Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები კულტურა

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება

in ახალი ამბები, კულტურა
0
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება
515
SHARES
1.5k
VIEWS
გაზიარება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ორგანიზებით გრძელდება ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები, რომლის დასრულებაც 2021 წელსაა დაგეგმილი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 წლის განმავლობაში ეროვნული სააგენტოს დაკვეთით წარმართულმა სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო ეტაპებმა ნოქალაქევის ქვედა ნაქალაქარის ყველა არქიტექტურული სეგმენტი მოიცვა, რაც საიდუმლო გვირაბის, ეიფელის კონსტრუქციის რკინის ხიდის, საფორტიფიკაციო ნაგებობების, სასახლეების, სამეფო აბანოებისა და უნიკალური წყალსაცავის სრულ კონსერვაციას ითვალისწინებდა.

მათივე ცნობით, კომპლექსზე დასრულდა ორმოც მოწამეთა სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობისა და ფასადის საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფმა განახორციელა.

„ტაძრის სახურავი საქართველოში სპეციალური წესით დამზადებული კრამიტით შეიცვალა, რომლის ავთენტური ფორმის განსაზღვრაც არქეულოგიური გათხრებისას გამოვლენილი უძველესი კრამიტის შედეგად გახდა შესაძლებელი. თანამედროვე კონსტრუქციული ჩანართებით აღდგა კომპლექსის ისტორიული მარანი, რომელიც ახლო მომავლიდან საგანმანათლებლო-შემეცნებით სივრცედ ჩამოყალიბდება. დაიწყო ნაქალაქარის ფერდობისა და ციტადელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც გაწმენდითი და არქეოლოგიური შესწავლის პროცესის შემდეგ, კონსერვირდა არქიტექტურული ფრაგმენტები. უკვე დასრულდა ნაქალაქარის მთავარი გალავნისა და ციტადელის შემაერთებელი საფეხმავლო ბილიკის კეთილმოწყობის სამუშაოები. დასრულების ფაზაშია ქვედა ნაქალაქარის ინფრასტრუქტურული პროექტი. მოეწყო სავალი ბილიკები, საპირფარეშოები, წყალმომარაგების, განათებისა და ხანძარსაწინაარმდეგო სისტემები. არქიტექტურული კომპლექსი აღიჭურვა საინფორმაციო ბანერებით. კეთილმოეწყო ავტოსაპარკინგე სივრცე. ნაქალაქარის არეალებზე დამონტაჟდა მხატვრული განათების სისტემა, რომლითაც ფასადები ეფექტურად წარმოჩინდა. ისტორიული კონტექსტის რეკონსტრუქციისთვის ნაქალაქარის ტერიტორიაზე განთავსდა ანტიკური პერიოდის მეომართა ლითონის ბადისაგან დამზადებული საიმიტაციო ფიგურები და ხის კონსტრუქციის საბრძოლო მანქანები, რომლებიც უკვე იქცა ტურისტულ ატრაქციად. 2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სააგენტოს პროგრამული ბიუჯეტიდან ჯამში 14 მილიონ ლარზე მეტი თანხაა გათვალისწინებული.

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში მასზე განთავსებული იყო ერისთავ ქუჯის რეზიდენცია. IV-VIII საუკუნეებში კი ნოქალაქევი ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქ ,,ციხეგოჯს”, “არქეოპოლისს” წარმოადგენდა.

ეგრისის სამეფო რეზიდენცია განლაგებული იყო 20 ჰექტარზე და სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქალაქი გარშემორტყმული იყო IV, V და VI საუკუნეებში აგებული სამი მტკიცე კედლით. სხვადასხვა დროს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნოქალაქევის ტერიტორიზე აღმოჩენილია გალავან-სამზღუდი, ანტიკური ხანის ციტადელის ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთები (IV-VI სს.), სამეფო და სამოქალაქო აბანოები, წყალსაცავი (IV-VI სს.), მდინარეზე გამავალი საიდუმლო გვირაბი, IV-VI საუკუნეთა ეკლესიების არქეოლოგიურად გამოვლენილი ნაშთები, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ,,ორმოც მოწამეთა” გუმბათიანი ტაძრი (VI ს.).

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურული მოწყობა 2021 წელს დასრულდება

ნოქალაქევის არქიტექტურული კომპლექსის საკონსერვაციო -ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობა” ახორციელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Tags: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტონოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი
Share206Tweet129

სხვადასხვა

„გაზპრომის“ ფინანსურმა დირექტორმა თავი მოიკლა

„გაზპრომის“ ფინანსურმა დირექტორმა თავი მოიკლა

კომპანია „გაზპრომის“ ფინანსურმა დირექტორმა თავი მოიკლა, - ამის შესახებ უცხოეური მედია იუწყება. გავრცელებული ცნობით, ალექსანდრ ტიულიაკოვის ცხედარს ლენინგრადის ოლქის ელიტურ დასახლებაში - ლენინსკოიეს ერთ-ერთ ავტოფარეხში...

„ნიკა მელიას უნდა, სამყაროს ცენტრი იყოს, თუმცა ასე არაა…“

„ნიკა მელიას უნდა, სამყაროს ცენტრი იყოს, თუმცა ასე არაა…“

ნიკა მელიას უნდა, სამყაროს ცენტრი იყოს, თუმცა ასე არაა, – ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია NSI-ს წარმომადგენელმა, პოლ ჯოელმა „პირველი არხის“ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“...

კრივში საქართველოს ნაკრები სამშობლოში ორი მედლით ბრუნდება

კრივში საქართველოს ნაკრები სამშობლოში ორი მედლით ბრუნდება

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში დასრულდა A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი სამოყვარულო კრივში (იშტვან ბოშკაის 65-ე მემორიალი). საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრზე ​ვერცხლის ორი მედალი მოიპოვა. ჩვენი გუნდის კაპიტანი, ლაშა გურული 63...

სვანეთში სტიქიას ებრძვიან

სვანეთში სტიქიას ებრძვიან

სტიქიას ებრძვიან ლენტეხში. მერის ინფორმაციით, წაღებულია ლენტეხი-ლასტილის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩოლურის მონაკვეთი 100 გრძივი მეტრი, რის გამოც მთლიანად  პარალიზებულია მოძრაობა....

გიორგი გახარიამ სოფელ დიღომში პოლიციის ახალი შენობა გახსნა

გიორგი გახარიამ სოფელ დიღომში პოლიციის ახალი შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ დიღომში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების ახალი შენობა გახსნა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო...

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის...

„ევროკავშირის პოზიციაა, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა შევიდნენ პარლამენტში“

„ევროკავშირის პოზიციაა, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა შევიდნენ პარლამენტში“

ევროკავშირის ყველა ქვეყნისა და თვითონ ევროკავშირის პოზიციაა, რომ პარტიები, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, უნდა შევიდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოში...

„ნუ ყარხარ, დაიბანე! ნუ იდორბლები!“ – ახალი დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში

„ნუ ყარხარ, დაიბანე! ნუ იდორბლები!“ – ახალი დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტის გალობის ფონზე - დღეს ვითარება ისევ დაიძაბა. სალხინოს მამათა მონასტერში ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე მივიდა, სადაც მას განყენებული...

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით გორსა და ხაშურში 11 პირი დააკავეს, 4-ის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო....

დიდთოვლობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

დიდთოვლობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას...

„ახლა უკრაინაში მიმდინარეობს ცხელი ომი, საქართველოში კი, ჰიბრიდული ომი ხელისუფლების წინააღმდეგ“

„ახლა უკრაინაში მიმდინარეობს ცხელი ომი, საქართველოში კი, ჰიბრიდული ომი ხელისუფლების წინააღმდეგ“

ახლა უკრაინაში მიმდინარეობს ცხელი ომი და ჩვენ რასაც ვხედავთ, სამწუხაროდ, საქართველოში მიდის ჰიბრიდული ომი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ - ამის შესახებ...

„რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, ჩვენს ქვეყანაში ეპიდემია უფრო მალე დასრულდება“

„რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, ჩვენს ქვეყანაში ეპიდემია უფრო მალე დასრულდება“

რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, ჩვენს ქვეყანაში ეპიდემია უფრო მალე დასრულდება, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. „მსგავსი მასშტაბის სამედიცინო...

საქართველოს პრეზიდენტი „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრეზიდენტი „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტი ონლაინფორმატში ტარდება...

სად გაუჩინარდა ჟურნალისტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს იძიებდა?!

სად გაუჩინარდა ჟურნალისტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს იძიებდა?!

ჩვენი რესპონდენტი მრავალი წელია, ტელეკრანებზე უკვე აღარ ჩანს. არადა, წლების მანძილზე ის ტელეკომპანია „იბერიიდან“ საიტერესო ჟურნალისტური გამოძიებებით გვევლინებოდა. როგორც მისი...

გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა – ჩემი შვილი იძულებული გახდა… წინა დღით უთქვამს, დავიღალეო…

გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა – ჩემი შვილი იძულებული გახდა… წინა დღით უთქვამს, დავიღალეო…

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა, მერი რომანაძე-ცეცხლაძე თურქეთიდან საქართველოში ჩამოვიდა. ის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის სამართლებრივად გარკვევას...

დღეიდან საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

დღეიდან საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ზუსტად ორ თვეში, 2 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა 2 აგვისტოს გამოსცა და მას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი...

უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

უკრაინაში 42 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი" ლევან ბულისკირია დააკავეს. უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, ასევე დაკავებულია 31 წლის ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტი"....

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს

თბილისის მერია პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღებას იწყებს. დედაქალაქის მერიის...

ლაშა ბექაური თელ-ავივის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

ლაშა ბექაური თელ-ავივის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილი დაამარცხა და...

„ერეკლე მეფის მოღალატედ მოხსენიება, დიდი სირცხვილია!“

„ერეკლე მეფის მოღალატედ მოხსენიება, დიდი სირცხვილია!“

ვერ შევძელი, სათანადოდ გამოვხმაურებოდი იმ აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელიც მეფე ერეკლეს შეურაცხყოფას ისახავდა მიზნად! ერეკლეს მოღალატედ მოხსენიება, მისი ღვაწლის უგულებელყოფა არის...

გადაამოწმეთ, მოიპარეს თუ არა ჰაკერებმა თქვენი პირადი მონაცემები

გადაამოწმეთ, მოიპარეს თუ არა ჰაკერებმა თქვენი პირადი მონაცემები

ჰაკერებმა Facebook-ის 553 მლნ მომხმარებლის, მათ შორის საქართველოს 95 193 მოქალაქის პირადი მონაცემები ერთ-ერთ ფორუმზე გაასაჯაროეს. მოიპარეს თუ არა ჰაკერებმა...

მხატვარმა ილია პატაშურმა ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად საკუთარი ნამუშევრები გადასცა

მხატვარმა ილია პატაშურმა ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად საკუთარი ნამუშევრები გადასცა

ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ილია პატაშურმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს სხვადასხვა პერიოდში შესრულებული თავისი 10 ნახატი გადასცა საჩუქრად. ნახატები, რომლებიც...

თბილისში დამატებით 90 მიკროავტობუსი და 20 ავტობუსი იმოძრავებს

თბილისში დამატებით 90 მიკროავტობუსი და 20 ავტობუსი იმოძრავებს

მივიღეთ გადაწყვეტილება, დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ, რომელთაგან 180 იქნება რვამეტრიანი ავტობუსი, 200 კი 18-მეტრიანი, – ამის შესახებ თბილისის...

პროფესიული განვითარების საბჭომ, 7 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

პროფესიული განვითარების საბჭომ, 7 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ...

სუს-მა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონოდ მოვაჭრე 27 აფთიაქი გამოავლინა

სუს-მა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონოდ მოვაჭრე 27 აფთიაქი გამოავლინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელთა ერთობლივი ღონისძიებების შედეგად თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამოვლენილია...

საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება

საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება

19 სექტემბერს საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021