გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მცხოვრებმა 63 წლის აკაკი ჯეირანაშვილმა 12 წლის წინ ჰოლანდიური ტიტების ბაღი გააშენა. ყოველ გაზაფხულზე მოკრეფილ ტიტებს თბილისში, ყვავილების ბაზრობაზე ყიდდა. წელს პირველი გაზაფხულია, რომ ყვავილები ადგილზე ჭკნება, რადგან კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ბაზრობა დაიხურა. საზოგადოებამ მეყვავილის თანადგომა გადაწყვიტა და ტიტები ვირტუალურად შეიძინა. მოხალისეები დედაქალაქიდან კახეთში ჩავიდნენ და ყვავილები იმ ექიმებს აჩუქეს, რომლებიც კორონავირუსის დასამარცხებლად იბრძვიან.
ფარავნის უღელტეხილზე ტრაილერებისთვის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ქარბუქის...