ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 20 393 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 286 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. აქტიური შემთხვევებიდან მძიმე პაციენტია 942, ხოლო სუნთქვის აპარატზე 421 პაციენტი იმყოფება.
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში “კოვიდ-19”-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 127 942-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 058 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 106 328-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 195 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ.
Leave a Reply