Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები

„აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, რომლებიც ქვევით იდგნენ, 2007 წელს თხემზე ამოვიდნენ და შეიქმნა ის რეალობა, რომელიც დღემდე რჩება“

in ახალი ამბები, პოლიტიკა
0
„აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, რომლებიც ქვევით იდგნენ, 2007 წელს თხემზე ამოვიდნენ და შეიქმნა ის რეალობა, რომელიც დღემდე რჩება“
515
SHARES
1.5k
VIEWS
გაზიარება

დავით-გარეჯის საკითხის მოკლე ისტორია, – ამ სათაურით აქვეყნებს წერილს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი კონსტანტინე გამსახურდია „ფეისბუქში“.

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, 1918-1920 წლებში დამოუკიდებელ საქართველოსა და დამოუკიდებელ აზერბაიჯანს შორის სადავო საკითხები დელიკატურად გვერდით იწეოდა.

„ანგარიში ეწეოდა იმ გარემოებასაც, თუ რამდენად დიდი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ 26 მაისს აზერბაიჯანისთვის, რომლის მთავრობამაც (ისევე, როგორც სომხებმაც) ორ დღეში უკვე თბილისში გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ისინი შემდგომ გადავიდნენ ჯერ განჯაში, მერე ბაქოში, ამ სასაზღვრო საკითხების გადაჭრას კი მომავალში ფიქრობდნენ, როდესაც საამისოდ უკეთესი პირობები შეიქმნებოდა. ამიტომაც დელიკატურად გვერდით იდებოდა ეს საკითხები მოლაპარაკებებისას. 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ კი ეს პროცესები ასე განვითარდა:

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკები) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს პლენუმის დადგენილებით, საქართველოში რუსეთის ყოფილი ელჩის, სერგეი კიროვის თავმჯდომარეობით, ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ტერიტორიული საკითხების მოგვარების მიზნით, სპეციალური კომისია შეიქმნა. საქართველოს მხრიდან კომისიაში შედიოდნენ სახალხო კომისრები, ალექსანდრე სვანიძე და სილიბისტრო თოდრია. იმის გამო, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის შიდა საზღვრების დადგენისას სადავო საკითხებზე შეთანხმება გართულდა, კიროვმა 1921 წლის ივნისში თბილისში გამართულ სხდომებზე, რომელზეც ზაქათალის ოლქისა და ყარაიის ველის სადავო საკითხი განიხილებოდა, კომისიის წევრების გარდა, სერგო ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი და შალვა ელიავა მოიწვია. გადაწყდა, რომ მთელი ძალაუფლება, გარდა პოლიტიკურისა, „ყარაიელი გლეხებისთვის“ გადაეცათ. ეს აზერბაიჯანელი გლეხები საქართველოს საძოვრების ფაქტიურ მფლობელებად 1924 წლის ნოემბრამდე რჩებოდნენ, იმ დრომდე, სანამ ამიერკავკასიის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში შემავალ რესპუბლიკებს შორის არსებული, მიწის, ტყისა და წყლით სარგებლობის სადავო საკითხთა მომგვარებელი კომისიის სხდომის 1924 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით, აზერბაიჯანის იურიდიულ მფლობელობაში გადავიდა ტერიტორია, რომელზეც აღმოჩნდა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან სამი: ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტრები, ასევე, ჩიჩხიტურის მონასტრის უდაბნოს ქედის სამხრეთ ფერდობზე მდებარე ნაწილი.

1921 წლიდან მოყოლებული, საბჭოთა იდეოლოგია ტირაჟირებდა იმ თვალსაზრისს, რომ ერთიან საბჭოთა სახელმწიფოში ნაციონალურ საზღვრებს მნიშვნელობა აღარ აქვს, ხოლო ეროვნული საზღვრების ურღვევობის მქადაგებლები და ისტორიზმის პრინციპიდან მათი დადგენის მოსურნეები წარსულის მავნე გადმონაშთებად გამოცხადდნენ. „პროლეტკულტელი“ პოეტის, კ. ფედოსიშვილის ეს ლექსი ზუსტად აირეკლავს ამ გაწყობას:

ახლა როდესაც ინტერნაციონალს

ერებმა ფართოდ გაუღეს კარი,

მე არ მაწუხებს თუ სად იწყება

და სად მთავრდება სომხური მტკვარი.

თვით პროფესორი ჯავახიშვილი

და მიმდევარნი ათას „ისტების“,

კაციჭამია კოტეტიშვილი,

თაობა წუნკალ შოვინისტების.

ამის შემდეგ ეს ვითარება რევიზიას აღარ დაქვემდებარებია. სსრკ-ში საზღვრები ფორმალურად არსებობდა. ეს საკითხი არც 1991 წელს დამდგარა, როდესაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, რამდენადაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა საქართველოს სსრ-ს აღიარებულ ტერიტორიაზე, დეტალიზების გარეშე, საზღვრების ზუსტად დადგენა კი სამომავლო პროცესი იყო. ეროვნულმა ხელისუფლებამ კი სულ 14 თვე გაძლო. თუკი მაგალითად, ზვიად გამსახურდია და ეროვნული ხელისუფლება უარს იტყოდნენ საბჭოთა საქართველოს საზღვრებზე და ტერიტორიულ პრეტენზიას წაუყენებდნენ ოთხივე მოსაზღვრე ქვეყანას, ეს შექმნიდა: 1. ოთხივესთან საომარ სიტუაციას. წარმოვიდგინოთ, რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა საქართველო. 2. საერთაშორისო აღიარება გამორიცხული იქნებოდა, რამდენადაც დასავლეთში ამის გარეშეც მძლავრად მოქმედებდნენ პროკრემლური ძალები და მათ ეფექტურად ეხმარებოდა როგორც შევარდნაძე-მგელაძის „მოსკოვური“ შტაბი, ისე პუტჩისტური ოპოზიცია ადგილზე. წარმოიდგინეთ მაშინდელი ოპოზიციის ისტერიული, მძულვარებით სავსე ტირადები და ლოზუნგები რა სახეს მიიღებდა, ისედაც ანტისახელმწიფოებრივი, პუტჩისტური, ძალადობრივი რიტორიკა რამდენად უფრო დამძიმდებოდა – „ალბანიზაცია“ და „ლიბანიზაცია“ კი არა, ამათმა მთელი სამყარო ომში გამოიწვიესო.

როგორც კომუნისტურ პერიოდში, ისე დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე საუბარი იყო იმაზე, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კომუნისტებმა მოაყოლეს ბერთუბანი, თუმცა ერთხელაც არ მსმენია, თითქოს ჩიჩხიტურის კოშკმა და უდაბნომაც მათი ბედი გაიზიარეს. მაშინ ასეთი დეტალიზება არ ყოფილა. სამჯერ მაინც ვარ უდაბნოს მონასტერში ნამყოფი. საქართველოს პოლიტიკა ამ დროს როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან პარტნიორული ურთიერთობების აწყობაზე იყო მიმართული.

საქართველოს არც ერთ მეზობელთან დადგენილი არა აქვს საზღვარი, თურქეთის გარდა. ისიც საბჭოთა კავშირის დროს ამ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დამდგენი კომისიის დამსახურებაა და ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ. როდესაც 1990-იანებში დაიწყო საზღვრების დადგენა, გარეჯის თემაც აქტუალური გახდა – უკვე 1996 წელს, როდესაც გეიდარ ალიევმა ე. შევარდნაძეს შესთავაზა მანდ ერთიანი, ღია კულტურული სივრცის შექმნა, სადაც ორივე მხრიდან შეიძლებოდა თავისუფლად შესვლა, ხოლო ეს „კონდომინიუმი“ მთლიანად დარჩენილიყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში. ქართულმა მხარემ ამაზე უარი განაცხადა. სხვათა შორის, ასეთი „ორსუვერენიტეტიანი ერთობლივი კულტურული ნაკრძალების“ პრეცედენტები ევროპაში არსებობს.

ასე იდგა საკითხი, ვიდრე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, რომლებიც 2007 წლამდე ქვევით იდგნენ, თხემზე არ ამოვიდნენ ამ წლიდან. შეიქმნა ის რეალობა, რომელიც დღემდე რჩება“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

Tags: დავით გარეჯიკონსტანტინე გამსახურდია
Share206Tweet129

სხვადასხვა

იაპონიის საელჩომ თელავს მაღალი გამავლობის ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილი გადასცა

იაპონიის საელჩომ თელავს მაღალი გამავლობის ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილი გადასცა

იაპონიის საელჩომ თელავს მაღალი გამავლობის ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილი გადასცა, რომელიც მძიმე პაციენტების თბილისში გადაყვანას უზრუნველყოფს. „იაპონიის საელჩომ საჩუქრად გადმოგვცა თანამედროვე...

საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება

საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება

19 სექტემბერს საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც...

„ვადამდელი არჩევნები არ განიხილება, ეს არის წითელი ხაზი!“

„ვადამდელი არჩევნები არ განიხილება, ეს არის წითელი ხაზი!“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს საკითხი...

პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ვეტოს არ ადებს

პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ვეტოს არ ადებს

პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებებს ვეტოს არ ადებს - აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა შარლ მიშელის დოკუმენტზე...

იაპონიაში მარტოობასა და იზოლაციასთან ბრძოლის სამინისტრო შეიქმნა

იაპონიაში მარტოობასა და იზოლაციასთან ბრძოლის სამინისტრო შეიქმნა

პანდემიის ფონზე მომრავლებული თვითმკვლელობების გამო იაპონიაში იაპონიაში მარტოობასა და იზოლაციასთან ბრძოლის სამინისტრო შეიქმნა. ამის შესახებ გამოცემა Japan Times-ი წერს. ახალი თანამდებობის...

„ცეცხლს ვეთამაშებით, ქორწილებზე წასვლის ნაცვლად, აცრაზე წავიდეთ“

„ცეცხლს ვეთამაშებით, ქორწილებზე წასვლის ნაცვლად, აცრაზე წავიდეთ“

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომელიც დღეს საქართველოშია, მოქალაქეების მეტ თვითშეგნებას მოითხოვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ...

„ანაფილაქსიური შოკი იშვიათი შემთხვევაა და ვცდილობთ, სიფრთხილის გამოჩენით მსგავსი შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ“

„ანაფილაქსიური შოკი იშვიათი შემთხვევაა და ვცდილობთ, სიფრთხილის გამოჩენით მსგავსი შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ“

ანაფილაქსიის შემთხვევები, რაც არის ძალიან სერიოზული ალერგიული რეაქცია ვაქცინის კომპონენტზე, დაფიქსირდა სხვა ვაქცინის გაკეთების დროსაც, საუბარია MRNA ვაქცინებზე, რომლებიც ფართოდ...

„გირაოს გადახდას არ ვაპირებ, ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ!“

„გირაოს გადახდას არ ვაპირებ, ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ!“

ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა, გირაოს გადახდას არ ვაპირებ, ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა...

„თუ კრემლს თავის საზღვრებთან ნაკლები ნატოს ხილვა სურს, ის უფრო მეტ ნატოს მიიღებს“

„თუ კრემლს თავის საზღვრებთან ნაკლები ნატოს ხილვა სურს, ის უფრო მეტ ნატოს მიიღებს“

თუ კრემლს თავის საზღვრებთან ნაკლები ნატოს ხილვა სურს, ის უფრო მეტ ნატოს მიიღებს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს...

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. სინოპტიკოსების პროგნოზით ჰაერის...

„ვისაც ვაქცინაციის შესაძლებლობა ან სურვილი არ აქვს, პირბადე მაინც გაიკეთოს სწორად“

„ვისაც ვაქცინაციის შესაძლებლობა ან სურვილი არ აქვს, პირბადე მაინც გაიკეთოს სწორად“

ახლა მთავარია გავიკეთოთ ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია, დღეში 1 400-1500 ინფიცირებული ეს არ არის ცოტა - სერიოზული დატვირთვაა სამედიცინო სექტორზე,...

ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ჩუტყვავილას შემთხვევებს იკვლევენ

ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ჩუტყვავილას შემთხვევებს იკვლევენ

სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ჩუტყვავილას სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს. მაიმუნის ჩუტყვავილას...

„კლინიკაში შეცდომები დაუშვეს“ – რას ამბობს გარდაცვლილი მედდის ბიძა

„კლინიკაში შეცდომები დაუშვეს“ – რას ამბობს გარდაცვლილი მედდის ბიძა

ახალციხეში, ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი მედდას ოჯახი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყებას ენდობიან და გამოძიების შედეგებს ელოდებიან. პროცესში ოჯახის მოთხოვნით...

„იბრიქებოდნენ იქ გიგი უგულავა და მამუკა ხაზარაძე – დაიცვეს მელია?!“

„იბრიქებოდნენ იქ გიგი უგულავა და მამუკა ხაზარაძე – დაიცვეს მელია?!“

იბრიქებოდნენ იქ გიგი უგულავა და მამუკა ხაზარაძე - დაიცვეს მელია?! სპეცრაზმის მიმოფანტვას რომ გეგმავდნენ, ვინ შეატოვეს? - ისევ საწყალი ხალხი და...

„ვინც ასეთ „ინფოებს“ ავრცელებს, მისმა პატრონებმა იციან – როგორც კი საქართველო მოწყდება დასავლეთს, იგი მაშინვე დაბრუნდება 1992-1995 წლების ბანდიტურ კოშმარში“

„ვინც ასეთ „ინფოებს“ ავრცელებს, მისმა პატრონებმა იციან – როგორც კი საქართველო მოწყდება დასავლეთს, იგი მაშინვე დაბრუნდება 1992-1995 წლების ბანდიტურ კოშმარში“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია, ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუს ეხმაურება. კონსტანტინე გამსახურდიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილს უცვლელად...

ნიკა მელია დაკავებულია

ნიკა მელია დაკავებულია

დილის 7:30-ზე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სამართალდამცველები გამოჩნდნენ. მათ მალე სპეცრაზმიც შეუერთდა. დაკავებულია პარტიის ლიდერი ნიკა მელია. შენობის რამდენიმე ოთახში გაუშვეს...

„შემირცხვენია ის სახელმწიფო, რომელიც საკუთარი სასამართლოს განაჩენს ვერ აღასრულებს“

„შემირცხვენია ის სახელმწიფო, რომელიც საკუთარი სასამართლოს განაჩენს ვერ აღასრულებს“

შემირცხვენია ის სახელმწიფო, რომელიც საკუთარი სასამართლოს განაჩენს, გადაწყვეტილებას ვერ აღასრულებს, - ამის შესახებ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ ტელეკომპანია „იმედთან“  ნიკა მელიას...

„ნაციონალური მოძრაობა“ იხვეწება სიების აღდგენას, გამოვიდეს და ბოდიში მოგვიხადოს, რომ მართლები ვიყავით, მაშინ, სიცანცარის აღლუმი მოაწყეს“

„ნაციონალური მოძრაობა“ იხვეწება სიების აღდგენას, გამოვიდეს და ბოდიში მოგვიხადოს, რომ მართლები ვიყავით, მაშინ, სიცანცარის აღლუმი მოაწყეს“

ჯვარს გვაცვეს, რომ ვამბობდით, ნუ ცანცარებთ და სიას ნუ ხსნით-თქო. „ნაციონალური მოძრაობა“ იხვეწება, სიები აღგვიდგინეთო, გამოვიდეს და ბოდიში მოგვიხადოს, მართლები...

„არეულობასა და დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ, გავცემთ საკადრის პასუხს!“

„არეულობასა და დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ, გავცემთ საკადრის პასუხს!“

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დესტრუქციული ოპოზიცია ქვეყნის სამართალდამცავ სისტემას ტესტს უწყობს, რომლის საბოლოო მიზანიც მთავრობის დესკრიდიტაცია და დესტაბილიზაციის შექმნაა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა...

ჯანმომ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა

ჯანმომ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის RTS,S გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატი ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ...

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავალას განვითარების სააგენტოს პროექტის ერთადერთი ქართველი პარტნიორი გახდა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავალას განვითარების სააგენტოს პროექტის ერთადერთი ქართველი პარტნიორი გახდა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავალას განვითარების სააგენტოს პროექტის ერთადერთი ქართველი პარტნიორი გახდა. პროექტის თანახმად, იუნესკოს სიაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მეშვეობით,...

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,...

მოსწავლეების მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ

მოსწავლეების მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის....

„ღმერთმა ნუ ქნას ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, მთელი თბილისი მიწასთან გასწორდება“

„ღმერთმა ნუ ქნას ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, მთელი თბილისი მიწასთან გასწორდება“

„საქართველოს მშენებელთა ლიგის“ თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანზორ საკანდელიძე აცხადებს, რომ დედაქალაქი დიდი საშიშროების წინაშე დგას და ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში,...

„თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, ეპიდსიტუაცია ძალიან გაუარესდება“

„თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, ეპიდსიტუაცია ძალიან გაუარესდება“

ქვეყანა უკვე კოვიდის მე-4 ტალღაშია და პიკს აგვისტოში მიაღწევს, - სპეციალისტები გარკვეული რეგულაციების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ. ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი,...

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად იმოძრავებს

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად იმოძრავებს

https://www.youtube.com/watch?v=qw21NvyUPZ8&feature=youtu.be ქალაქ თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად იმოძრავებს. 50 მგზავრზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსები მუშაობას სატესტო რეჟიმში დაიწყებს. ტრანსპორტით გადაადგილება უფასო...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021