ყველაზე საიმედო და იმედისმომცემი მკურნალობა, ჯერჯერობით პლაზმით მკურნალობაა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, რევაზ მეჭურჭლიშვილმა, „POSTV-ის“ ეთერში განაცხადა.
„პლაზმის დამზადება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. გამოჯანმრთელებულ პაციენტს სისხლში აუცილებლად ბევრი ანტისხეული უნდა ჰქონდეს. პაციენტი, რომელიც ვირუსს უფრო მძიმედ გადაიტანს, მის სისხლში ანტისხეული უფრო ბევრი იქნება, ასევე საჭიროა გამოჯანმრთელებიდან გარკვეული ვადა იყოს გასული, დონორის სისხლი იყოს უსაფრთხო და სისხლის ჯგუფები ერთმანეთს შეესაბამებოდეს“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.
Leave a Reply