Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები პოლიტიკა

„ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები“

in ახალი ამბები, პოლიტიკა
0
„ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები“
545
SHARES
1.6k
VIEWS
გაზიარება

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია პლებისციტს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს. როგორც მან დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას მოუწევს უახლოეს მომავალში პატიმრობიდან გაათავისუფლოს „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია:

„დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს მოუწევს უახლოეს პერიოდში ნიკა მელიას გათავისუფლება, ისევე როგორც რამდენიმე პოლიტპატიმრის, რადგან თუ ამას არ იზამს, ზუსტად ვიცი, რომ მას წინ დაუდეს სანქციების პირდაპირი მუქარა. მისი ქონების უმეტესი ნაწილი იქნება პრაქტიკულად გაყინული და ჩამორთმეული, მის მიმართ მიღებული იქნება სხვა ზომები. ამიტომ, უახლოესი კვირების, დღეების განმავლობაში ველოდებით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე.

ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშვილი, პლებისციტის თემა არის ის თემა, რომ მას უნდა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, სადაც ის დახარჯავს ბევრ ფულს, ბევრს მოისყიდის, ჩაატაროს პლებისციტი, რომც წააგოს ეს პლებისციტი, მერე ექნება კიდევ რამდენიმე თვე და ის აუცილებლად წააგებს პლებისციტს, რათა მოისყიდოს, დააშინოს, დაიჭიროს და ქვეყნიდან გაყაროს ასობით ათასი ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი. ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს მეგობრებო და ჩვენ არ გვაქვს არც ერთი დღე დასაკარგი. ძალიან მძიმე სიტუაცია, უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში ვიმყოფებით, ქვეყანა მართლა არის შიმშილის პირობებში. კოვიდზე კატასტროფა მოუვიდათ, ლამის ბოლო ქვეყანა დავრჩით, სადაც ვაქცინა არ არის შემოტანილი.

ამ სიტუაციაში დროის დაკარგვა აღარ შეიძლება და არც უნდა მივცეთ ამის საშუალება. მე იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გამოვა ციხიდან, ის მიიღებს ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მართლაც იმედი გვაქვს მისი ლიდერობის და მისი შეუპოვარი ხასიათის, მაგრამ ყველა ადამიანი უნდა ჩაერთოს ამაში. მხოლოდ ნიკა ან ნებისმიერი ჩვენგანი ვერაფერს შეძლებს, თუ ყველანი არ ვიყავით ძალიან აქტიურები. გვჭირდება რიგგარეშე არჩევნები, რადგან არჩევნები, რომელიც იყო, იყო ბოლომდე გაყალბებული და მოპარული“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

Tags: ვადამდელი არჩევნებიმიხეილ სააკაშვილიპლებისციტი
Share218Tweet136

სხვადასხვა

„საუბარი იმაზე, რომ გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, სიმართლეს არ შეესაბამება“

„საუბარი იმაზე, რომ გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, სიმართლეს არ შეესაბამება“

ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, რათა უკეთ მოხდეს ეპიდსიტუაციის მართვა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა....

„უკრაინაში ომს თავისი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე“

„უკრაინაში ომს თავისი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე“

ამ რთულ ვითარებაში ეკონომიკაც გამოწვევების წინაშე დგას მთელს მსოფლიოში. ომი გადამდები ეფექტის მქონეა და ეს, რა თქმა უნდა, აისახება რეგიონის...

ვაშლიჯვარში მეწყერსაშიში ფერდის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო

ვაშლიჯვარში მეწყერსაშიში ფერდის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო

ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით მიღებულ იქნა...

ისრაელში სასტუმროებსა და ბარებში მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეუშვებენ

ისრაელში სასტუმროებსა და ბარებში მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეუშვებენ

ისრაელში სასტუმროებსა და ბარებში მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეუშვებენ. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს. კერძოდ, სპორტდარბაზებში, სასტუმროებში, ბარ-რესტორნებში, საცურაო აუზებზე მოხვედრა...

„ღარიბაშვილმა ისე დააკავა თხუნელასავით შემოპარული სააკაშვილი, რომ  თმიდან ერთი ღერი არ ჩამოვარდნია“

„ღარიბაშვილმა ისე დააკავა თხუნელასავით შემოპარული სააკაშვილი, რომ თმიდან ერთი ღერი არ ჩამოვარდნია“

ეს არის ადამიანი, რომელიც არ შეუშინდა მიშიზმის რეჟიმის დასავლელი მფარველების ზეწოლას და ციხეში თავისი ადგილი მიუჩინა - ვანო მერაბიშვილს, გიგი...

ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზაზა გახელაძეს ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ ინფორმაციას ოკუპირებული სამხრე ოსეთის მედიასაშუალებები...

ლიეტუვის პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილთან კონსტრუქციული საუბარი მქონდა

ლიეტუვის პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილთან კონსტრუქციული საუბარი მქონდა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ქართველ კოლეგასთან საუბრის შესახებ წერს. „საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან კონსტრუქციული საუბარი მქონდა. ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს მხარდაჭერაზე ევროკავშირისა...

„გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად ინფიცირებულ პაციენტებში მძიმე მიმდინარეობის რისკი მაღალია“

„გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად ინფიცირებულ პაციენტებში მძიმე მიმდინარეობის რისკი მაღალია“

საქართველო კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკის მოლოდინშია. ექიმები შიშობენ, რომ მალე საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლები აღარ იქნება. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო...

„გადავდივართ „ომიკრონის“ ტალღის პიკს“

„გადავდივართ „ომიკრონის“ ტალღის პიკს“

ამირან გამყრელიძე მიმდინარე კვირის განმავლობაში ინფიცირების კლებას პროგნოზირებს - როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ...

ნუკრიანში ლავანდების ყვავილობა დაიწყო

ნუკრიანში ლავანდების ყვავილობა დაიწყო

ნუკრიანი ერთადერთი სოფელია საქართველოში, სადაც ლავანდის პლანტაციებია გაშენებული. კახეთის სოფელში ლავანდების ყვავილობა ახლა დაიწყო და რამდენიმე კვირა გასტანს. იასამნისფრად მოელვარე...

„ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვმუშაობთ“

„ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვმუშაობთ“

ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვმუშაობთ, დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის, -...

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გამარჯვებული ცნობილია

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გამარჯვებული ცნობილია

ნობელის კომიტეტმა ლიტერატურის დარგში პრემიის გამარჯვებული დაასახელა. 2021 წლის პრემიის ლაურეატი აბდულრაზაკ გურნა გახდა. „ლიტერატურაში 2021 წლის ნობელის პრემია აბდულრაზაკ...

თბილისში 41 ოჯახს საცხოვრებელი ფართი ერთ ლარად დაუკანონდა

თბილისში 41 ოჯახს საცხოვრებელი ფართი ერთ ლარად დაუკანონდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნისა და სამგორის რაიონებში მცხოვრებ 41 ოჯახს შეხვდა, რომელსაც წლების განმავლობაში საცხოვრებლების დაკანონების პრობლემა ჰქონდა და საკუთრების დამადასტურებელი...

„ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტების გაჩენისთვის იდეალურ პირობებს ქმნის“

„ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტების გაჩენისთვის იდეალურ პირობებს ქმნის“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტების გაჩენისთვის იდეალურ პირობებს ქმნის....

მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი სასულიერო პირები არ აპირებენ, მეუფის განჩინებას დაემორჩილონ

მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი სასულიერო პირები არ აპირებენ, მეუფის განჩინებას დაემორჩილონ

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ეპარქიაში საპასუხო განცხადება გაკეთდა. ის პირები, რომლებიც დღეს სამუდამოდ განიკვეთნენ სამონაზვნო ცხოვრებიდან, არ აპირებენ, დაემორჩილონ...

თბილისსა და მცხეთაში Sinopharm​-ით ვაქცინაციის ადგილები სრულად შეივსო

თბილისსა და მცხეთაში Sinopharm​-ით ვაქცინაციის ადგილები სრულად შეივსო

27 აპრილს, 20:00 საათზე ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აცრისთვის  18 წლის ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის დაწყებიდან მალევე თბილისის კლინიკებში აცრისთვის განკუთვნილი ადგილები შეივსო. ...

„ოპოზიციის ნაწილი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო“

„ოპოზიციის ნაწილი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო“

მე ვიცი, რომ ოპოზიციას იქ (პარლამენტში) არ უნდა შესვლა და ოპოზიციის ნაწილი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს შეთანხმება არ შემდგარიყო,...

„ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, ჩვენ რა უბედურება გვჭირს, რომ ვარიგებთ და ვანიავებთ?!“

„ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, ჩვენ რა უბედურება გვჭირს, რომ ვარიგებთ და ვანიავებთ?!“

პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი ბატონი...

„ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს“

„ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს“

ყველა პირობაა შექმნილი ვაქცინაციისთვის და აცრილთა რაოდენობა დღეში მერყეობს 4 ათასიდან 6 ათასამდე - ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება ანტივაქსერობას...

პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის ადვოკატით მომსახურების წესი იცვლება

პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის ადვოკატით მომსახურების წესი იცვლება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომელიც პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის ადვოკატით მომსახურების წესში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს, - ამის...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკამ ტექნიკური მომსახურების მანქანები გადასცა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკამ ტექნიკური მომსახურების მანქანები გადასცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ორხევის საავტომობილო...

ნოქალაქევში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ნოქალაქევში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ნოქალაქევში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის პირველი სპექტაკლი, „სტუმარ-მასპინძელი“, მესხეთის (ახალციხის) პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა (რეჟისორი იოანე (ვანო) ხუციშვილი). რეგიონული...

საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

ევროკავშირის საბჭოს ახალი პრეზიდენტი ქვეყანა ჰყავს - მიმდინარე წლის 30 ივნისამდე მას საფრანგეთი უხელმძღვანელებს, - ინფორმაცია საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „2022...

„დეკემბერ-იანვარი ორწლიანი პანდემიისას ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოცდა იქნება“

„დეკემბერ-იანვარი ორწლიანი პანდემიისას ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოცდა იქნება“

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში...

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ, ახალციხეში ექთანის მდგომარეობა გართულდა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ, ახალციხეში ექთანის მდგომარეობა გართულდა

ახალციხის კლინიკა „იმედის” ექთანი კორონავირუსის ვაქცინაზე დღეს აიცრა. როგორც ახალგაზრდა ექთნის თანამშრომლები აცხადებენ, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა....

„კლინიკაში შეცდომები დაუშვეს“ – რას ამბობს გარდაცვლილი მედდის ბიძა

„კლინიკაში შეცდომები დაუშვეს“ – რას ამბობს გარდაცვლილი მედდის ბიძა

ახალციხეში, ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი მედდას ოჯახი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყებას ენდობიან და გამოძიების შედეგებს ელოდებიან. პროცესში ოჯახის მოთხოვნით...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021