გარდაცლილების პროცენტი ერთ მილიონ მოსახლეზე თუ არ ვცდები ყველაზე დაბალია ევროპაში ან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი ჯუჯა სახელმწიფოებს აქვთ.
„საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა ცალსახად ძალიან მცირეა, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებთან შედარებით. 10-ჯერ, 15-ჯერ, 18-ჯერ მცირე. თუ გადავითვლით ერთ მილიონ მოსახლეზე, ეს განსხვავება კიდევ უფრო დიდია. ჩვენთან 160-ჯერ ნაკლებია გარდაცვალება ერთ მილიონ მოსახლეზე, ვიდრე აშშ-ში და 200-ჯერ და 300-ჯერ ნაკლები, ვიდრე ვთქვათ იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში. მაგრამ თუ თქვენ იკითხავთ, რამდენად რეალურია ეს რიცხვი იდენტიფიცირებულებთან და არაიდენტიფიცირებულებთან მიმართებაში, მინდა სიცხადე შევიტანო. ის ვარაუდი, რომ მოსახლეობის შესაძლოა უფრო მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული რეალურად, მათ შორის უსიმპტომოდ, ვიდრე ეს დღეს ჩვენ ვიცით, ეს სავსებით რეალურია. ყველა ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების გარდა არსებობს დაუდასტურებელი შემთხვევების რაღაც რაოდენობა, მათ შორის სავარაუდოდ საქართველოშიც“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
Leave a Reply