Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები პოლიტიკა

„დავალებული ვარ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, მხოლოდ ის მიხვდა რაც სჭირდებოდათ ქართველებს“

in ახალი ამბები, პოლიტიკა
0
„დავალებული ვარ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, მხოლოდ ის მიხვდა რაც სჭირდებოდათ ქართველებს“
515
SHARES
1.5k
VIEWS
გაზიარება

„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ერის გაერთიანების გზა გადის ბიძინა ივანიშვილის იმ დაპირებაზე, რომელიც 0%-იან საარჩევნო ბარიერს გულისხმობს.

იაგო ხვიჩიამ მოუწოდა „ქართულ ოცნებას”, ბიძინა ივანიშვილის ეს ჩანაფიქრი სწორად გაიგონ.

„ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრობას” არასოდეს არ მოსწონდა ბუნებრივი ბარიერი, დღესაც კი, ქალბატონი სამადაშვილი ამბობს, რომ ეს ცუდი აზრია და ბარიერი აუცილებლად უნდა იყოს. მე ზუსტად ამიტომ ვარ, ასე დავალებული ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, ამ დაპირების გამო, რომ მხოლოდ ის მიხვდა, რაც სჭირდებოდა ქართველებს. სხვებმა 5% ბარიერიო, 3%-იო, მაგრამ ჩვენი ხასიათი ყველაზე უკეთ გაიგო ამ ადამიანმა და ზუსტად ისეთი მმართველობითი სისტემა შემოგვთავაზა, რომელიც ჩემი აზრით, ჩვენ ყველაზე მეტად მოგვიხდებოდა. ცუდია, რომ მას საკუთარ გუნდშიც ვერ გაუგეს და სხვა აზრზე გადაიყვანეს, არადა ის სწორ აზრზე იყო.

ახლა მინდა, რომ „ქართულ ოცნებას” და მათ ამომრჩეველს ნაცი არ ვეგონო, რომ არ იფიქრონ, მე რაღაც ისეთს ვითხოვ, რაც არ ეკადრება „ქართულ ოცნებას” და ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, ისეთ რაღაცას ვითხოვ, რაზეც „ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე შეუთანხმდა საქართველოს მოსახლეობას. მე „ქართული ოცნების” დღევანდელ მმართველობას ამაში ვთხოვ დახმარებას, რომ მათი წინა თავმჯდომარის დაპირება შესრულდეს და ამაში მე მათ ვთავაზობ, რომ ოპოზიციურ ხმებსაც მოვიტან ამისთვის და კრიზისსაც განვმუხტავ, რადგან მართლა ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც შეგვიძლია შევთანხმდეთ და დავასრულოთ 9 წლიანი ბრძოლა „ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობას”, რადგან ესენი თუ არ შერიგდნენ, არაფერი არ გვეშველება, სულ ასეთ გაჭირვებაში ვიქნებით, რადგან მთელი ჩვენი ენერგია მიდის ამ ბრძოლაში, ერი ორადაა გაყოფილი და ებრძვიან ერთმანეთს.

არც ბრძოლის მიზეზი არ არსებობს სინამდვილეში და არც არაფერი აქვს ამ ხალხს გასაყოფი, ერთი ლიდერი წასულია, მეორე კიევშია და რაღაცას აკეთებს, მაგრამ ამის გამო შეიძლება ერი ერთმანეთს ხოცავდეს? ერის შერიგების გზა არის ბატონი ივანიშვილის ეს დაპირება. ბატონი ივანიშვილის ამ დაპირებას, აღსრულების შემთხვევაში, მივიჩნევთ ქართველი ერის შერიგების გზად. ხალხი კი ამბობს, რომ ბიძინას აქებსო, მაგრამ სადაც ადამიანი შესაქებია, როგორ არ შეიძლება არ შევაქოთ. „ქართულ ოცნებასაც” მოვუწოდებ, მარტო ის კი არ არის, რომ იძახიან ბიძინა მოგვწონს, გვიყვარს გვწამს და ა.შ. მართლა უნდა გავიგოთ ამ კაცმა სინამდვილეში რა ჩაიფიქრა და მისი აზრი უნდა მოგვწონდეს და ვაფასებდეთ, თორემ პიროვნულად სიყვარული ხომ არ არის მთავარი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

Tags: ბიძინა ივანიშვილიიაგო ხვიჩიაპარტია გირჩისაარჩევნო ბარიერიქართული ოცნება
Share206Tweet129

სხვადასხვა

„ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება“

„ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება“

ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეპიდვითარების კუთხით, ყველა...

„ახლა უკრაინაში მიმდინარეობს ცხელი ომი, საქართველოში კი, ჰიბრიდული ომი ხელისუფლების წინააღმდეგ“

„ახლა უკრაინაში მიმდინარეობს ცხელი ომი, საქართველოში კი, ჰიბრიდული ომი ხელისუფლების წინააღმდეგ“

ახლა უკრაინაში მიმდინარეობს ცხელი ომი და ჩვენ რასაც ვხედავთ, სამწუხაროდ, საქართველოში მიდის ჰიბრიდული ომი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ - ამის შესახებ...

შეიარაღებულმა პირმა კოლორადოს შტატში 10 ადამიანი მოკლა

შეიარაღებულმა პირმა კოლორადოს შტატში 10 ადამიანი მოკლა

შეიარაღებულმა პირმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 ადამიანი მოკლა. ინციდენტი კოლარადოს შტატში მოხდა. მამაკაცი ადგილობრივ სუპერმარკეტში შეიჭრა და უმისამართო სროლა დაიწყო....

„სეისმომედეგი მშენებლობა ერთადერთი რეალური ხერხია მიწისძვრით გამოწვეული კატასტროფის რისკის შემცირებისა!“

„სეისმომედეგი მშენებლობა ერთადერთი რეალური ხერხია მიწისძვრით გამოწვეული კატასტროფის რისკის შემცირებისა!“

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში რამდენიმე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რამაც მილიონზე მეტი მსხვერპლი და უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. დამტკიცებულია, რომ ადამიანებს...

საქართველოს თავდაცვის უწყება ევროკავშირის საბჭოსგან 12.75 მილიონი ევროს ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს მიიღებს

საქართველოს თავდაცვის უწყება ევროკავშირის საბჭოსგან 12.75 მილიონი ევროს ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს მიიღებს

ევროკავშირის საბჭომ, საქართველოსთვის, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში, ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში, საქართველო არალეტალურ სამედიცინო და საინჟინრო აღჭურვილობას,...

„ისინი უნდა შევაგუოთ, რომ არ გადავიხდით ჯარიმებს, არ შევასრულებთ რეგულაციებს, არ დავემორჩილებით სასამართლოს…“

„ისინი უნდა შევაგუოთ, რომ არ გადავიხდით ჯარიმებს, არ შევასრულებთ რეგულაციებს, არ დავემორჩილებით სასამართლოს…“

გუშინწინდელი დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,...

„ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული… უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!“

„ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული… უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!“

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ „ამნისტიის კანონი" ყველა ბრალდებულ პირს უნდა შეეხოს. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ თუ...

„გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად ინფიცირებულ პაციენტებში მძიმე მიმდინარეობის რისკი მაღალია“

„გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად ინფიცირებულ პაციენტებში მძიმე მიმდინარეობის რისკი მაღალია“

საქართველო კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკის მოლოდინშია. ექიმები შიშობენ, რომ მალე საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლები აღარ იქნება. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო...

აშშ მსოფლიოს ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ვაქცინების დოზებს გაუნაწილებს

აშშ მსოფლიოს ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ვაქცინების დოზებს გაუნაწილებს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ივნისის ბოლოსთვის ვაქცინის, სულ მცირე, 80 მილიონ დოზას გლობალური მასშტაბით გაანაწილებს. დაახლოებით 6 მილიონი დოზა გათვლილია...

საქართველოში ხვალიდან ამინდი გაუარესდება

საქართველოში ხვალიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 მარტს დღის მეორე ნახევრიდან 13 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, 12 მარტს უმეტესად თოვლის სახით, ზოგან...

„უკრაინამ და საქართველომ MAP-ი უნდა მიიღონ“

„უკრაინამ და საქართველომ MAP-ი უნდა მიიღონ“

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ უკრაინამ და საქართველომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) უნდა მიიღონ. „მათთვის, ვინც ბუქარესტის...

თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორი პირი - ანალოგიურ ფაქტზე წარსულში რამდენჯერმე მხილებული 1992 წელს დაბადებული...

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეიზღუდა

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეიზღუდა

ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობისა და ზამთრის...

„დადებითობის მაჩვენებელი იზრდება, შესაძლებელია მივიღოთ ვირუსის გავრცელების მკვეთრი აღმავლობა“

„დადებითობის მაჩვენებელი იზრდება, შესაძლებელია მივიღოთ ვირუსის გავრცელების მკვეთრი აღმავლობა“

დადებითობის მაჩვენებელი მცირედ, მაგრამ თანდათან იზრდება, რაც იმის ნიშანია, რომ შესაძლებელია მივიღოთ ვირუსის გავრცელების მკვეთრი აღმავლობა, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა...

„ეს არის ოპოზიცია? მინდა ამერიკელებს და ევროპელებს ვკითხო – ამათთან დიალოგი შეიძლება?“

„ეს არის ოპოზიცია? მინდა ამერიკელებს და ევროპელებს ვკითხო – ამათთან დიალოგი შეიძლება?“

ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი? ეს არის ოპოზიცია? ადამიანები, რომლებმაც შესძრეს ამერიკა და ევროპა საჩივრებით არიქა და ხელისუფლება გვებრძვის და...

რუსთავში ერთ-ერთ ისტორიულ უბანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რუსთავში ერთ-ერთ ისტორიულ უბანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რუსთავში, შოთა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუჩებზე შენობების ფასადების სარესტავრაციო სამუშაოები და ტროტუარების მოწყობა რამდენიმე დღეში დაიწყება, - ამის...

„პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე დაბალია, შარშან ამ დროს 70%-ზე მაღალი იყო“

„პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე დაბალია, შარშან ამ დროს 70%-ზე მაღალი იყო“

ყველაზე ქმედითი ღონისძიება, რაც ჩვენს ხელთაა, ესაა პირბადის ტარება და 43%-ზე დაბლა ჩამოვედით, როდესაც შარშან ამ დროს ეს მაჩვენებელი 70%-ზე...

ისრაელის საელჩოს ინიციატივით, არტოს ბაღში ხეები დაირგო

ისრაელის საელჩოს ინიციატივით, არტოს ბაღში ხეები დაირგო

დედამიწის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, არტოს ბაღში, ისრაელის საელჩოს ინიციატივით, სხვადასხვა სახეობის 15 ძირი, 3 მეტრზე მაღალი ხე დაირგო. გამწვანების აქციაში...

„მას შემდეგ, რაც ლევან კობერიძის პარტიამ ელენე ხოშტარია გადააგდო და „ქოცი“ პირველ ადგილზე გაიყვანა, დაიხურა ქუდი და წავიდა“

„მას შემდეგ, რაც ლევან კობერიძის პარტიამ ელენე ხოშტარია გადააგდო და „ქოცი“ პირველ ადგილზე გაიყვანა, დაიხურა ქუდი და წავიდა“

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ლევან კობერიძის მიერ პარტია „ლელოს“ დატოვების გადაწყვეტილებას ეხმაურება. „მას შემდეგ, რაც ამისმა პარტიამ ლაკა გადააგდო და...

თბილისში ქალთა ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო

თბილისში ქალთა ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო

თბილისის ჭადრაკის სასახლეში ქალთა ჭადრაკში რიგით 78-ე საქართველოს ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ტურნირი ცხრა ტურად, 10 მონაწილეს შორის ჩატარდება. პირველ, მეორე...

„ვაქცინა COVID19-ის დამარცხების ერთადერთი გზაა“

„ვაქცინა COVID19-ის დამარცხების ერთადერთი გზაა“

„ვაქცინა COVID19-ის დამარცხების ერთადერთი გზაა“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინა...

14 მარტამდე საქართველოში უამინდობა შენარჩუნდება

14 მარტამდე საქართველოში უამინდობა შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას განცხადებით, უახლოეს დღეებში ქვეყნის უმეტეს რაიონებში ცივი ამინდი შენარჩუნდება. მისი თქმით,...

გოგო რომელიც გაწირა ყველამ …

გოგო რომელიც გაწირა ყველამ …

გოგო რომელიც გაწირა ყველამ ... ასე შეიძლება მოვყვეთ ნინო წულაიას ამბავი... ნინო იმ ერთ ერთ ქართველთაგანია რომელსაც ოჯახმა ზურგი აქცია,...

იმუნიზაციის საბჭომ მეორე აცრის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენებას გარკვეულ შემთხვევებში მხარი დაუჭირა

იმუნიზაციის საბჭომ მეორე აცრის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენებას გარკვეულ შემთხვევებში მხარი დაუჭირა

იმუნიზაციის საბჭომ მეორე აცრის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენებას გარკვეულ შემთხვევებში მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

აშშ-ის ალაბამას შტატში, მონტგომერის რეგიონალურ აეროპორტთან ახლოს სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, T-38-ის ტიპის...

„პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს“

„პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს“

გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021