Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები სამართალი

„პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს“

in ახალი ამბები, სამართალი
0
„პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს“
526
SHARES
1.5k
VIEWS
გაზიარება

გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე. ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გენერალურ პროკურატურაში დღეს ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაკეთდა. როგორც ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, კიდევ ერთხელ განვმარტოთ ნიკანორ მელიას სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი.

საზოგადოებისათვის  ცნობილია, რომ 2021 წლის 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბრალდებულის ადვოკატების სააპელაციო საჩივარი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.

როგორც ცნობილია, ნიკანორ მელია ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის, 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა გირაო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით, ნიკანორ მელიას მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მისივე თქმით, ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს თანხა, 2019 წლის 15 ივლისს (სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში), სრულად იქნა შეტანილი შესაბამის ანგარიშზე. 2020 წლის პირველ ნოემბერს, ნიკანორ მელიამ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რითაც დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები.

გულუაშვილის განმარტებით, აღნიშნულმა მოცემულობამ წარმოშვა პროკურორის ვალდებულება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე.

„კონკრეტულ შემთხვევაში, 2020 წლის 3 ნოემბერს, ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა ნიკანორ მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება, ამავდროულად, მისთვის ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.  გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 (ორმოცდაათი) დღე. მასვე აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე.

სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, ბრალდებულ  ნიკანორ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს გააჩნია გირაოს უზრუნველსაყოფად საკმარისი ქონებაც და თანხაც, მან არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა. შესაბამისად, უფრო მკაცრმა აღკვეთის ღონისძიებამ, რომლის მიზანი იყო ბრალდებულს დაეცვა საქართველოს კანონმდებლობის და სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო აღკვეთის ღონისძიების მიზნები – ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ საჯაროდ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს  სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე“, – განაცხადა გულუაშვილმა.

მისივე თქმით, კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორის ვალდებულებას მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

„იმ დროს, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოცემული შემთხვევისათვის რელევანტური, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც გირაოსგან განსხვავებით შეძლებდა უზრუნველეყო ნიკანორ მელიას სათანადო ქცევა. სასამართლოსათვის გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობით მიმართვა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნებოდა –  გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდაზე უარის თქმა, ბუნებრივად აჩენს მოლოდინს, რომ გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობის გამოყენება ვერ ჩაითვლება ადეკვატურ, ლოგიკურ და პროპორციულ ღონისძიებად. შესაბამისად, ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლებოდა ჩათვლილიყო უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად,  პატიმრობაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა 2021 წლის 12 თებერვალს, წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

პარლამენტის 2021 წლის 16 თებერვლის დადგენილებით გაცემული იქნა თანხმობა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. 2021 წლის 16 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი იყო ბრალდებულ ნიკანორ მელიას  დამოკიდებულება სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისადმი და ზოგადად მართლმსაჯულებისადმი“, – აღნიშნა გულუაშვილმა. 

როგორც ამირან გულუაშვილი აცხადებს, ნიკანორ მელიას საჯაროდ დეკლარირებული პოზიცია, რომ შეგნებულად არ შეასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და რომ განზრახ არ გადაიხდიდა მასზე დაკისრებული გირაოს თანხას, წარმოადგენდა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესისადმი ნიკანორ მელიას დამოკიდებულებას.

„მისი ქმედებები და საჯარო განცხადებები, არღვევდა არამხოლოდ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მის მიმართ გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიების არსს, არამედ წინააღმდეგობაში მოდიოდა პრაქტიკულად ყველა სამართლებრივ პრინციპთან, ასევე, მიმართული იყო მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაციისაკენ.

სასამართლო გადაწყვეტილებისადმი მსგავსმა დამოკიდებულებამ გამორიცხა ნიკანორ მელიას სათანადო ქცევის გონივრული მოლოდინი, შესაბამისად გამოირიცხა ყველა შესაძლო ნაკლებად შემზღუდველი მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა. ნიკანორ მელიას დამოკიდებულება, კანონთან კონფლიქტში მყოფი ქმედების შესაძლო განხორციელების ერთგვარ წახალისებასაც წარმოადგენდა. მსგავსი დამოკიდებულება არ შეიცავს პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს და მას დემოკრატიულ საზოგადოებაში არ და ვერ ექნება კანონისმიერი გამართლება“, – აღნიშნა გულუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პროკურატურის მიზანი ყოველთვის იყო და არის სამართლიანი სასამართლოს პირობებში, უფლებათა და თავისუფლებათა განუხრელი დაცვა, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით.

„სწორედ ამ სტანდარტების შესაბამისად წარიმართა მოცემულ შემთხვევაშიც სისხლისსამართლებრივი დევნა ნიკანორ მელიას მიმართ. მოცემული სისხლის სამართლის საქმის ყველა ეტაპზე, ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის მოთხოვნისას, ბრალდების მხარის ერთადერთ მოტივაციას წარმოადგენდა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობდა გირაოს პირობის შესრულებას.

ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა საქართველოს პროკურატურის თვითმიზანი, რასაც ბრალდება ყოველთვის უსვამდა ხაზს არამარტო სიტყვით, არამედ  ამ მიმართულებით მიღებული თითოეული გადაწყვეტილებითა და განხორციელებული ქმედებით. უფრო მეტიც, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სწორედ ნიკანორ მელიას სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობამ განაპირობა, ვინაიდან მის მიერ გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მას არ შეეცვლებოდა გირაო პატიმრობით.

მიუხედავად სასამართლოს მიერ 2020 წლის 3 ნოემბერს ნიკანორ მელიასთვის გირაოს უზრუნველყოფის განსაზღვრული ვადის გასვლისა, ბრალდების მხარის ამოცანას წარმოადგენდა ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა – ის რაც ნებისმიერი ბრალდებულის კანონისმიერი ვალდებულებაა. დამატებითი ვადის დაწესებით დაცვის მხარეს შეეთავაზა, რომ მიუხედავად ვადის გასვლისა, თუ მოხდებოდა გირაოს თანხის უზრუნველყოფა, ეს ქმედება ჩაითვლებოდა გირაოს პირობის შესრულებად და არ წარმოიქმნებოდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული  საფუძველი.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, როგორც ბრალდებას აქამდე არაერთხელ განუცხადებია, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ამასთან, ცნობილია, რომ ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

Tags: ამირან გულუაშვილიაღკვეთის ღონისძიებამთავარი პროკურატურანიკა მელიას დაკავება
Share210Tweet132

სხვადასხვა

„სუხიშვილებისა“ და „ერისიონის“ მოცეკვავეები მასობრივ ვაქცინაციაში ჩაერთნენ

„სუხიშვილებისა“ და „ერისიონის“ მოცეკვავეები მასობრივ ვაქცინაციაში ჩაერთნენ

კულტურის სფეროს წარმომადგენლები მასობრივ ვაქცინაციაში ჩაერთნენ. დღეს „სუხიშვილებისა“ და „ერისიონის“ მოცეკვავეები ჩინური წარმოების ვაქცინით აიცრნენ. „ერისიონი“ ჩართულია საყოველთაო ვაქცინაციაში, ჩვენთან სრულად აიცრა ყველა მსახიობი....

ალკოჰოლური სიმთვრალისას სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ზომები მკაცრდება

ალკოჰოლური სიმთვრალისას სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ზომები მკაცრდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში...

თბილისში პირველი ქართული სანოტო სტამბა აღდგება

თბილისში პირველი ქართული სანოტო სტამბა აღდგება

დედაქალაქში პირველი ქართული სანოტო სტამბა აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „მოგეხსენებათ, ილია...

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, დმიტრო რაზუმკოვის თანამდებობიდან გადაყენებას. გადაწყვეტილებას 284-მა დეპუტატმა, მათ შორის მმართველი პარტიის 215-მა დეპუტატმა დაუჭირა...

„ომიკრონი“ თავისი აგებულებით შესაძლოა ჩაითვალოს, რომ იყოს „კოვიდ 19“-ის დასასრულის დასაწყისი“

„ომიკრონი“ თავისი აგებულებით შესაძლოა ჩაითვალოს, რომ იყოს „კოვიდ 19“-ის დასასრულის დასაწყისი“

„ომიკრონი“ თავისი აგებულებით შესაძლოა ჩაითვალოს, რომ იყოს „Covid 19“-ის დასასრულის დასაწყისი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსმა მაია...

სად გაუჩინარდა ჟურნალისტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს იძიებდა?!

სად გაუჩინარდა ჟურნალისტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს იძიებდა?!

ჩვენი რესპონდენტი მრავალი წელია, ტელეკრანებზე უკვე აღარ ჩანს. არადა, წლების მანძილზე ის ტელეკომპანია „იბერიიდან“ საიტერესო ჟურნალისტური გამოძიებებით გვევლინებოდა. როგორც მისი...

„ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი“

„ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი“

დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი,...

ნოქალაქევში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ნოქალაქევში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ნოქალაქევში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის პირველი სპექტაკლი, „სტუმარ-მასპინძელი“, მესხეთის (ახალციხის) პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა (რეჟისორი იოანე (ვანო) ხუციშვილი). რეგიონული...

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ იყო ბევრად უფრო მართალი“

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ იყო ბევრად უფრო მართალი“

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ იყო ბევრად უფრო მართალი, მიუხედავად იმისა, მისთვის რაღაცა საკითხები არ იყო მისაღები, – ამის შესახებ...

იტალიის სანაპიროსთან 40 მეტრის სიგრძის იახტა ჩაიძირა

იტალიის სანაპიროსთან 40 მეტრის სიგრძის იახტა ჩაიძირა

ხმელთაშუა ზღვაში 40 მეტრიანი იახტა ჩაიძირა. შემთხვევა იტალიაში კატასაროს სანაპიროდან ცხრა საზღვაო მილის (17 კილომეტრის) მოშორებით მოხდა. იტალიური მედიის ცნობით,...

„ჩვენ გვინდა ადამიანებს მოვუხსნათ ის შეხედულება, რომ ვაქცინაცია განიხილება როგორც ჩიპიზაცია“

„ჩვენ გვინდა ადამიანებს მოვუხსნათ ის შეხედულება, რომ ვაქცინაცია განიხილება როგორც ჩიპიზაცია“

განვიხილეთ ვაქცინაციის საკითხი და გვინდა, ადამიანებს მოვუხსნათ შეხედულება, თითქოს ვაქცინაცია განიხილება როგორც ჩიპიზაცია, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა...

ჰოლანდიური ტიტების ბაღი კახეთში და კაკო პაპას გასაჭირით გაერთიანებული საქართველო

ჰოლანდიური ტიტების ბაღი კახეთში და კაკო პაპას გასაჭირით გაერთიანებული საქართველო

https://www.youtube.com/watch?v=cLiRgrLxJPw გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მცხოვრებმა 63 წლის აკაკი ჯეირანაშვილმა 12 წლის წინ ჰოლანდიური ტიტების ბაღი გააშენა. ყოველ გაზაფხულზე მოკრეფილ...

„უკრაინაში ომს თავისი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე“

„უკრაინაში ომს თავისი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე“

ამ რთულ ვითარებაში ეკონომიკაც გამოწვევების წინაშე დგას მთელს მსოფლიოში. ომი გადამდები ეფექტის მქონეა და ეს, რა თქმა უნდა, აისახება რეგიონის...

„მიშასთანა შარლატანების, უგულავასთანა ვირთხების, გუბაზისნაირი ყვარყვარეების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის!“

„მიშასთანა შარლატანების, უგულავასთანა ვირთხების, გუბაზისნაირი ყვარყვარეების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის!“

„არ იქნება სამართალი - არ იქნება მშვიდობა!“ ეს ნათლად დაამტკიცა გუშინდელმა დღემ, როდესაც სასამართლოს შენობის გარეთ მყოფები უტევდნენ პოლიციელებს, -...

ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან 66.8 მილიონი აშშ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა

ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან 66.8 მილიონი აშშ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 14.6 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 66.8 მილიონი აშშ დოლარი...

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შედის

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შედის

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შედის. კერძოდ, დაზუსტდება საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებისა და ფრაქციის დაკომპლექტების წესები. დოკუმენტის მიხედვით, ერთი და იმავე...

ერთი წლის შემდეგ, მუზეუმების კარი დამთვალიერებლებისთვის გაიღო

ერთი წლის შემდეგ, მუზეუმების კარი დამთვალიერებლებისთვის გაიღო

https://www.youtube.com/watch?v=PhBSkvnwDgM თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მუზეუმების კარი დამთვალიერებლებისთვის გაიღო. დღეიდან ვიზიტორებს იღებს თელავის ისტორიული მუზეუმიც. სტუმრებისთვის მუზეუმის სამივე კომპლექსი გაიხსნა,...

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ხულოში სოფლების ნაწილი ამ დრომდე ჩაკეტილია. კურორტ გოდერიძიზე ასვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილითაა შესაძლებელი. დაზიანებულია...

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია“

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია“

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ  პარლამენტში...

გოგი წულაიას ბრალდება დაუმძიმდა

გოგი წულაიას ბრალდება დაუმძიმდა

ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე დაკავებულ პოლიტიკოსს, გოგი წულაიას ბრალდება დაუმძიმდა. მას ოფიციალურად ბრალდება რამდენიმე წუთის წინ წაუყენეს. წულაია წარდგენილ...

იაპონიაში მარტოობასა და იზოლაციასთან ბრძოლის სამინისტრო შეიქმნა

იაპონიაში მარტოობასა და იზოლაციასთან ბრძოლის სამინისტრო შეიქმნა

პანდემიის ფონზე მომრავლებული თვითმკვლელობების გამო იაპონიაში იაპონიაში მარტოობასა და იზოლაციასთან ბრძოლის სამინისტრო შეიქმნა. ამის შესახებ გამოცემა Japan Times-ი წერს. ახალი თანამდებობის...

28 მარტს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებენ

28 მარტს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებენ

28 მარტს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „28 მარტს დაგეგმილ საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო...

„სააკაშვილის საქმეზე პოლიტიკოსების მხრიდან არც ირიბი და არც პირდაპირი ზეწოლა არ ყოფილა“

„სააკაშვილის საქმეზე პოლიტიკოსების მხრიდან არც ირიბი და არც პირდაპირი ზეწოლა არ ყოფილა“

მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე ლია ორკოდაშვილის განცხადებით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას პოლიტიკური ელფერი ექნებოდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ის...

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი 13-ჯერ გაიზარდა

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი 13-ჯერ გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 11.2 ათასი ტონა...

„ბიზნესებს, რომლებიც სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირის ან მართვის უფლებით სარგებლობენ, ქირის გადასახადი ჩამოეწერებათ“

„ბიზნესებს, რომლებიც სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირის ან მართვის უფლებით სარგებლობენ, ქირის გადასახადი ჩამოეწერებათ“

პანდემიით დაზარალებული ბიზნესები და ადამიანები, ვინც სარგებლობენ სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირის უფლებით ან მართვის უფლებით აქვს გადაცემული სახელმწიფო ქონება და შესაბამისი...

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ფუკუშიმის პრეფექტურაში იყო. გავრცელებული ცნობით, იაპონიის ხელისუფლებას ცუნამის საფრთხის შესახებ...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021