გამოძიებისას მნიშვნელოვანია სამართლიანობა, – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჰკითხეს.
„ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ვლოცულობ გიორგის სულის საოხად, რათა უფალმა ღმერთმა გაანათოს მისი სული, იქ სადაც მართალნი განისვენებენ”, – თქვა მეუფე გერასიმემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს გამოძიება, რათა ოჯახმა და საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, მეუფემ მოკლედ უპასუხა – გამოძიებისას მნიშვნელოვანია სამართლიანობა.
Leave a Reply