„ნაციონალური მოძრაობის“ მუმბაის რეგიონალური ოფისი გაბრაზდა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სოციალური ქსელის მომხმარებლების რეაქციას.
საუბარია დედაქალაქის მთავრობის გუშინდელი სხდომის პირდაპირ ეთერზე, რომელიც მერის „ფეისბუქის“ გვერდზე მიმდინარეობდა. კალაძე სხდომაზე ჭავჭავაძის გამზირის შესახებ საუბრობდა.
კახა კალაძემ გამოყო მომხმარებლი სახელით Miha Hamodi და აღნიშნა: „განსაკუთრებით ეს ბრაზობს“.
Leave a Reply