ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დღეს საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა პარტიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა . დავით კირკიტაძის განცხადებით :
„გუშინ 15 ნოემბერს დედაქალაქის ცენტრში ჩვენს აქტივისტებსა და თანაგუნდელებს, საღამოს საათებში თავს დაესხნენ. ალბათ იკითხვათ ვინ ? ვინ და თავზე წასული და რუსული მთავრობის მიერ გაგულიანებული ბიძინა ივანიშვილის ხელი ბიჭები. ზუსტად ვამბობ ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭები!
ამ დროისთვის თემურ ცუცქირიძე იმყოფება თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით, ღმერთს მადლობა რომ ის ამ ზონდერ ჯგუფებს გადაურჩა.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ საპოლიციო უწყების თანამშრომლებმა მოაწყვეს ჩვენს აქტივისტებზე გატაცება და ფიზიკური ანგარიშსწორება. შესაბამისად მოვითხოვ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და მყისიერად დაისაჯონ გამტაცებელი ბოროტმოქმედები. “
20 ნოემბერი 2020 წელი