საყურადღებო ის არის, რომ ჯერ კიდევ ვერ ვამბობთ, ეს არის პიკი თუ შემდეგი მატება ჯერ კიდევ წინ გვაქვს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაიცავს საზოგადოება წესებს, მათ შორის პირბადის გამოყენებას.
„ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნოემბრის ბოლო იქნება ძალიან საყურადღებო, თუმცა პრევენციული ღონისძიებებით შესაძლებელია გარკვეული სტაბილიზაცია. თუნდაც ამ 4000-იან მაჩვენებელზე შევნარჩუნდეთ გარკვეული პერიოდი. სულ მცირე 2-3 კვირა მაინც დასჭირდება იმას, რომ სტაბილიზაციის შემდეგ კლება მივიღოთ, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება იმ შემთხვევაში, თუ ყველა წესს დავიცავთ. მათ შორის პირბადე არის კრიტიკული ფაქტორი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
Leave a Reply