Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ინტერვიუ

„ღმერთმა ნუ ქნას ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, მთელი თბილისი მიწასთან გასწორდება“

„ხელოსნები ევრორემონტს რომ ეძახიან, მე ევროსიკვდილი დავარქვი“

in ინტერვიუ
0
„ღმერთმა ნუ ქნას ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, მთელი თბილისი მიწასთან გასწორდება“
753
SHARES
2.2k
VIEWS
გაზიარება

„საქართველოს მშენებელთა ლიგის“ თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანზორ საკანდელიძე აცხადებს, რომ დედაქალაქი დიდი საშიშროების წინაშე დგას და ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში, შენობების 90%-ზე მეტს დანგრევა ემუქრება. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი მშენებლობის სამინისტროს აღდგენაა.

„მეოთხეს“ანზორ საკანდელიძე ესაუბრება:

– ჯერ კიდევ 2003 წლამდე, პირველ რიგში, მშენებლობის სამინისტროს მიადგნენ და გააუქმეს. დღესაც კი ვერ გაგვიცნობიერებია, რა ხდება ჩვენს თავს და რა ძალიან ცუდ დღეში ვართ. მთელი მსოფლიო რა საშიშროებების წინაშეც დგას – სეისმური, მიწისძვრის, გლობალური გეოლოგიური ცვლილებები და სხვა, ამის შემსწავლელი კომიტეტი არსებობს, რომელიც ყოველ ათწლეულში დებს შედეგებს. ბოლო 10 წლის მანძილზე კატასტროფული მონაცემებია გამოქვეყნებული. 2000-დან 2010 წლამდე კატასტროფული მიწისძვრებისაგან მსოფლიოში დაიღუპა 42%-ით უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე განვლილი წინა 50 წლის განმავლობაში. არის პროგნოზები, რომ 2010-დან 2020 წლამდე და შემდეგ წლებში შედეგები უფრო მძიმე იქნება. წარმოიდგინეთ, 25 წელიწადია  სსრ კავშირი დაინგრა და საქართველოში არცერთი შენობა არ არის სეისმურად შემოწმებული.

– არ არსებობს არანაირი მონაცემები, რომელი შენობა, რა სიმძლავრის მიწისძვრას გაუძლებს?

– არა! სეისმომედეგობას არავინ ამოწმებს, ყველაფერი მიშვებულია თვითდინებაზე. გიგი უგულავა თავის დროზე ტრაბახობდა, ყოველგვარი შემოწმებები მოვხსენი, ამით სამშენებლო ბიზნესს ხელი შევუწყე და გავაიაფეო. მთელი სამშენებლო ბიზნესი მამამისს და „ნაციონალების“ კლანს ჰქონდა, რაც თარგამაძეებმა უკრაინიდან ფალსიფიცირებული არმატურა და ლითონი ჩამოზიდეს… ჩერნობილის აფეთქება რომ მოხდა და მკვდარ ზონად გამოცხადდა, 10 წლის მერე ნელ-ნელა შევიდნენ და დაიწყეს სამრეწველო ობიექტების დაშლა, ადნობდნენ და ის ლითონი ინტენსიურად შემოდიოდა საქართველოში. ეს ბიზნესი ეკუთვნოდა გივი თარგამაძეს და მის ძმას. ყველა შენობა შესამოწმებელია. შენობები, რომელიც ბოლო წლებში აშენდა, არანაირი მოანაცემები არ არსებობს რამდენ ბალიან მიწისძვრას გაუძლებს, მშენებლებს სიტყვაზე ვენდობით.

მაგალითს მოვიყვან, 20-სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა გასცეს და გვერდით მდებარე სახლს ფუნდამენტი გამოაცალეს, სახლი ჰაერში გამოეკიდა, შემდეგ ატმოსფერული ნალექებით ფიზიკომექანიკური თვისებები შეიცვალა, მოხდა დეფორმაცია, დაიბზარა მთელი სახლი და დასანგრევი გახდა. ინსოლაციის და ბუნებრივი განათების კანონი რომ გააუქმეს 2009 წელს და სახლი სახლს მიადგეს, ესეც ხომ საშინელებაა. თეორიულადაც დარღვეულია, ეპიურები ერთმანეთში იკვეთება, ელემენტალურია სახანძრო ნორმები, რომ შენობას გარშემო უნდა უვლიდე. ინსოლაციაზე აღარ არის ლაპარაკი, შენობაში თუ არ შედის მზის სხივი, ეს კლავს მიკრობებს და გამოდის, რომ ხალხს აცხოვრებ ავადმყოფობის გამოწვევის მუდმივი რისკის ქვეშ. პირდაპირ კავშირშია ეს ონკოლოგიური დაავადებების წარმოშობის წყაროსთან. არ ხდება ბუნებრივი ვენტილაცია. ჯერ ერთი, რა სარემონტო მასალებს ვიყენებთ, აბსოლუტურად შეუმოწმებელს, სხვა ქვეყანაში თუ სამგზის ამოწმებენ, ჩვენთან ეს პროცესი აბსოლუტურად უკონტროლოა. ყოფილ სსრ კავშირში, თუ სადმე უხარისხო ნაგავი გამოუშვეს, ფალსიფიცირებული და რადიაციული, ყველაფერი აქ შემოყარეს. მუდმივი რადიაციის ქვეშ ვართ, ჩვენთან გაჭირვებაა და იაფფასიან მასალებს ყიდულობენ, რაც უფრო იაფფასიანია მასალა, ყველაზე მეტად ტოქსიკურია. წებოს რომ უკეთებენ რეკლამას, უცბად შრებაო, რაც მალე შრება, ის უფრო მომწამლავია და ამას არავინ ამოწმებს. ხელოსნები ამას ევრორემონტს ეძახიან, მე ევროსიკვდილი დავარქვი.

2010 წელს კანონი მიიღეს, სადაც მითითებულია, რომ თუ შენობა არის რკინა-ბეტონის კარკასული ტიპის, მისი სართულიანობა იზღუდება 12 სართულამდე 8-ბალიან ზონაში. თბილისი ხომ 8-ბალიანი ზონაა…მეორე – ურიგელო ტიპის რკინა-ბეტონის შენობები ჰქვია, როდესაც სართულის გადახურვებს ერთიანად აბეტონებენ, ის 7 სართულზე მეტი არ შეიძლება. 7 სართულის ნაცვლად, 14,16, ახლა ოცსართულიანები მასიურად შენდება. ამ კანონსაც მასიურად არღვევენ და განმკითხავი არავინ არის…

– გამოდის, დედაქალაქი ყველაზე დიდი საშიშროების წინაშე დგას…

– ყველაზე დიდი პრობლემა მაინც თბილისში დგას, ღმერთმა ნუ ქნას ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, მეტი თუ არა, შენობების 90% მაინც დაინგრევა და დედაქალაქი მიწასთან გასწორდება. შენობები დომინოს პრინციპით დაანგრევენ ერთმანეთს, მთელი ყიფშიძის ქუჩა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ. ვერაზე ზემოთ გავლა აღარ შეიძლება… „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო, ყველაფერი ამოყარეს კოდექსიდან, რაც მშენებლობას ეხებოდა, მშენებლობა – სიტყვაც კი ამოიღეს. სეისმურ ნორმებს რაც შეეხება, ჩათვალეთ არ გვაქვს; სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმები საერთოდ არ გვაქვს და ჩვენი ქვეყანა გინესის წიგნშია შესატანი, სადაც არცერთი შენობა დღემდე არ არის შემოწმებული სეისმურ უსაფრთხოებაზე. ამ დროს, სეისმური უსაფრთხოების ნორმების დარღვევით გამოწვეული შედეგებითაა მსოფლიოში დაღუპულთა ნახევარზე მეტი. ეს ოფიციალური სტატისტიკაა, ზოგი მკვლევარი 70%-ს ასახელებს. ეს ნორმები ჩვენ არც დაგვიმუშვებია, არც დაგვიკანონებია და არც ვაპირებთ.  ხალხი მიშვებული გვყავს, შევუშვებთ ბინებში, სადაც არაფერს ვამოწმებთ, ამ დროს უცხოეთში ადამიანს კი არა, შინაურ ცხოველს არ უშვებენ თავის ბუნაგში, სანამ ყველაფერს არ შეამოწმებენ. რა შენობებსაც ჩვენ ვაშენებთ ახლა, სხვა ქვეყნებში ამოწმებენ და თუ 9-ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს, ანგრევენ. ჩვენი შენობები კიდევ 7 ბალიანზეც არ იქნება გათვლილი, რასაც ვაშენებთ, ყველა დასანგრევი იქნება!

– გამოსავალს რაში ხედავთ?

– ერთადერთი გამოსავალია მშენებლობის სამინისტროს აღდგენა. სხვა ამას არაფერი უშველის, რაც მეტი დრო გავა, უფრო მეტი პრობლემა დაგროვდება და ყველაფერი თავზე დაგვემხობა. გეოფიზიკოსები ამბობენ, რომ კავკასიონის მთელ ქედზე მიმდინარეობს ქანების დაშლა, პლუს ამას, სამხრეთიდან დაიძრა არაბეთის ფილაქანი, დაეჯახა და მიაწვა ევრაზიის ფილაქანს, აწვება და მოათრევს ჩრდილოეთისკენ წელიწადში 15 სმ-ის სიჩქარით, პანიკაშია ევრაზიის ქვეყნები, სტამბოლში სპეციალური მონიტორები დაამონტაჟეს და გაფაციცებით შესცქერიან. ამ დროს მსგავსი არაფერი ხდება საქართველოში. ყველა 9-ბალიანზე გადავიდა, მაღლივი შენობები შეამოწმეს, დასანგრევი დაანგრიეს და ხალხი გამოასახლეს. განსაკუთრებით ცდილობენ სტამბოლის გადარჩენას, კალიფორნიისა და იაპონიის გამოჩენილი სეისმოლოგები მუშაობენ.

– ამ საკითხზე ხელისუფლებას თუ მიმართეთ?

– იმდენჯერ მივმართეთ, უკვე დათვლა შეუძლებელია, უამრავი წერილი გავაგზავნეთ. დავაყენეთ საკითხი, რომ მშენებლობისა და ენერგეტიკის სამინისტრო ერთად ყოფილიყო, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ისრაელის მოდელი შევთავაზეთ. ამბობენ, როგორ შეიძლება მშენებლობის სამინისტროს სამეურნეო ფუნქცია ჰქონდესო, ამ დროს ისრაელში ასეა. ტერიტორიაც თითქმის თანაბარი გვაქვს, მოსახლეობაც და პრობლემებიც იდენტური გაგვაჩნია. საზღვრების პრობლემა აქვთ, ძირითადად, იქ მიმდინარეობს მშენებლობა და იქ ასახლებენ ხალხს. სამინისტროების რიცხვი არ იზრდება, დაფინანსება არ იზრდება, ცოტა ხანში ეს სამინისტრო გადავა თვითდაფინანსებაზე და ფუნქციონირებას დაიწყებს მშენებლობის კუთხითაც. ამდენი დევნილები გვყავს, პირველ რიგში, მათთვის დაიწყებ საზღვრისპირა ზონაში მშენებლობებს. ისრაელში აშენებენ და მერე 25-30 წლიანი განვადებებით აძლევენ ამ ბინებს თავის მოქალაქეებს.

Tags: ანზორ საკანდელიძემიწისძვრამშენებლობა
Share301Tweet188

სხვადასხვა

„ცეცხლს ვეთამაშებით, ქორწილებზე წასვლის ნაცვლად, აცრაზე წავიდეთ“

„ცეცხლს ვეთამაშებით, ქორწილებზე წასვლის ნაცვლად, აცრაზე წავიდეთ“

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომელიც დღეს საქართველოშია, მოქალაქეების მეტ თვითშეგნებას მოითხოვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ...

ეუთოს თავმჯდომარე – განაახლეთ დიალოგი, რათა დაიცვათ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი

ეუთოს თავმჯდომარე – განაახლეთ დიალოგი, რათა დაიცვათ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერზე“ ეხმაურება. „თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს შეშფოთებით...

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

https://www.youtube.com/watch?v=jqhyZAxfAzo

პროკურატურა – ბაბუამ შვილიშვილის მიმართ ძალადობა აღიარა

პროკურატურა – ბაბუამ შვილიშვილის მიმართ ძალადობა აღიარა

გარდაცვლილი 14 წლის გოგონას საქმეზე ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები გრძელდება. გამომძიებლების კითხვებს დღეს მთელი დღის განმავლობაში პასუხობდნენ მოზარდის ახლობლები. გამოკითხვების...

„არ მგონია, რომ სააკაშვილს საზღვარგარეთი ამშვიდებდეს…“

„არ მგონია, რომ სააკაშვილს საზღვარგარეთი ამშვიდებდეს…“

არ მგონია, რომ სააკაშვილს საზღვარგარეთი ამშვიდებდეს, იმიტომ რომ მანამდე რამდენიმე ქვეყანაში იყო, ჩამოვიდა და ესენი თავდებში რომ უდგებიან ახლა, მგონია,...

ღარიბაშვილი გახარიაზე – არ ვიცი, რას აპირებს, ჯერ მოვუსმინოთ კაცს…

ღარიბაშვილი გახარიაზე – არ ვიცი, რას აპირებს, ჯერ მოვუსმინოთ კაცს…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების მიერ მისი წინამორბედის სამომავლო გეგმებზე დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ არ იცის, რას აპირებს გიორგი...

„გადავდივართ „ომიკრონის“ ტალღის პიკს“

„გადავდივართ „ომიკრონის“ ტალღის პიკს“

ამირან გამყრელიძე მიმდინარე კვირის განმავლობაში ინფიცირების კლებას პროგნოზირებს - როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ...

„ჰესების გარეშე 10 წელიწადში გაზის მოხმარება გაორმაგდება, რაც იმპორტულ რესურსზე უმძიმეს დამოკიდებულებას ნიშნავს“

„ჰესების გარეშე 10 წელიწადში გაზის მოხმარება გაორმაგდება, რაც იმპორტულ რესურსზე უმძიმეს დამოკიდებულებას ნიშნავს“

ახლა სულ ახალი, ცინცხალი მოსაზრება გაჩნდა, რასაც სამხრეთ კავკასიური მილსადენით ტრანზიტის სანაცვლოდ უფასოდ ვიღებთ გაზს, აი, მაგ გაზით ვაწარმოოთ ელექტროენერგიაო...

„მივდივართ სტაბილიზაციისკენ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს „თავში არ უნდა აგვივარდეს“

„მივდივართ სტაბილიზაციისკენ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს „თავში არ უნდა აგვივარდეს“

მივდივართ სტაბილიზაციისკენ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს „თავში არ უნდა აგვივარდეს“ და ფრთხილად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის...

„ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს – ნუ შეგეშინდებათ რუსეთის, იყავით ძლიერნი და მოიგერიეთ ის!“

„ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს – ნუ შეგეშინდებათ რუსეთის, იყავით ძლიერნი და მოიგერიეთ ის!“

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ქვეყანაში მიმდინარე საომარ ვითარებაზე Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს და მსოფლიოს მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. როგორც ქვეყნის თავდაცვის უწყების პირველი პირი აღნიშნავს, ახლა უკრაინაზეა დამოკიდებული...

„ნუ ჩავიციკლებით „ფაიზერზე“, ავიცრათ ნებისმიერი ვაქცინით“

„ნუ ჩავიციკლებით „ფაიზერზე“, ავიცრათ ნებისმიერი ვაქცინით“

როდესაც ჩვენთან ორჯერ ვაქცინირებული პაციენტები ხვდებიან, სულ ერთია იგი, რომელი ვაქცინითაა აცრილი, ყველა მათგანს ძალიან იოლად გადააქვს დაავადება, - ამის...

სახალხო დამცველის სკანდალური ანგარიში – მოგიწოდებთ, მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ლაფანყურის სპეცოპერაციისა და ჩეჩენი ლტოლვილის საქმეზე!

სახალხო დამცველის სკანდალური ანგარიში – მოგიწოდებთ, მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ლაფანყურის სპეცოპერაციისა და ჩეჩენი ლტოლვილის საქმეზე!

საქართველოს სახალხო დამცველი სკანდალურ ანგარიშს აქვეყნებს. უჩა ნანუაშვილის ანგარიშში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია იმ საქმეებზე, რომლებიც დღემდე გაუხსნელად ითვლება. ომბუდსმენი შესაბამის...

თამარ კორძაიამ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

თამარ კორძაიამ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

თამარ კორძაიამ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. კორძაიას განმარტებით, პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს როგორც უპარტიო და პარლამენტის...

„გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, შეიძლება, მიზანდასახულად ჯავშნიან აცრებს და აუქმებენ“

„გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, შეიძლება, მიზანდასახულად ჯავშნიან აცრებს და აუქმებენ“

გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, ვსწავლობთ მიზეზებს, შეიძლება, რაღაც ეჭვი იყოს, გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და აუქმებს, - ამის...

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

სომხეთში 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქში“ დაწერა. სომხეთის მთავრობის ხელმძვანელი აცხადებს, რომ არსებული შიდაპოლიტიკური სიტუაციიდან საუკეთესო...

პროკურატურამ ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოს ოფიციალურად მიმართა

პროკურატურამ ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოს ოფიციალურად მიმართა

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე წუთის წინ მიმართა....

სკოლაში ჭადრაკის შესწავლა სავალდებულო საგანი გახდა

სკოლაში ჭადრაკის შესწავლა სავალდებულო საგანი გახდა

მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან, - ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მოსწავლეებში ანალიტიკური,...

„მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი, თვითმიზანიც გახდა, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს“

„მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი, თვითმიზანიც გახდა, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს“

გუშინ რომ გეკითხათ ჩემთვის (კიდევ კარგი, გუშინ შეუძლოდ ვიყავი და ვერ მოვახერხე ინტერვიუს მოცემა), უფრო დაძაბული და შეშფოთებული ვიქნებოდი, რადგან...

„სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, მოგონილი ზღაპარია! მისი ადგილი ციხეშია!“

„სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, მოგონილი ზღაპარია! მისი ადგილი ციხეშია!“

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, ეს ფეიკ რაღაცა არის „ოცნების“ მიერ მოგონილი ზღაპარი, – განაცხადა თემის კომენტირებისას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ....

ბელარუსის პრეზიდენტმა დასავლეთს საპასუხო სანქციები დაუწესა

ბელარუსის პრეზიდენტმა დასავლეთს საპასუხო სანქციები დაუწესა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო სანქციები დააწესა. სანქციები დაუწესდა იმ სახელმწიფოების ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები...

„ვაქცინაცია ყველამ უნდა ჩაიტაროს, რადგან კატასტროფამდე არ მივიდეთ“

„ვაქცინაცია ყველამ უნდა ჩაიტაროს, რადგან კატასტროფამდე არ მივიდეთ“

ვაქცინაცია ყველამ უნდა ჩაიტაროს, რადგან იმ კატასტროფამდე არ მივიდეთ, რაც სახეზეა არავაქცინირებულ პაციენტებში, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა...

„მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები“

„მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მე ცნობად მივიღე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან...

ბოლნისის მუზეუმი ევროპის საუკეთესო მუზეუმებს შორისაა ნომინირებული

ბოლნისის მუზეუმი ევროპის საუკეთესო მუზეუმებს შორისაა ნომინირებული

ბოლნისის მუზეუმი, ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ, კონკურსის - „ევროპის წლის მუზეუმი - 2022“ ფინალურ ნომინანტად დასახელდა. ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო...

ნინო ბურჯანაძე, ე.წ გავრილოვის მოვლენების გამო, რუს პოლიტიკოსს ბოდიშს უხდის

ნინო ბურჯანაძე, ე.წ გავრილოვის მოვლენების გამო, რუს პოლიტიკოსს ბოდიშს უხდის

ტელეკომპანია POSTV აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელშიც „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს...

„ვაქცინაციის ასეთი ტემპი პანდემიის დამარცხებას ძალიან გაახანგრძლივებს“

„ვაქცინაციის ასეთი ტემპი პანდემიის დამარცხებას ძალიან გაახანგრძლივებს“

ამ ციფრების შენარჩუნების შემთხვევაში, ჩვენ დაგვჭირდება მინიმუმ, 3 წელი, რომ ავცრათ მოსახლეობის 60-70%, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული...

„ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება“

„ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება“

ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეპიდვითარების კუთხით, ყველა...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021