე გამსახურდია
Share212Tweet133

სხვადასხვა

თავდაცვის მინისტრმა თურქეთის ელჩს უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრმა თურქეთის ელჩს უმასპინძლა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ურყევი...

„რუსეთს სურს, შეასუსტოს ნატო და ევროპული პროექტი“

„რუსეთს სურს, შეასუსტოს ნატო და ევროპული პროექტი“

რუსეთს სურს, შეასუსტოს ნატო და ევროპული პროექტი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, როდესაც ის მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით...

ერთი წლის შემდეგ, მუზეუმების კარი დამთვალიერებლებისთვის გაიღო

ერთი წლის შემდეგ, მუზეუმების კარი დამთვალიერებლებისთვის გაიღო

https://www.youtube.com/watch?v=PhBSkvnwDgM თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მუზეუმების კარი დამთვალიერებლებისთვის გაიღო. დღეიდან ვიზიტორებს იღებს თელავის ისტორიული მუზეუმიც. სტუმრებისთვის მუზეუმის სამივე კომპლექსი გაიხსნა,...

„ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი“

„ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი“

დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი,...

„შემირცხვენია ის სახელმწიფო, რომელიც საკუთარი სასამართლოს განაჩენს ვერ აღასრულებს“

„შემირცხვენია ის სახელმწიფო, რომელიც საკუთარი სასამართლოს განაჩენს ვერ აღასრულებს“

შემირცხვენია ის სახელმწიფო, რომელიც საკუთარი სასამართლოს განაჩენს, გადაწყვეტილებას ვერ აღასრულებს, - ამის შესახებ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ ტელეკომპანია „იმედთან“  ნიკა მელიას...

ხვალიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება

ხვალიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 25 თებერვლიდან მოიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. განცხადება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

„ქორწილებსა და ჭირის სუფრებზე შეკრება ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს“

„ქორწილებსა და ჭირის სუფრებზე შეკრება ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს“

თუ ახლა არ დავიჭირეთ ეს ეპიდსიტუაცია და თუ აპრილში ხელიდან გაგვექცა, გამეორდება ისევ ნოემბერი და დეკემბერი, იმდენი მსხვერპლით, რაც ჩვენ ამ ორ...

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გრძელდება

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გრძელდება

საქართველოს თავდაცვის ძალები საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ მიზნით რეგისტრაციის...

„კლინიკაში შეცდომები დაუშვეს“ – რას ამბობს გარდაცვლილი მედდის ბიძა

„კლინიკაში შეცდომები დაუშვეს“ – რას ამბობს გარდაცვლილი მედდის ბიძა

ახალციხეში, ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი მედდას ოჯახი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყებას ენდობიან და გამოძიების შედეგებს ელოდებიან. პროცესში ოჯახის მოთხოვნით...

„პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს“

„პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს“

გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის...

კონგოში გაეროს ავტოკოლონაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, იტალიის ელჩი დაიღუპა

კონგოში გაეროს ავტოკოლონაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, იტალიის ელჩი დაიღუპა

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს ავტოკოლონაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, კონგოში იტალიის ელჩი, ლუკა ატანაზიო დაიღუპა. „დიდი მწუხარებით...

რუსთავში ერთ-ერთ ისტორიულ უბანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რუსთავში ერთ-ერთ ისტორიულ უბანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რუსთავში, შოთა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუჩებზე შენობების ფასადების სარესტავრაციო სამუშაოები და ტროტუარების მოწყობა რამდენიმე დღეში დაიწყება, - ამის...

მაშველებს გოდერძის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი ადამიანები გამოჰყავთ

მაშველებს გოდერძის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი ადამიანები გამოჰყავთ

გოდერძის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები მაშველებს გამოჰყავთ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია თოვლში ჩარჩენილი. ბოლო მონაცემებით დაშავებული არავინაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს...

„ჩვენი ვაქცინაციის გეგმის წარმატებით განხორციელებაში ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“

„ჩვენი ვაქცინაციის გეგმის წარმატებით განხორციელებაში ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. ,,ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიიზაციის ვაქცინაციის ექსპერტთა პანელი (SAGE) ასტრაზენეკა/ოქსფორდის ვაქცინას უწევს რეკომენდაციას...

რომელი სფეროების გახსნაზე იმუშავებს მთავრობა – ნათია თურნავას განმარტება

რომელი სფეროების გახსნაზე იმუშავებს მთავრობა – ნათია თურნავას განმარტება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, ნინო წილოსანის კითხვის საპასუხოდ, ის სფეროები დაასახელა, რომელთან...

„ქვეყანა კოვონავირუსის კიდევ ერთი ეპიდაფეთქების ზღვარზეა“

„ქვეყანა კოვონავირუსის კიდევ ერთი ეპიდაფეთქების ზღვარზეა“

ქვეყანა კოვონავირუსის კიდევ ერთი ეპიდაფეთქების ზღვარზეა. 5 აპრილს ჩატარებული 25 ათასი კოვიდტესტირებით, 20:00 საათის მონაცემებით, 794 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, -...

ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას

ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას

ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები, „ევროპის დამცველი 21“ იწყება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო მანევრებში,...

„წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება“

„წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება“

წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით,...

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას...

„მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ“

„მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ“

მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ, - ამის შესახებ ლევან მამალაძე აცხადებს. საზღვარგარეთ მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი ირწმუნება,...

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია“

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია“

„კოვიდ-19“-ის ვაქცინის სხვა მწარმოებლებმაც უნდა მიბაძონ „ასტრაზენეკას“ მაგალითს და ლიცენზია გასცენ, რომ მათი ტექნოლოგია სხვა მწარმოებლებმაც გამოიყენონ, – ამის შესახებ...

„ნიკა მელიას უნდა, სამყაროს ცენტრი იყოს, თუმცა ასე არაა…“

„ნიკა მელიას უნდა, სამყაროს ცენტრი იყოს, თუმცა ასე არაა…“

ნიკა მელიას უნდა, სამყაროს ცენტრი იყოს, თუმცა ასე არაა, – ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია NSI-ს წარმომადგენელმა, პოლ ჯოელმა „პირველი არხის“ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“...

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობები გრძელდება

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობები გრძელდება

უკვე რამდენიმე დღეა, სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობები მიმდინარეობს. აქციებზე დააკავეს რამდენიმე ათეული დემონსტრანტიც. აქციების პარალელურად, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ ბრალდებები არ...

„დამატებით მტკიცებულებებად წარვადგენთ ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებს, სადაც ფაქტობრივად აღიარებს ჩადენილ ქმედებას“

„დამატებით მტკიცებულებებად წარვადგენთ ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებს, სადაც ფაქტობრივად აღიარებს ჩადენილ ქმედებას“

ჩვენ წარვადგენთ დამატებით მტკიცებულებებს, რომელშიც არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის ფაქტობრივად აღიარებს ჩადენილ ქმედებას, – ამის შესახებ პროკურორმა,...

„გიორგი გახარიამ ერთ დღეში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა“

„გიორგი გახარიამ ერთ დღეში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა“

გიორგი გახარიამ ერთ დღეში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია...

„მთავარი, რაც ლარის კურსის შემდგომ რყევებს დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა იქნება“

„მთავარი, რაც ლარის კურსის შემდგომ რყევებს დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა იქნება“

მთავარი, რაც ლარის კურსის შემდგომ რყევებს დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021