გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქმა ღამისთევის მსახურება წმინდა ელია თეზბიტელის ტაძარში აღავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ელია თეზბიტელის ტაძარში ღამისთევის მსახურება აღავლინა, დალოცა და გიორგობა მიულოცა მრევლს და სრულიად საქართველოს.
„წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა პატრიარქმა მსახურების ბოლოს.
Leave a Reply