Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ინტერვიუ

„სეისმომედეგი მშენებლობა ერთადერთი რეალური ხერხია მიწისძვრით გამოწვეული კატასტროფის რისკის შემცირებისა!“

„ადამიანებს მიწისძვრა კი არა, დანგრეული შენობები კლავს“

in ინტერვიუ
0
„სეისმომედეგი მშენებლობა ერთადერთი რეალური ხერხია მიწისძვრით გამოწვეული კატასტროფის რისკის შემცირებისა!“
547
SHARES
1.6k
VIEWS
გაზიარება

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში რამდენიმე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რამაც მილიონზე მეტი მსხვერპლი და უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. დამტკიცებულია, რომ ადამიანებს მიწისძვრა კი არა, დანგრეული შენობები კლავს. მით უმეტეს, ეს პრობლემა საქართველოში მეტად აქტუალურია, სადაც ბოლო ათწლეულებია, სხვადასხვა სახის მშენებლობები ყოველგვარი კონტროლის გარეშე ხორციელდება. სპეციალისტების განცხადებით, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს დაზუსტებული სეისმური საშიშროების რუკების შედგენას და განახლებას და ამ რუკების საფუძველზე თანამედროვე სამშენებლო ნორმების დადგენას. 

„მეოთხეს“ ესაუბრება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს დიდი კატასტროფების შეთანხმების სპეციალიზირებული ცენტრის დირექტორი, საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების პრეზიდენტი თამაზ ჭელიძე.

– ბატონო თამაზ, ბოლო წლებია ძალიან ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მიწისძვრების შესახებ. რამ გამოიწვია ეს და როგორია მსოფლიოში მიწისძვრების სტატისტიკა? რამდენი მიწისძვრა ხდება წელიწადში?

– პასუხი ამ კითხვაზე შეუძლებელია, თუ არ დავაზუსტეთ, რა მაგნიტუდის მიწისძვრეზეა საუბარი. ბოლო 110 წლის სტატისტიკის მიხედვით, უძლიერესი მიწისძვრები მაგნიტუდით 8 და მეტი, წელიწადში საშუალოდ ერთხელ ხდება. რა თქმა უნდა, მიწისძვრების ეს საშუალო სიდიდეა: მაგალითად 2007 წელს ასეთი მოვლენა აღირიცხა 4-ჯერ, ხოლო 2002 და 2008 წლებში – საერთოდ არ დაფიქსირებულა. მეორეს მხრივ, მცირე მიწისძვრების (მაგნიტუდით 2 – 2.9) რაოდენობა წელიწადში მილიონებს აღწევს, ხოლო მიკრომიწისძვრების რაოდენობის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებებლია. შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის ზედაპირს მიწისძვრები განუწყვეტლივ არხევს, მაგრამ ეს რხევები იმდენად სუსტია, რომ მხოლოდ ძალზე მგრძნობიარე ხელსწყოებს, ანუ სესმოგრაფებს შეუძლიათ მათი დაფიქსირება. ისმის კითხვა – რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი სუსტი მიწისძვრების შესწავლა? საქმე ის არის, რომ სუსტი მიწისძვრები ყოველდღიურად ასობით და ათასობით ფიქსირდება სეისმოაქტიურ რეგიონებში და ვინაიდან ისინი გარკვეულად ასახავენ დედამიწის ქერქში დაძაბული მდგომარეობის ცვლილებებს, პრინციპში მცირე მოვლენების ნაკადის დროითი ცვლელებები შესაძლოა გამოვიყენოთ ძლიერი მიწისძვრის პროგნოზირებისათვის.

– როგორია საქართველოში მიწისძვრების სტატისტიკა  დაროგორც ხორციელდება სეისმოლოგიური კვლევები?

– საქართველო განლაგებულია ახალგაზრდა ალპურ ტექტონიკურ ზონაში, რაც განაპირობებს ძლიერი მიწისძვრების წარმოქმნას მისი ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე. ტერიტორიის სეისმურობა უკავშირდება არაბეთის ფილის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ დრეიფით (2 სმ/წ) და მის კოლიზიას რუსეთის პლატფორმასთან, რომელიც უძრავია. არაბეთის მოძრაობა იწვევს კავკასიის ტერიტორიის კუმშვას, რის გამო წარმოიქმნა კავკასიონის მთები, მრავალი ტექტონიკური რღვევა და შესაბამისად, სეიმური აქტივობა. საქართველოს თანამედროვე სეისმურობის მაგალითია თუნდაც იგივე 1991 წლის რაჭის და 2002 წლის თბილისის მიწისძვრები. საქართველოში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის 75-80%  მიწისძვრებთან არის დაკავშირებული. საქართველოში ძლიერ სეისმურ მოვლენებს უძველესი დროიდან დიდი ყურადღება ეთმობა. „ქართლის ცხოვრებამ“ შემოგვინახა ძვირფასი ცნობები ძლიერი მიწისძვრების შესახებ დაწყებული მე-XI საუკუნიდან. ამგვარი ცნობები ამჟამად ინტენსიურად გამოიყენება სეისმური საშიშროების შეფასების დროს. ვინაიდან ძლიერი მიწისძვრები საქართველოსა და კავკასიაში იშვიათად ხდება, სანდო ინსტუმენტული მასალა, ანუ სეისმური ჩანაწერები მხოლოდ ბოლო საუკუნეშია მიღებული, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია მოვიპოვოთ ცნობები ძლიერი მიწისძვრების შესახებ რაც შეიძლება დიდი პერიოდისათვის. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით საჭიროა ისეთი ობიექტების დაგემვისათვის, როგორიცაა დიდი კაშხლები, ატომური სადგურები და სხვა საპასუხისგებლო ნაგებობები. ამგვარი ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის ისტორიული ქრონიკები და მიწისძვრების მიერ რელიეფში დატოვებული კვალი – ე.წ პალეოდისლოკაციები.ბოლო წლებში მ. ნოდიას გეოფოზიკის ინსტიტუტში მომზადდა ისტორიული მიწისძვრების დაზუსტებული კატალოგი ახალი წელთაღრიცხვის 85 წლიდან 1900 წლამდე. გარდა ისტორიული ქრონილებისა, აქ გამოყენებულია გეოლოგიური მონაცემებიც. ისტორიული მიწისძვრების ახალ კატალოგში არის 8 მიწისძვრა, რომელთა მაგნიტუდა 7-ს უტოლდება.ბოლო ათწლეულებში განვითარდა ახალი დარგი – პალეოსეისმოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს ასეული ათასი წლის წინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრების პარამეტრები. პალეოსეისმოლოგიურ კვლევას ზოგჯერ ძალზე მოულოდნელ დასკვნები მოსდევს – მაგალითად, ჰოლანდიაში, რომელიც ადრე პრაქტიკულად სეისმურად წყნარ რეგიონად მიიჩნეოდა, რღვევის ზედაპირის გათხრის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბოლო 30 000 წლის განმავლობაში აქ მოხდა სამი ძლიერი მიწისძვრა მაგნიტუდით 6.2-6.8. საქართველოში ზედაპირული გეოლოგიური კვლევის საფუძველზე აღმოჩენილია რამდენიმე პალეოდისლოკაცია. მათი გამომწვევი მიწისძვრების მაგნიტუდა შესაძლოა 7-ის ტოლი იყო. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა რღვევის გათხრები, რაც დააზუსტებდა პალეომიწისძვრების მაგნიტუდას და ასაკს.რაც შეეხება ინსტრუმენტულ დაკვირვებებს, მათ 1899 წელს ჩაეყარა საფუძველი. თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის სეისმური სადგური ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში და ყოველთვის მაღალი დონის კვლევას აწარმოებდა. 2002 წლის თბილისის მიწისძვრის შემდეგ დაიწყო საქართველოს სეისმური ქსელის მოდერნიზაცია და ამჟამად ათეული სადგური ახალი მაღალი მგრძნობიარობის ციფრული ხელსაწყოებით არის აღჭურვილი. საქართველოს ტერიტორიაზე ინსტრუმენტალ პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მაგნიტუდით 6 ან მეტი, მათ შორის 1991 ჭ. რაჭის მიწისძვრისა, რომელთა ჩანაწერები არქივში ინახება.

– არის თუ არე შესაძლებელი მიწისძვრების პროგნოზირება, რათა შევამციროთ მათ მიერ მოსალოდნელი მსხვერპლი და ზარალი?

– ზოგადად, მიწისძვრის პროგნოზი გულისხმობს სამი პარამეტრის – კერძოდ, ადგილის, სიძლიერის და დროის დადგენას. დროის სანდო პროგნოზი თუნდაც თვეების სიზუსტით ჯერჯერობით ვერ ხერხდება ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც კი. საბედნიეროდ, საკმაოდ კარგად პროგნოზირდება მიწისძვრების დანარჩენი ორი ელემენტი -შესაძლო ადგილი და სიძლიერე, რაც აისახება ე.წ. სეისმოდარაიონების რუკებში. თუ მშენებლობა განხორციელდება სეისმოდარაიონების რუკის გათვალისწინებით, მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი მინიმუმამდე დაიყვანება. მიწისძვრების რიცხვისა და სიძლიერის შემცირება ადამიანს არ შეუძლია, მაგრამ მეცნიერებამ, გამოიმუშავა ისეთი მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა შემცირდეს კატასტროფებით გამოწვეული რისკები, ანუ მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი. მაგალითად, მიწისძვრების რისკისდა არა რაოდენობისშემცირება შესაძლოა ანტისეისმური სამშენებლო ნორმების დაცვით.სუმატრას, ჰაიტის და ჩილეს მიწისძვების კატასტროფული შედეგების ანალიზი ბუნებრივად აღძრავს კითხვებს: მოხდება თუ არა ძლიერი მიწისძვრები საქართველოში? შეიძლება თუ არა ამგვარი მოვლენების პროგნოზირება? როგორ უნდა დავიცვათ თავი ამგვარი უბედურებებისაგან? როგორც აღვნიშნეთ, საქართველო მდებარეობს ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ ზოლში და ჩვენთან ძლიერი მიწისძვრები ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს დაზუსტებული სეისმური საშიშროების რუკების შედგენა-განახლებას და ამ რუკების საფუძველზე თანამედროვე სამშენებლო ნორმების დადგენას. გეოფიზიკის ინსტიტუტში შეიქმნა თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების დონის საქართველოს სეისმური საშიშროების ალბათური რუკა, ხოლო 2009 წელს დამტკიცდა ამ რუკის საფუძველზე სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის მიერ მომზადებული საქართველოს ახალი სამშენებლო ნორმები, რაც გარკვეულ გარანტიას გვაძლევს იმისა, რომ ახალი შენობები მოსალოდნელ სეისმურ რყევებს გაუძლებს. სწორედ სეისმომედეგი მშენებლობა არის ამჟამად ერთადერთი რეალური ხერხი კატასტროფის რისკის შემცირებისა. დამტკიცებულია, რომ ადამიანებს მიწისძვრა კი არა, დანგრეული შენობები კლავს.

– არის თუ არა შესაძლებები მიწისძვრების დროითი პროგნოზი?

– მომავალი მიწისძვრის მოხდენის დროის დადგენა ამჟამად ვერ ხერხდება მრავალი ცდის მიუხედავად, თუმცა, ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ დროითი პროგნოზი საერთოდ შეუძლებებლია. პროგნოზის პრინციპული შესაძლებლობა ემყარება იმ გარემოებას, რომ დედამიწის ქერქში უნდა დაგროვდეს საკმაო დაძაბულობა, რათა დაიძლიოს ტექტონიკური რღვევის ბაგეების ხახუნის ძალა. ცხადია, რომ დაძაბულობის დაგროვება უნდა იწვევდეს ქანების კუმშვას ან განკუმშვას და შესაბამისად, გარკვეულ ფიზიკურ პროცესებს, რომლებიც წინ უძღვის ძლიერ მიწისძვრას – ე.წ. წინამორბედებს. მიწისძვრის კერაში მიმდინარე პროცესების, მათ შორის წინამორბებების აღწერისათვის გეოფიზიკის ინსტიტუტში პირველად შეიქმნა რღვევის ე.წ. პერკოლაციური მოდელი. საკმაოდ ხშირად  დაიკვირვება შემდეგი წინამორბედები: სეისმური რეჟიმის ცვლილებები, დედამიწის ქერქის დეფორმაციები, ჭებში წყლის დონის ცვლილება, რადონის ემისია, ელექრომაგნიტური მოვლენები და სხვა.გამოირჩევა გრძელი, საშუალო და მოკლევადიანი წინამორბედები. გრძელვადიანი პროგნოზი კეთდება ათეული წლების წინსწრებით სამი ძირითადი ჰიპოთეზის საფუძველზე: არსებობს ძლიერი მიწისძვრების ციკლურობა, ვინაიდან მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დაძაბულობები განიმუხტება და იმავე არეში ახალი მიწისძვრა მოხდება მხოლოდ დაძაბულობების ხელახალი დაგროვების შემდეგ, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ეს დრო განსაზღვრავს ციკლის ხანგრძლივობას; რღვევის იმ ნაწილში, სადაც ადრე მოხდა დიდი მიწისძვრა და ძაბვები განიმუხტა, სეისმურობა მცირეა; რაც მეტი დრო გადის ახალი ციკლის დაწყებიდან, მით უფრო დიდი ხდება შემდეგი ძლიერი მიწისძვრის ალბათობა დაძაბულობების დაგროვების გამო. ამ მოდელის საფუძველზე, მაგალითად, დადგინდა, რომ 13-მილიონიან სტამბოლთან ახლოს, მარმარას ზღვაში არსებულ სეისმურ ღრიჭოზე, მომავალ 30-წლიან პერიოდში 70% ალბათობით მოხდება 7-7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც დიდ ზარალსა და მსხვერპლს გამოიწვვს. ამ გრძელვადიანი პროგნოზის გამო სტამბოლში მილიარდობით დოლარი იხარჯება მიწისძვრის ეფექტის შესამცირებლად: ტარდება გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევა, მაგრდება ნაგებობები, შეიქმნა ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც განგაშს ატეხს დაახლოებით 10 წამით ადრე, ვიდრე მიწისძვრის დამანგრეველი ტალღები ქალაქს მიაღწევს. გარდა სტამბოლისა, გრძელვადიანი პროგნოზების მიხედვით, მოელიან უახლოეს ათწლეულებში ძლიერ მიწისძვრებს სან-ფრანცისკოსა და ტოკიოს მახლობლად. რამდენიმე ავტორი თვლის, რომ მათი გრძელვადიანი პროგნოზი წარმატებული იყო.საქართველოში 70-ანი წლების შემდეგ საკმაოდ ინტენსიური კვლევა მიმდინარეობდა მიწისძვრების წინამორბედების აღმოსაჩენად. შეიქმნა სპეციალური  დაკვირვებათა ქსელი. ახლაც რეგულარულად მიმდინარეობს წყლის დონის მონიტორინგი ღრმა ჭაბურღილებში, რომელიც გარკვეული სახის დედამიწის ქერქის მცირე დეფორმაციებზე კარგად რეაგირებს და მეთოდიკის დახვეწის შემთხვევაში, შესაძლოა გამოდგეს მიწისძვრების პროგნოზისათვის. საინტერესოდ მიგვაჩნია მაგნიტური ველის და წყლის დონის ანომალია 1988 წ. სპიტაკის მიწისძვრის წინდა რადონის კონცენტრაციის მომატება 2002 თბილისის მიწისძვრის წინ, თუმცა ეს დამაიმადებელი შედეგებიც მხოლოდ წინასწარ მოკვლევად უნდა ჩაითვალოს.

– აღნიშნეთ, რომ სეისმური საშიშროების ალბათური რუკის საფუძველზე სამშენებლო ნორმები დამტკიცდა. ექსპერტები კი აცხადებენ, რომ ჩვენთან მშენებლობები ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე მიმდინარეობს.

– აქ ძალიან რთულად გვაქვს საქმე. შეიძლება სეისმომედეგი შენობები ავაშენოთ ამერიკული ნორმებით, ევროპული ნორმებიც არსებობს. ჩვენთან ორივე ნორმა მიღებულია, შეიძლება ასე აშენება, მაგრამ არ არსებობს კონტროლი. ადრე კონტროლდებოდა მაგალითად ბეტონის ხარისხი, არმატურა… ეს ყველაფერი უნდა კონტროლდებოდეს. ადრე მაგალითად, თბილისში მიღებული იყო 7-ბალიანობა და ასე აშენებდნენ. სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ ბალიანობა გადაიხედა და მოიმატა ერთით, ანუ ახლა მიღებულია, რომ შენობამ 8 ბალის ინტენსივობის რყევას უნდა გაუძლოს. რეალურად რომ შევხედოთ, თბილისში არის უამრავი შენობა, რომელიც აშენდა 7 ბალზე და 8 ბალზე არ არის გათვლილი. არსებობს ორი მეთოდით, რომლითაც შეიძლება ამის დადგენა და გაზომვა. განსაკუთრებით რთულია ძველი ისტორიული შენობებისა და ეკლესიების შემოწმება, გამოცდის მეთოდით თუ განისაზღვრება მათი მდგრადობა, რადგან მაშინ სამშენებლო ნორმები არ არსებობდა. ასე რომ, პრობლემა არის, მედეგობაზე შემოწმება ძალიან ძვირი პროცესია. უნდა შემოწმდეს ყოველი შენობა, დრო რომ გადის, ყველა შენობა ძველდება, უამრავი რამ მოქმედებს შენობის მდგრადობაზე, რაც რუკაზეა ბალიანობა, საშუალო გრუნტზეა გათვლილი და ამიტომ თუ გრუნტი სუსტია, უფრო მატულობს ბალიანობა. თბილისის გენგეგმის შედგენის პრაქტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გენგეგმის შედგენის წინ უნდა ჩატარებულიყო გეოფიზიკური მეთოდებით გრუნტების შეფასება, რომელიც არ არის ძალიან ძვირი და შესაძლებელია საკმაოდ სწრაფად გაკეთდეს. ამის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს შემდეგ მშენებლობები, თუ გრუნტი სუსტია, იქ უკვე აღარ არის 8 ბალი და მოთხოვნა იზრდება. სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა.

Tags: თამაზ ჭელიძემიწისძვრა
Share219Tweet137

სხვადასხვა

საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ქარი

საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა...

ოზურგეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ოზურგეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1968 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ლ. ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას...

კრივში საქართველოს ნაკრები სამშობლოში ორი მედლით ბრუნდება

კრივში საქართველოს ნაკრები სამშობლოში ორი მედლით ბრუნდება

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში დასრულდა A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი სამოყვარულო კრივში (იშტვან ბოშკაის 65-ე მემორიალი). საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრზე ​ვერცხლის ორი მედალი მოიპოვა. ჩვენი გუნდის კაპიტანი, ლაშა გურული 63...

„ე.წ. „კრებსების“ საკითხი საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას, ეკლესიის დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების გაღვივებას ემსახურებოდა“

„ე.წ. „კრებსების“ საკითხი საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას, ეკლესიის დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების გაღვივებას ემსახურებოდა“

მღვდელმთავრები უკანასკნელი მოვლენების შესაფასებლად შეიკრიბნენ, - ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე...

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად იმოძრავებს

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად იმოძრავებს

https://www.youtube.com/watch?v=qw21NvyUPZ8&feature=youtu.be ქალაქ თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად იმოძრავებს. 50 მგზავრზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსები მუშაობას სატესტო რეჟიმში დაიწყებს. ტრანსპორტით გადაადგილება უფასო...

მეცხოველეობის სექტორის მიმართულებით საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

მეცხოველეობის სექტორის მიმართულებით საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - SQIL“ ფარგლებში, მეცხოველეობაში ინოვაციური ბიზნესიდეების დასაფინანსებლად, ახალი საგრანტო კონკურსის განაცხადების მიღება დაიწყო, -...

„პატრიარქის შეცვლის საკითხზე გიორგი გახარიას ჩემთან საუბარი 2018 წლის 15 იანვარს ჰქონდა“

„პატრიარქის შეცვლის საკითხზე გიორგი გახარიას ჩემთან საუბარი 2018 წლის 15 იანვარს ჰქონდა“

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ პატრიარქის შეცვლის საკითხზე მასთან გიორგი გახარიას საუბარი 2018 წლის 15 იანვარს ჰქონდა. მისი თქმით, მასთან...

თბილისში მიკროავტობუსებით გადაადგილება ახალ წესებს დაექვემდებარება

თბილისში მიკროავტობუსებით გადაადგილება ახალ წესებს დაექვემდებარება

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს მოუწოდებს, 8 თებერვლიდან მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაიცვან. „კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“...

„დაკავებულია ნარკორეალიზატორი, ვისგანაც ლექსომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა“

„დაკავებულია ნარკორეალიზატორი, ვისგანაც ლექსომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა“

დაკავებულია ნარკორეალიზატორი, ვისგანაც ლექსომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი...

ბაკურიანში, კოხტაგორას საბაგიროს მეხი დაეცა

ბაკურიანში, კოხტაგორას საბაგიროს მეხი დაეცა

ბაკურიანში, კოხტაგორას საბაგიროს მეხი დაეცა. მეხის დაცემის შედეგად გაჩენილი ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 თებერვლამდე სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ...

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი...

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ, ახალციხეში ექთანის მდგომარეობა გართულდა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ, ახალციხეში ექთანის მდგომარეობა გართულდა

ახალციხის კლინიკა „იმედის” ექთანი კორონავირუსის ვაქცინაზე დღეს აიცრა. როგორც ახალგაზრდა ექთნის თანამშრომლები აცხადებენ, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა....

კორონავირუსის ტესტის პასუხების გაყალბებისთვის საბერძნეთის პოლიციამ 3 ქართველი ქალი დააკავა

კორონავირუსის ტესტის პასუხების გაყალბებისთვის საბერძნეთის პოლიციამ 3 ქართველი ქალი დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ სამი ქართველი ქალი დააკავა, რომლებიც კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის გაყალბებულ ცნობებს გასცემდნენ. ბერძნული მედიის ცნობით, აღნიშნულ ცნობებს იმ პირებზე...

„ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ“

„ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ“

ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ შედეგი დადგეს, საუბარია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე, ჩვენი მხრიდან რაც არის გასაკეთებელი ყველაფერს...

საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა

საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა

საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი...

ე.წ. კომენდატის საათი ისევ იმოქმედებს

ე.წ. კომენდატის საათი ისევ იმოქმედებს

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ქვეყნის მასშტაბით...

„საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემა არ დგას“

„საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემა არ დგას“

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემა არ დგას. როგორც ამ თემაზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა...

„გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად ინფიცირებულ პაციენტებში მძიმე მიმდინარეობის რისკი მაღალია“

„გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად ინფიცირებულ პაციენტებში მძიმე მიმდინარეობის რისკი მაღალია“

საქართველო კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკის მოლოდინშია. ექიმები შიშობენ, რომ მალე საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლები აღარ იქნება. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო...

„მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება“

„მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება“

მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება, - ბრძანა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას. მან მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა...

კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მმართველობის ხარისხი, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და უწყვეტი რეფორმები სააგენტოს აძლევს შესაძლებლობას მაღალ დონეზე შეაფასოს ეკონომიკური და საინვესტიციო, ბიზნესგარემოს...

ყოფილ შს მინისტრსა და „მხედრიონის“ ყოფილ ხელმძღვანელს 12-მდე აგრესიული პირი თავს დაესხა

ყოფილ შს მინისტრსა და „მხედრიონის“ ყოფილ ხელმძღვანელს 12-მდე აგრესიული პირი თავს დაესხა

ვაკეში კრიმინალური გარჩევა მოხდა. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და „მხედრიონის" დაჯგუფების ყოფილ ხელმძღვანელზე, თემურ ხაჩიშვილზე სავარაუდო თავდასხმის მცდელობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია....

ქრთამის აღების ფაქტზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს...

ეუთოს თავმჯდომარე – განაახლეთ დიალოგი, რათა დაიცვათ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი

ეუთოს თავმჯდომარე – განაახლეთ დიალოგი, რათა დაიცვათ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერზე“ ეხმაურება. „თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს შეშფოთებით...

„ვინ რატომ არ ვეთანხმებით ერთმანეთს ქვეყნის შიგნით, ეს არ არის ის, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ ქვეყნის გარეთ“

„ვინ რატომ არ ვეთანხმებით ერთმანეთს ქვეყნის შიგნით, ეს არ არის ის, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ ქვეყნის გარეთ“

ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყნის გარეთ საქართველოს ინტერესები იყოს დაცული, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ისე ჟურნალისტებისა და უმრავლესობის მხრიდან, - ამის შესახებ...

ბოლო ექვს თვეში საქართველომ მანდარინის ექსპორტით 19 მილიონი დოლარი მიიღო

ბოლო ექვს თვეში საქართველომ მანდარინის ექსპორტით 19 მილიონი დოლარი მიიღო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 7 თებერვლამდე პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე 39 ათასი...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021