ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განმარტებით, კოვიდვაქცინა საქართველოში შესაძლოა 2021 წლის დასაწყისში, რისკის ჯგუფის მქონე ადამიანებისთვის შემოვიდეს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„დეკემბერში ამერიკის ზოგიერთ შტატში იწყება ვაქცინაცია გარკვეულ ჯგუფებში. რამდენიმე ვაქცინამ წარმატებას მიაღწია და ფინიშში გავიდა. ახლა ჯერი მწარმოებლებზეა. ადვილი არ იქნება, რომ ერთი ხელის დაკვრით ამხელა მოთხოვნა დააკმაყოფილონ მწარმოებელმა კომპანიებმა. მასიური ვაქცინაცია ჩვენი მოსახლეობის, ასე მარტივად ვერ მოხდება და ეს არარეალისტურია. თუ ჩვენი სახელმწიფო მოახერხებს იმას, რომ რისკჯგუფებისთვის რაღაც რაოდენობა შემოიტანოს, ეს დიდი გამარჯვება იქნება და ამის იმედი გვაქვს“, – აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.
Leave a Reply