Meotkhe.ge
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა
No Result
View All Result
Meotkhe.ge
No Result
View All Result
Home ახალი ამბები

ქისტური კანონი თუ უსამართლობა ?

in ახალი ამბები
0
ქისტური კანონი თუ უსამართლობა ?
506
SHARES
1.4k
VIEWS
გაზიარება

იშვიათია სამყაროში  საზოგადოება, სადაც ქალი ისეთი პატივცემული და დაფასებულია, როგორც ეს ვაინახურ თემში ხდება. მართალია, არსებობს  არასწორი წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოსდა ვაინახებში ქალი დაჩაგრულია და  არანაირ როლს არა ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სინამდვილეს არ შეეფერება და სამწუხაროდ, საზოგადოებაში ამ აზრის ჩამოყალიბებას თავის მხრივ ხელი შეუწყო იგივე მცდარმა წარმოდგენამ ისლამურ სამყაროში ქალის დაჩაგრულობის შესახებ.
ყველაზე მავნე ტრადიცია, რომელსაც ქისტი ახალგაზრდები ჯიუტად ებღაუჭებიან და დღესაც მისდევენ, არის ქალის მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით. ეს მავნე ჩვეულება ისე აქვთ გამჯდარი სისხლში ქისტებს, რომ არც გადასახადი, არც სისხლიანი შეტაკებები და არც მკვლელობები არ მოქმედებს მათზე. ეს ის საკითხია, რომელსაც უხუცესები ყოველთვის აყენებენ დღის წესრიგში და ეძებენ გამოსავალს.

ქალის გატაცებასთან დაკავშირებით ქისტებში დამკვიდრდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მთავარი და გადამწყვეტი მოწმის სტატუსი თავად გატაცებულ ქალიშვილს დაეკისრა. ქალიშვილი თავის ნებით, გაპარვით გაჰყვა თუ გაიტაცეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ქალის ნათესავების მხრიდან კაცი და ქალი მივლენ ვაჟის ოჯახში, ნახავენ ქალიშვილს და გამოჰკითხავენ, ნებით გაჰყვა თუ ძალით გაიტაცეს. თუ ქალი იტყვის, ნებით გავყევიო, ბედნიერებას უსურვებენ და გამობრუნდებიან.

მართალია, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, რომ თავის ნებით გაყოლილი ქალი უკან წაურთმევიათ, ადათობრივ სასამართლოსთვისაც გადაუციათ ასეთი საქმე, დაუფიცებიათ კიდეც ვაჟიანები, მაგრამ ეს ძალზე საფრთხილო საკითხია, რადგან ქალი კვლავ გაპარულა და მისიანები შერცხვენილი დარჩენილან.
ჩვენი დღევანდელი ისტორია კი ასეთია ხეობაში ქალ ვაჟს ერთმანეთი შეუყვარდათ, რამდენიმე წლიანი სასიყვარულო ისტორიის შემდეგ, ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს რომ ექორწინათ და ოჯახი შეექმნათ. რასაც ქალის ოჯახი უბრალოდ არ დათანმხდა. მიზეზი კი მხოლოდ ის იყო რომ ვაჟი არ იყო რადიკალური ისლამის ე.წ. ვაჰაბიზმის მიმდევრი.

ალბათ იკითხავთ ვიზე ვსაუბრობ ? რამზან ალხანაშვილისა და ხანგოშვილების დაპირისპირებაზე დიახ სწორედ ამ ამბავს ვყვები. თუმცა სრულწლოვანმა წყვილმა გადაწყვიტა რომ ექორწინათ. მას შემდეგ რაც ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს ვაჟმა ქალის ოჯახს შეატყობინა  გადაწყვეტილების შესახებ. რასაც მოჰყვა სასწაული ისტერიკა გოგოს ოჯახისგან, გოგოს ოჯახმა  არ იცოდა სად იყვნენ ქალ ვაჟი წასულები. ხანგოშვილების ოჯახი რამდენიმე ათეული კაცი მიუვარდა რამზან ალხანაშვილების ოჯახს იარღაით,  ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიუხედავად იმის რომ ადგილზე იქნა გამოძახებული პოლიცია, პრაქტიკულად სამართალდამცველებმა ვერაფერი ვერ შეცვალეს.

მძიმე დაპირისპირების გამო ქალიშვილი მივიდა თუმცა მშობლებმა ის მხოლოდ ცემით კი არა, თმის თრევით წაიყვანეს. მიუხედავად იმის რომ ქალიშვილი მშობლებს უმტკიცებდა რომ არავის მოუტაცებია და იგი თავისი ნებით გაჰყვა, ადამიანს რომელიც უყვარდა მშობლებს არ მოუსმენიათ მისი სიტყვების და მასზე საჯაროდ და საქვეყნოდ კვლავ იძალადეს. ადგილზე მყოფი პოლიცია კი უმოქმედოდ უყურებდა მარიამ ხანგოშვილის დაჩაგვრას

მიუხედავად იმის რომ უხუცესთა საბჭომ მაშინ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა შემდეგ შინაარსით :

„პანკისი უხუცესთა საბჭომ  შეისწავლა  ოჯახებს შორის არსებული დავის საკითხი და დაადგინა რომ ქალ ვაჟზს მარიამ ხანგოშვილსა და რამზან ალხანაშვილს შეუძლიათ დამოუკიდებლად  შეძლონ თანაცხოვრება.  ვაჟს ქალი ძალდატანებით არ წაუყვანია. რაც ირკვევა რამზან ალხანაშვილის და მარიამ ხანგოშვილის გამოკითხვიდან.

ავღნიშნავთ რომ სამწუხაროდ ხანგოშვილები არ აპირებენ დაემორჩილონ უხიცესთა საბჭოს გადაწყვეტილებას თუ ადათობრივი სამართლის კანონებს, როგორც აცხადებენ  ეს მათი გვარის შეურაცხყოფა იყო და ამ სირცხვილს მხოლოდ რამზან ალხანაშვილის სისხლით შეიძლება ჩამოიბანოს ეს სირცხვილი. ხანგოშვილების დამოკიდებულებიდნ ირკვევა რომ არსებობს რამზან ალხანაშვილის  სიკვდილის საფრთხეც, ჩვენი ვაინხური სამართლის მიხედვით სიცოცხლის მოსპობა ყველანაირ არგუმენტს მოკლებულია.

ასევე უხუცესთა საბჭო ემიჯნება ხანგოშვილების ოჯახის გადაწყვეტილებას და აღნიშნავს რომ სრულწლოვან ქალზე ძალადობა მიუღებელია თუნდაც მათი მშობლებისგან. უხუცესები ვერ ხედავენ ვერანაირ დაბრკოლებას იმაში რომ მათი ოჯახი შეიქმნას.“

მიუხედავად თავად გვარის უფროსების გადაწყვეტილებისა მარიამ ხანგოშვილი დღემდე ოჯახური ძალადობის მსხვერპლია მშობლებისა და დედმამიშვიელბის მხრიდნ. ცალკე საკითხია რამზან ალხანაშვილის მდგომარეობა. კერძოდ მასზე ზეწოლები პერმანენტულდ გრძელდება და გოგოს გვარი მას ხელის მოკვეთით ემუქრება. აი ასეთ დროს კი თავად სახელმწიფო ისეთი უსუსრი სახით გამოიყურება რომ სასაცილოც აღარ არის.

სხვათაშორის ცდილობდა შეესწავლა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ეს საკითხი თუმცა უშედეგოდ.

 

 

Share202Tweet127

სხვადასხვა

„ქართული პროდუქციის სტანდარტები გაუმჯობესდა“

„ქართული პროდუქციის სტანდარტები გაუმჯობესდა“

ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველომ მაქსიმალურად ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით და ჩვენ, ამ მიზნის მისაღწევად, დაუღალავად...

თეა წულუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა

თეა წულუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თეატრის...

8 თებერვლიდან თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს

8 თებერვლიდან თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება 8 თებერვლიდან განახლდება. დედაქალაქის მერია  მძღოლებსა და კერძო სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს...

საჩხერე-ონის გზაზე მიწა და კლდე ჩამოიშალა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საჩხერე-ონის გზაზე მიწა და კლდე ჩამოიშალა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საჩხერე-ონის საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და...

„სასაფლაოებზე ქეიფებისა და ღრეობების მოწყობა, მიცვალებულსაც კი აწუხებს…“

„სასაფლაოებზე ქეიფებისა და ღრეობების მოწყობა, მიცვალებულსაც კი აწუხებს…“

სასაფლაოებზე ქეიფებისა და ღრეობების მოწყობა მგონი, თავად მიცვალებულსაც კი აწუხებს და რელიგიაც არ ითვალისწინებს. ამიტომ, ეს ძალიან მოკრძალებულად უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. „თუ ყველა...

გორში 13 წლის გოგონამ იმშობიარა, სექსუალური კავშრის ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავეს

გორში 13 წლის გოგონამ იმშობიარა, სექსუალური კავშრის ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავეს

შიდა ქართლში ​არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა თებერვალში მოხდა. არსებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 13...

„5 წელიწადში ყველა სკოლა იქნება რეაბილიტირებული ან ხელახლა აშენებული“

„5 წელიწადში ყველა სკოლა იქნება რეაბილიტირებული ან ხელახლა აშენებული“

„დღეს ჩუღურეთში 220-ე, ყოფილი მე-3 სკოლას ვესტუმრეთ, რომელიც 2009 წელს დაიხურა, ხოლო მის 500 მოსწავლეს სახლიდან მოშორებით უწევდა განათლების მიღება....

„ვადასტურებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ“

„ვადასტურებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ“

ვადასტურებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ, - ნათქვამია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების...

„ყველა დაზარალებულს ბოდიშს ვუხდი“ – მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

„ყველა დაზარალებულს ბოდიშს ვუხდი“ – მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

„ცენტრ პოინტის" საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა და მან ყველას, ვინც კომპანიის მიერ დაზარალდა ბოდიში...

კანადაში რეკორდულად მაღალი სიხეა, გარდაცვლილია ათობით ადამიანი

კანადაში რეკორდულად მაღალი სიხეა, გარდაცვლილია ათობით ადამიანი

კანადაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის ფონზე ათობით ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ვანკუვერში პოლიციამ პარასკევის შემდეგ უეცარი გარდაცვალების 130...

„თუ არ ავიცერით, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი“

„თუ არ ავიცერით, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი“

ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, მინდა, გავაკეთო განცხადება. ძალიან საყურადღებო და გასათვალისწინებელი მიმდინარეობაა. იცით, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა...

„ბაიდენის პირობებში, ვლადიმერ პუტინს სანერვიულო არაფერი აქვს“

„ბაიდენის პირობებში, ვლადიმერ პუტინს სანერვიულო არაფერი აქვს“

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენსა და ვლადიმდერ პუტინს შორის ვიდეოსამიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის პირობებში, ვლადიმერ პუტინს სანერვიულო...

„ანაფილაქსიური შოკი იშვიათი შემთხვევაა და ვცდილობთ, სიფრთხილის გამოჩენით მსგავსი შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ“

„ანაფილაქსიური შოკი იშვიათი შემთხვევაა და ვცდილობთ, სიფრთხილის გამოჩენით მსგავსი შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ“

ანაფილაქსიის შემთხვევები, რაც არის ძალიან სერიოზული ალერგიული რეაქცია ვაქცინის კომპონენტზე, დაფიქსირდა სხვა ვაქცინის გაკეთების დროსაც, საუბარია MRNA ვაქცინებზე, რომლებიც ფართოდ...

„ნაციონალური მოძრაობა” რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ქვეყანა არ ადარდებს“

„ნაციონალური მოძრაობა” რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ქვეყანა არ ადარდებს“

„ნაციონალური მოძრაობა” იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ქვეყანა და ხალხი არ ადარდებს. ეს გაჯიუტებაც ამის დასტურია, – ასე...

მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი სასულიერო პირები არ აპირებენ, მეუფის განჩინებას დაემორჩილონ

მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი სასულიერო პირები არ აპირებენ, მეუფის განჩინებას დაემორჩილონ

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ეპარქიაში საპასუხო განცხადება გაკეთდა. ის პირები, რომლებიც დღეს სამუდამოდ განიკვეთნენ სამონაზვნო ცხოვრებიდან, არ აპირებენ, დაემორჩილონ...

რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებას თეთრი სახლი უახლოეს კვირებში მიიღებს

რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებას თეთრი სახლი უახლოეს კვირებში მიიღებს

რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებას თეთრი სახლი უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, როდის...

თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად სახლი დაიწვა

თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად სახლი დაიწვა

სოციალურ ქსელში ვრცელდება პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაზიანებული სახლის ფოტოები. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა თბილისში, მუხიანის დასახლებაში მოხდა.

ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა დღემდე....

მიხეილ სააკაშვილის უფლებებს ამერიკელი ადვოკატიც დაიცავს

მიხეილ სააკაშვილის უფლებებს ამერიკელი ადვოკატიც დაიცავს

მიხეილ სააკაშვილის უფლებებს ამერიკელი ადვოკატიც დაიცავს. ის საერთაშორისო სამართლის მიმართულებით იმუშავებს. ადვოკატები პატიმარ სააკაშვილს გუშინ შეხვდნენ, მათი თქმით, მისი ჯანმრთელობის...

მოსწავლეების მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ

მოსწავლეების მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის....

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

სომხეთში 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქში“ დაწერა. სომხეთის მთავრობის ხელმძვანელი აცხადებს, რომ არსებული შიდაპოლიტიკური სიტუაციიდან საუკეთესო...

„რუსეთს უკრაინაში შეჭრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია“

„რუსეთს უკრაინაში შეჭრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია“

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ჯონ კირბის თქმით,...

„მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები“

„მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მე ცნობად მივიღე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან...

„ამ წუთის მოცემულობით ოპოზიცია აგებს“

„ამ წუთის მოცემულობით ოპოზიცია აგებს“

ამ წუთის მოცემულობით ოპოზიცია აგებს, იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ ამბობს, რაც არ უნდა მოხდეს, ამ კომისიაში არ ვიმუშავებთო, - ამის...

„მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება“

„მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება“

მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება, - ბრძანა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას. მან მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა...

გიორგი გახარიას სელფი რეკორდს ხსნის

გიორგი გახარიას სელფი რეკორდს ხსნის

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სელფი, რომელიც მან  ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელს იპყრობს. თანამშრომელბთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე გადაღებულმა ფოტომ ერთ დღეში 190...

Meotkhe.ge

მეოთხე 2021

მოგვწერეთ - gazetimeotkhe@gmail.com

  • საიტი დამზადებულია nanostudio-ს მიერ

გამოგვყევით

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • თავდაცვა
    • კულტურა
    • რელიგია
    • სპორტი
  • რეგიონული მაცნე
    • აფხაზეთი
    • აჭარა
    • გურია
    • იმერეთი
    • კახეთი
    • მცხეთა-მთიანეთი
    • რაჭა-ლეჩხუმი
    • სამაჩაბლო
    • სამეგრელო
    • სამცხე-ჯავახეთი
    • სვანეთი
    • ქართლი
  • დედაქალაქი
  • უცხოეთი
  • ინტერვიუ
  • მულტიმედია
  • სხვა
    • ეს საინტერესოა
    • თავის მოვლა
    • სამზარეულო
    • ჯანმრთელობა

მეოთხე 2021