დღევანდელი სიტუაცია მოითხოვს კიდევ უფრო გაათმაგებულ ყურადღებას როგორც სამედიცინო სექტორის, ასევე მოსახლეობის მხრიდანაც, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ახალი შემთხვევების მატებას მძიმე პაციენტების რაოდენობის ზრდა მოყვება და შესაბამისად იზრდება დატვირთვა ჰოსპიტალურ სექტორზე.
„ბევრი მძიმე პაციენტი მოითხოვს მეტ ძალისხმევას, მეტ გადამზადებულ კადრს. ამიტომ საჭიროა რაც შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს ჰოსპიტალური სექტორი. უნდა დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები, ასევე მოსახლეობის მხრიდანაც უნდა იყოს სერიოზული ჩართულობა. რეკომენდაციები ზაფხულში საერთოდ არ სრულდებოდა და ამასაც თავისი როლი მიუძღვის იმაში, რომ ეპიდსიტუაცია გაგვიუარესდა. არის ქვეყნები, სადაც პირბადის ტარებამ და რეკომენდაციების დაცვამ შედარებით ეპიდსიტუაცია გააუმჯობესა. მხოლოდ ეს, რა თქმა უნდა საკმარისი არ არის და პანდემიას მხოლოდ რეკომენდაციების დაცა ვერ დაამარცხებს, მაგრამ ჩვენ ჩვენი მხრიდან უნდა გავაკეთოთ, რომ სიცხიანებმა ქუჩაში არ ვიაროთ და სამედიცინო დაწესებულებებს დროულად მივმართოთ“, – განაცხადა ინფექციონისტმა.
Leave a Reply