თურქეთი აზერბაიჯანი-სომხეთ შორის საომარ მოქმედებებში ერთვება. როგორც თურქული მედია თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარზე დაყრდნობით იუწყება, თურქეთი და მისი ჯარი მზადაა, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს სომხეთთან ბრძოლებში.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების შეფასებისას აქარმა განაცხადა, რომ ანკარა მოძმე აზერბაიჯანელი ერის ტკივილს იზიარებს.
მან ასევე გაიხსენა თურქთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სიტყვები, რომელმაც სომხეთის ქმედებები დაგმო და განაცხდა, რომ „სომხეთი თვითონ აღმოჩნდება იმ ორმოში, რომელსაც სხვას უთხრის“.
12 ივლისს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 4 სომეხი და 11 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.
Leave a Reply