ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 60 წლის ექიმი გარდაიცვალა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ქალს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება ჰქონდა.
მისივე ინფორმაციით, რუსუდან ჯიქიას „კოვიდ-19“ რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა გართულდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ექიმი ქუთაისის #2 სამშობიარო სახლში გინეკოლოგად მუშაობდა.
Leave a Reply