ირაკლი ოქრუაშვილი თავისუფალია. მან საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
„ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ მრავალ ოპოზიციონერს მრავალი წლით გაუშვებდა ციხეში და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა, ხომ ხედავთ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.
მან მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმებაში.
„განსაკუთრებით ოპოზიციის ყველა ლიდერს და აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს, ასევე, სენატორ რიჩს და ბატონ კუბუილიუსს, რომ არა მათი ძალისხმევა, ალბათ ეს შედეგი არ დადგებოდა“, – თქვა ოქრუაშვილმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუა გათავისუფლდეს.
Leave a Reply