ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულება „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
„ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თენგიზ ცერცვაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში 19 ნოემბერს გადაიყვანეს.
Leave a Reply